სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9242

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ღთვისმსახური
მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი საბინაშვილი  1845-1900წწ. ბერი ხატმწერი. ტვერი, რუსეთი. ვარლამ ხათრიძესგან.

1845-1900 წწ. გარდ. 55 წლის

ღთვისმსახური

გვარი საბინინი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი საბინაშვილი 1845-1900წწ. ბერი ხატმწერი. ტვერი, რუსეთი. ვარლამ ხათრიძესგან.

მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი (საბინაშვილი) (რუს. Михаил Павлович [Гоброн] Сабинин, დ. 1845 — გ. 10 მაისი1900მოსკოვი) — ქართველი [3] ბერიხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე.


მისი მამა, ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა — ქართველი ეკატერინე მირზაშვილი.

ვიკიციტატა„მრავალგზის ვედრებით მაწვია მე ქმნად ისტორიაჲ ყოვლად დიდებულთა ღუაწლთა წმიდისა დედოფლისა ქეთევანისათა, დედის დამან ჩემმან, მეფის ირაკლის პირუჱლისა ასულმან ღირსმან ენკრატისმან მაკრინა...“
(მ. საბინინი, „საქართველოს სამოთხე“, გვ. 597)

XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1868 წლამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი — პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია გობრონი. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით — მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ — შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.

1881 წელს მისი ინიციატივით, დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. მონასტერს ასევე შესწირა რუსეთიდან ჩამოტანილი ხის კანკელი და სხვა საეკლესიო ინვენტარი.

გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია წმინდა დანიელის მონასტერში, მოსკოვში. მისი საფლავის კვალი დღეს მთლიანად გამქრალია.

ბერი გობრონი (მიხეილ საბინინი)
(ხატმწერი, მეცნიერი, საზოგადო და სასულიერო მოღვაწე)
დაიბადა 1845 წელს.
მამა --- მღვდელი პავლე საბინინი
დედა --- ეკატერინე მირზაშვილი

1868 წლამდე სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი — პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში.
ბერად აღიკვეცა პეტერბურგში და სახელად აირჩია გობრონი
ნაშრომები:
· 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“
· 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“
· 1882 წელს— „საქართველოს სამოთხე“.


XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ისტორიის
მიზანმიმართული გაყალბება მიმდინარეობდა. ეს დაიწყო მაშინ, როცა რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთის (1801) და იმერეთის სამეფო (1810), შემდეგ კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811) მოხდინა. ამას მოჰყვა გურიის (1828), სვანეთის (1834), აფხაზეთის (1864) და სამეგრელოს (1867) სამთავროების გაუქმება და ანექსია. საქართველოს ისტორიის გაყალბების პიკი დაიწყო მას შემდეგ რაც ქერობე პატკანოვმა ყალბი ისტორიული თეორიების შემუშავება და გავრცელება დაიწყო. მიზანმიმართულად განადგურდა ისტორიული დოკუმენტები.

ამ რთულ დროს მიხეილ საბინინმა თავდაუზოგავი შრომით დაიწყო გადარჩენილი მასალების მოძიება შეგროვება და ერთ წიგნად გამოსცა ორმოცდაათამდე წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა --- სათაურით „საქართველოს სამოთხე“. წიგნი პეტერბურგში გამოიცა. ამ წიგნის წინასიტყვაობაში მ. საბინინი აღნიშნავს „პატიოსანო მკითველო. საქართველოს ეკლესიის დავრდომილებამ და სრულიად დამხობილებამ მისმან, მაიძულა დიდის გულსმოდგინებით დამბეჭვდაი ამ წიგნისა, რომელსა უწოდე სახელად „საქართველოს სამოთხე“. წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილი არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელ და სრული, ვითარ ეს წიგნი“.

სამწუხაროდ საბინინს და მის კრებულს „საქართველოს სამოთხე“ ბევრი მტერი გამოუჩნდა. გამოუცხადეს ბოიკოტი და წიგნი არ იყიდებოდა. სასოწარკვეთილი მიხეილ საბინინი ზ. ჭიჭინააძეს სწერს: „ტფილისიდგან მომივიდა ფრიად უსიამოვნო წერილი, ვითომ ჩემ წიგნები სრულიად არ იყიდება“. მეცნიერი შემწეობას ითხოვს და თან მძიმედ განიცდის თავისი შრომის დაუფასებლობას „...სრულიად არ მეგონა, რომ მე ამ უბედურებას შევემთხვეოდი, თორემ სამსახურში შევიდოდი და გარდა ჩემი თავისა, არა მეცოდინებოდა რა... განა ჩემზედ მეტი ქართუელები არავინ არიან --- რატომ ისინი არ ფიქრობენ თავიანთ სამშობლოსათვის“. ასევე ერთგან საბინინი სწერს: შევიტყვე, ჩემს მტრებს უთქვამთ, „თუ საბინინი აქ ჩამოვა, უთუოდ მოვკლამთ. თუ მომკლავენ, დიდ რამეს არ წაიღებენ? მე კი სასუფევლის მეკერძოეს გამხდიან“.
„ცხოვრება ჩემი ღვთისგან არის. ამის გამო კაცის არ მეშინია. რუსები ქართველების მხარე გიჭირავსო და ქართველები ვითარ რუსების აგენტი არისო“ და კიდევ ერთ წერილში არნიშნავს, რომ „მე ოცდაშვიდი წელი ვემსახურები საქართველოს და ბრწყინვალე კარიერა, რომელიც მეძლეოდა ხელში, ამას შევწირე და ამათა ყოველთათვის, გარდა უბედურობისა და შეურაცხმყოფობისა, არა რა მოვიღე...“

საბინინს, როგორც ხატმწერს ეკუთვნის არაერთი ხატი, მათ შორის ცნობილ „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა.

