სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
სოხოისტას ბრძოლა 1545 წელი  ოსმალეთთან ბრძოლა სოხოისტა ახლა თურქეთი სოხოისტას ბრძოლა 1545 წელი  ოსმალეთთან ბრძოლა სოხოისტა ახლა თურქეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

74       ბეჭდვა

სოხოისტას ბრძოლა 1545 წელი ოსმალეთთან ბრძოლა სოხოისტა ახლა თურქეთი

1545 წელს, ოსმალთა ძლიერი ლაშქრის მოძრაობის შესახებ მიღებული ცნობების შემდეგ, ბაგრატმა მოკავშირესთან, ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან ერთად შეკრიბა ლაშქარი და საომრად მოემზადა. 

იმერეთის მეფე, ალექსანდრე II-ს ძე, ბაგრატ III XVI საუკუნის საქართველოს გამორჩეული სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. რთულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში მეფე ყველა გზას მიმართავდა, რათა სამეფოს ერთიანობა არ დარღვეულიყო, ძლიერ ვასალებთან ურთიერთობაში ყოფილიყო ზომიერი და შეენარჩუნებინა კავშირი სხვა ქართულ სამეფოებთან. ბაგრატის სამხედრო ნიჭი და გამოცდილება ჩანს მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. მეფემ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ოსმალეთის იმპერიას, რომელიც სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად იბრძოდა. ბაგრატმა მურჯახეთისა და ქარაღაქის ბრძოლებში მოიპოვა გამარჯვება, გარკვეული პერიოდით აკონტროლებდა სამცხე-საათაბაგოსაც

ქართლის მეფის, დავით X-ს ძემ, ლუარსაბ I-მა (ქართლის მეფე 1527-1556 წწ.) ჯერ კიდევ 1526 წელს პოლიტიკური შეკრა კავშირი იმერეთის მეფესთან, ბაგრატ III-თან და დაუნათესავდა. 1535 წელს, როდესაც ბაგრატმა სამცხე-საათაბაგოს შეუტია და ჭანეთი და აჭარა დაიმორჩილა, ლუარსაბმა ჯავახეთი დაიკავა. 1541 წელს, ქართლში ირანის შაჰმა თამაზ I-მა ლაშქრობა მოაწყო, თბილისი აიღო და ქვეყანა დაარბია. ლუარსაბ I-მა პარტიზანული ომი გაუმართა მტერს და უკან დახევა აიძულა. 1545 წელს სამცხე-სათაბაგოში ოსმალთა შემოჭრის შემდეგ, ლუარსაბმა ჯარი შეკრიბა და თავის მოკავშირესა და ნათესავს, ბაგრატ მეფეს შეუერთდა.
ოსმალეთის იმპერიის არმიას არზრუმისა და დიარბექირის ფაშები სარდლობდნენ. ქართულ და ოსმალურ ისტორიულ წყაროებში მათ შესახებ ვრცელი ცნობები არ მოგვეპოვება.

XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი VIII-ს (საქართველოს მეფე 1446-66 წწ. კახეთის მეფე 1466-1476 წწ.) მეფობის დროს, საქართველოს ერთიანი სამეფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. 1414 წელს საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დიმიტრი ალექსანდრეს ძე დანიშნა, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ კი ერისთავობა მისმა ვაჟმა ბაგრატმა მიიღო. 1462 წელს, ჩიხორის ბრძოლაში, ბაგრატმა გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი (ბაგრატ II). 1465 წელს მან დროებით ქართლიც დაიკავა, თუმცა ერთ წელიწადში გიორგი VIII-მ ტახტი დაიბრუნა და ბაგრატს იმერეთში დაბრუნება მოუხდა. XV საუკუნის ბოლოდან, იმერეთის სამეფოს ახალი, ძლიერი მტერი გამოუჩნდა, ოსმალეთის იმპერია. 1453 წელს, ოსმალთა სულთანმა, მეჰმედ II-მ (1444-46; 1451-81 წწ.) კონსტანტინოპოლი აიღო, 1461 წელს კი, ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს და საქართველოს გაუმეზობლდნენ. 1475 წელს, ყირიმის სახანოც მეჰმედ II-ს დაემორჩილა და ოსმალეთი შავ ზღვაზეც გაბატონდა. პირველად საფრთხის ქვეშ სამცხე-საათაბაგო აღმოჩნდა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო, რომელსაც სამი მიმართულებიდან ემუქრებოდა მტრის თავდასხმა, ჩრდილო-დასავლეთიდან (ჯიქეთ-აფხაზეთის გზით), ზღვისპირეთიდან გონიოს გზით და სამცხე-საათაბაგოს მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რადგან ოსმალებს საშუალება ეძლეოდათ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დასხმოდნენ თავს. ოსმალეთისთვის, სამხრეთ საქართველო, აღმოსავლეთში თავისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთისა და ირანის ნახევარსაუკუნოვანი ომი დაიწყო, საქართველოც ამ დაპირისპირების არეალში მოექცა.  ომი განსაკუთრებით გამწვავდა ბაგრატ II-ს შვილიშვილის, ბაგრატ III-ს (1510-1565 წწ.) მეფობისას. 1510 წელს, ოსმალები იმერელთაგან მოულოდნელად შეიჭრნენ ქვეყანაში და ქუთაისი ააოხრეს.

