სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ქარაღაქის ბრძოლა  1543 წელი იმერეთი ოსმალეთი ახლანდელი თურქეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ქარაღაქის ბრძოლა 1543 წელი იმერეთი ოსმალეთი ახლანდელი თურქეთი

ქარაღაქის ბრძოლა — გურიისა და იმერეთის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ (სამცხე-საათაბაგოში), გაიმართა 1543 წელს. ოსმალეთის სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა-ფაშა 22-ათასიანი ლაშქრით შეეცადა დაეპყრო სამცხე-საათაბაგო, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მტრის ლაშქარი, რომელიც ევროპული ზარბაზნებით იყო შეიარაღებული, ოლთისის ციხეს მიადგა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლაშქარი შეკრიბა, ციხეები გაამაგრა და ოდიშისა და გურიის მთავრებს დახმარება სთხოვა. ლევან I დადიანი ბაგრატს არ მიეშველა. ბაგრატმა გაითვალისწინა მრავალრიცხოვან მტრის ლაშქართან ბრძოლის სიძნელე და ხერხს მიმართა - მტერს დამორჩილება აღუთქვა. მოტყუებულმა მუსა-ფაშამ ციხე დატოვა და არზრუმისაკენ გაემართა. ქართველთა ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს ციხეში დატოვებულ ოსმალებს და მთლიანად ამოჟლიტა. შემდეგ ქართველები მუსა-ფაშას ძირითად ლაშქარს დაედევნენ და ქარაღაქთან ისიც სასტიკად დაამარცხეს. ამ მარცხმა ოსმალები ვერ შეაჩერა. მალე მათ ახალი ლაშქრობა მოაწყვეს.

ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565) — იმერეთის მეფე 1510-1565ალექსანდრე II-ის ძე.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1543 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. 1548 წელს ბაგრატმა ლევან I დადიანი და როსტომ გურიელი სადარბაზოდ მიიწვია. გურიელი მას არ ეახლა, ხოლო დადიანი ბაგრატმა დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. ოდიშია და გურიის მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.

მთავარი ფოტო ოლთისის ციხე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0