საბინინის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და დედათა მონასტრის დაარსება. ტაძრის სამრეკლოს დაედგა გუმბათი და მონასტერს დაუბრუნდა მისი კუთვნილი დიდძალი ნივთები, მათ შორის ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მონასტერთან დაარსა სახელსაქმო სკოლა სიღნაღის მკვიდრი ღარიბი ყმაწვილებისათვის.

საბინინმა დიდი შრომა გასწია გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისათვის. მონასტერში ჩაიტანა პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი.


1881 წელს საბინინის ინიციატივით, დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს უყურადღებოდ მიტოვებული დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. რის გამოც ის საზოგადოების ერთმა ნაწილმა გააკრიტიკა. საბინინმა მათ ღირსეულად უპასუხა: „ყველაზე უწინარეს მიიღეთ ჩემგან მცირე დარიგება და შეითვისეთ, რომ ვინც კი ვიცით რაოდენიმე ჯღაბნა, წარა-მარათ როდი უნდა დავიწყოთ მარჯვნივ და მარცხნივ ლაპარაკი... მაშ ისიც უნდა დაკარგულიყო (იგულისხმება დოდო გარეჯელის წმიდა ნაწილები), როგორც დაიკარდგენენ საფლავნი წმიდათა გარეჰსჯისა ლუკიანესი, პავლესი, თეოდოსესი, არსენისა იოანესი, შიო-ახლისა და სხვათა...“ ის შეახსენებს მათ ვინც აკრიტიკებს, რომ გარეჯის მონასტერში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი წიგნისა „ჯვარშემოსილი“, „ვითარცა მპარავმა, წარმოიღეთ სხვათა წიგნთა თანა უდაბნოთგან... და იარმუკებში ჰყიდით ხოლმე. ამის გამო არამც თუ საუკუნოდ დავკარგეთ წმიდა გარეჰსჯელთა საფლავნი, არამედ მათი ხსენებაცა... განა თვით წინამძღვრები არა ცდილობენ მონასტრების მოსპობასა?... ვინ გააუქმა წმიდა შიოს ლავრა? ვინ გააუქმა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერი? ვინა სპობს ქვათახევის მონასტერს?“

საბინინის დიდი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა სწორედ ისაა, რომ მან ყველა წამოწყებული საქმე, მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, გადასახლებისა თუ ფიზიკური შეურაცხყოფისა ბოლომდე მიიყვანა. „მე რაც შემეძლო - გავაკეთე, ვისაც შეგიძლიათ - უკეთესი გააკეთეთ... მე არავისგან მოველი არც სიყვარულს, არც სიხარულსა, არც პატივსა, არცა ტკბილობას... ყოველი ესე არის ჩემი იესო ქრისტე ღმერთი, რომელსა უნდა ვბაძავდეთ“.

მიხეილ საბინინი მოსკოვში 1900 წელს ფილტვების ანთებით ვარდობისთვის 10-ში გარდაიცვალა.

„დამმარხეთ საქართველოში“ --- ეს იყო ბერის ბოლო თხოვნა. დავით გარეჯას მიწას სურდა მიებარებინათ საქართველოს წინაშე ვალმოხდილი, უანგარო მოღვაწის დაღლილი სხეული. რაც არ შეუსრულეს.

დაკრძალეს წმინდა დანიელის მონასტერში.
დაიკარგა საფლავის კვალი…...............

(გამოყენებული მასალა ---- მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხე“, აკადემიკოსი როინ მეტრეველის გამოკვლევა საბინინის შესახებ, ჟურნალი „სამთავროს მაყვლოვანი“ (N 9/34 აგვისტო 2019 გვ.58-65), საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" სიუჟეტი საბინინის შესახებ და ვიკიპედია)



P.S აქვე აღვნიშნავ, რომ წარმოდგენილი მიხეილ (ბერი გობრონი) საბინინის ფოტო ქვეყნდება პირველად. გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს მისი არცერთი ფოტო, ამიერითგან იქნება შესაძლებელი მისი ნახვა. ფოტოს მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მცხეთის, სამთავროს, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს --- იღუმენია ქეთევანს (კოპალიანი). სწორედ იღუმენიას დიდი მონდომებით მოხდა აღნიშნული ფოტოს მოძიება...


ვარლამ ხათრიძე
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2582838688695610&id=100009085137857




საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.09.2020

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 01.05.2023



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ღთვისმსახური


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0