ბაგრატ III-ს უნდა ეზრუნა ქვეყნის შიდა მდგომარეობის მოწესრიგებასა და ოსმალეთისგან მოსალოდნელი აგრესიაც მოეგერიებინა. 1520 წელს, ბაგრატ III-სა და გურიის მთავარ მამია გურიელის მონაწილეობით, ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის ზავი დაიდო, რითაც დადასტურდა საქართველოს სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ გაყოფა. შემდგომ წლებში ბაგრატი დაუნათესავდა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს (1527-1556 წწ.) და მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი. 1533 წელს, ბაგრატ III-ს თაოსნობით, სამეგრელოსა და გურიის მთავრებმა, ჯიქეთზე გაილაშქრეს, მაგრამ ეს კამპანია წარუმატებლად დასრულდა, მეფემ კი ყურადღება სამცხე-საათაბაგოზე გადაიტანა. 1535 წელს, მან როსტომ გურიელისა და ლევან დადიანთან ერთად, ახალქალაქის ახლოს, მურჯახეთთან ბრძოლაში, დაამარცხა სამცხის ათაბაგი და დაიკავა სამცხე-საათაბაგო, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა 1545 წლამდე და 10 წლის განმავლობაში იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო. აჭარა და ჭანეთი მეფისგან როსტომ გურიელმა მიიღო. 1530-იანი წლების ბოლოსთვის, ოსმალებმა სამხრეთ საქართველოში ბაგრატს ზოგიერთი ციხესიმაგრე ისევ წაართვეს, მაგრამ 40-იანი წლების დასაწყისში, მათი დაბრუნება მოახერხა. ათაბაგ ყვარყვარე III-ს მემკვიდრე ქაიხოსრო და დიდგვაროვანი მესხი ფეოდალი ოთარ შალიკაშვილი სტამბოლში წავიდნენ და ცდილობდნენ ოსმალების დახმარებით დაებრუნებინათ ბაგრატ III-გან სამცხე-საათაბაგო. 

1543 წელს, ოსმალების 22 ათასიანი ჯარი არზრუმის ბეგლარბეგის მუსა-ფაშას სარდლობით ტაოში შეიჭრა. ბაგრატ III მზად დახვდა შემოტევას, უხმო სამეგრელოსა და გურიის მთავრებს და მტრისკენ დაიძრა. მეფის გამოწვევას მხოლოდ გურიელი გამოეხმაურა, დადიანი კი არ გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ქარაღაქის ბრძოლაში, ბაგრატ III-მ და გურიის მთავარმა, სასტიკად გაანადგურეს მუსა ფაშასა და სამცხის თავადთა ჯარი. მუსა ფაშა ბრძოლაში დაეცა. ხელში ჩაგდებული ზარბაზნები მეფემ ქუთაისში გაგზავნა. ოსმალთა სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ (1520-1566 წწ.) არზრუმისა და დიარბექირის ფაშები უსარდლა დიდ ლაშქარს და სამხრეთ საქართველოს დასაპყრობად გაგზავნა. ოსმალები ბასიანში შეიჭრნენ, სადაც თავისი ჯარით მათ ბაგრატ III მიეგება.

სოხოისტა — ადგილი ბასიანში, ისტორიული საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში. 1545 წელს სოხოისტასთან გაიმართა ბრძოლა საქართველოს და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქართველები დამარცხდნენ. სოხოისტის ბრძოლის შედეგად იმერეთ-სამცხე-საათაბაგოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოეღო. ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.

სოხოისტას ბრძოლა 1545 - ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის.

1543 წლის ქარაღაქის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ოსმალებმა უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოილაშქრეს სამცხე-საათაბაგოში, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის (1510–65) სამფლობელო იყო. ბაგრატმა დახმარებისათვის მიმართა ქართლის მეფე ლუარსაბ I -სა და თავის ვასალებს – ოდიშის და გურიის მთავრებს. დადიანმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-გურიისა და ქართლის გაერთიანებული ლაშქარი მტრის შესახვედრად ბასიანისკენ გაემართა. ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან.

ბრძოლის წინ ქართულ ბანაკში უთანხმოებამ იჩინა თავი. მესხებმა იმ საბაბით, რომ ქართლელები მათ მეწინავეობას არ უთმობდნენ, ბრძოლის ველი მიატოვეს. სოხოისტას ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა; ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა მესხი ფეოდალების დახმარებით სამცხე-საათაბაგოს ციხეები დაიკავეს და ათაბაგად ქაიხოსრო III (1545–73) დასვეს. ამრიგად, სოხოისტას ბრძოლის შედეგად სამცხე-იმერეთის გაერთიანებას ბოლო მოეღო. ამ დროიდან გაძლიერდა ოსმალეთის გავლენა სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.

ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565) — იმერეთის მეფე 1510-1565ალექსანდრე II-ის ძე.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1543 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. 1548 წელს ბაგრატმა ლევან I დადიანი და როსტომ გურიელი სადარბაზოდ მიიწვია. გურიელი მას არ ეახლა, ხოლო დადიანი ბაგრატმა დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. ოდიშია და გურიის მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0