სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
გარისის (თეთრი წყარო) ბრძოლა 1556 წელი ყიზილბაშებთან ბრძოლა თეთრიწყარო ქვემო ქართლი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

გარისის (თეთრი წყარო) ბრძოლა 1556 წელი ყიზილბაშებთან ბრძოლა თეთრიწყარო ქვემო ქართლი

გარისის ბრძოლა 1556 — ბრძოლა ქართველებსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის. ამასიის ზავით 1555 წელი 29 მაისი, ირანმა და ოსმალეთმა საქართველო დაინაწილეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I (1502-1556) არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა. მან გაათავისუფლა მთელი ქართლი. ირანის შაჰმა თამაზ I-მა ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა განჯის ბეგლარბეგს შაჰვერდი სულთანს, რომელიც 1556 წელს ქართლში შემოიჭრა. ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი ლუარსაბ I-ისა და მისი ვაჟის სიმონ I-ის მეთაურობით მტერს სოფ. გარისის მიდამოებში შეეგება. ლუარსაბ I-ის ხანდაზმულობის გამო ბრძოლას მისი შვილი სიმონი სარდლობდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტრის ჭარბი ძალები. ერთ-ერთ შეტაკებაში ლუარსაბ I დაიღუპა.


თამაზ Iშაჰ-თამაზი (სპარს. طهماسب [tæhˈmɔːsb] დ. 3 მარტი1514, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს ― გ. 14 მაისი1576, ყაზვინი (?)) ― ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიიდან (1524-1576)

თამაზ I-ს ხანგრძლივი ომი ჰქონდა ოსმალეთთან (1532-1555). ამის გამო მან 4-ჯერ (1541,1547,1551 და 1554 წ.წ) ილაშქრა ქართლის სამეფოში. ბოლო ლაშქრობის დროს, 1554 წელს 30 000 ტყვე წაიყვანა სეფიანთა ირანში1555 წელს ოსმალეთთან დადო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც სეფიანებმა და ოსმალებმა გაინაწილეს კავკასია


გარისი — სოფელი ისტორიულ ქართლში, მდინარე ხრამის შენაკადის, ჭივჭავისწყლის მარცხენა ნაპირზე. გარისი ცნობილია როგორც ყიზილბაშური აგრესიის წინააღმდეგ მეფე ლუარსაბ I-ის უკანასკნელი, გმირული ბრძოლის ადგილი. ქართული წყაროების მიხედვით, გარისი XVII-XVIII საუკუნეებშიც არსებობდა. გარისის ძირითადი მებატონეები იყვნენ აბაშიშვილები (ბარათაშვილების განაყოფი შტო). 1699 წელს ქართლის კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ მანგლელ ეპისკოპოსს, გაბრიელ ჯავახიშვილს, სამწყსოდ მისცა ალგეთის გაღმა მდებარე სოფლები, მათ შორის გარისიც. ექვთიმე თაყაიშვილმა ისტორიულ გარისში მიაკვლია ეკლესიის ქვას, რომლის მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ 1701 წელს გარისში წმინდა იოანე მახარებლის სახელზე ეკლესია აუგია ქაიხოსრო აბაშიშვილს და მის მეუღლეს თინათინ ამირეჯიბს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში გარისი უკვე ნაოხარი იყო და ეკუთვნოდა მანანა ორბელიანს. შემდეგ მომთაბარე თურქმანულმა ტომებმა ამ ადგილს „აღ-ბულახი“ (თეთრიწყარო) დაარქვეს. 1847 წელს იგი სამხედრო უწყებამ შეიძინა და „ბელი-კლიუჩი“ უწოდა, ახლანდელი მუნიციპალიტეტის ცენტრი თეთრიწყარო სწორედ ისტორიული გარისისა და მის მომიჯნავე ტერიტორიებს მოიცავს.

ლუარსაბ I (დ. 1502 — გ. 1556) — ქართლის მეფე 1527—1556 წლებში, დავით X-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: 1530—15561534—1558 და სხვ.), 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან1535, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და კახეთის მეფის ლევანის შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის შაჰი თამაზ I, რომელმაც პირადად ოთხი დიდი ლაშქრობა (1541154715511554) მოაწყო საქართველოში. 1541 წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა თბილისი დაკარგა, კახეთი მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. 1545 წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი სოხოისტას ბრძოლაში დამარცხდა და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი პავლე III 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით (1546) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.

ირან-ოსმალეთის ომის (1514—1555) უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა სამცხე-ჯავახეთიკოლა-არტაანი1551 თამაზ I-ის მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა სამცხე-საათაბაგოს შემოერთებული ტერიტორიები. 1554 წელს თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. 1554—1555, ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. 1555 ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“ — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.

ფოტო : ლუარსაბ I   თარიღი აღებულია ამასიის ზავი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0