სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10635

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ნატანების ბრძოლა 1444 წელი ფრანგი მეზღვაურები და გურულები სოფ. ნატანები ოზურგეთი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ნატანების ბრძოლა 1444 წელი ფრანგი მეზღვაურები და გურულები სოფ. ნატანები ოზურგეთი

1444 წელს გურიელის გამგებლობაში მყოფ ბათუმის პორტთან გამოჩნდა ბურგუნდიელების ფლოტი ჟოფრუა დე ტუაზის სარდლობით ქალაქის გასაძარცვად, მაგრამ გურიელმა დაამარცხა ისინი და ბევრი მათგანი ჩაიგდო ტყვედ.

შეგვახსენა ლევან ვეშაპიძემ


XIII-XV საუკუნეებში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციისა და გენუის რესპუბლიკებთან. მათ ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი ფოთში, გონიოსა და გურიელის სარეზიდენციო პუნქტ ბათუმში. ეს ურთიერთობები დასტურდება 1290, 1386-87, 1464 წლებით დათარიღებულ საბუთებში. ქ. კაფის სანოტარო აქტებში აღნუსხული სავაჭრო გარიგებების თანახმად გენუელებს გურიაში ჩაჰქონდათ თევზიქსოვილიმარილი, ხელოვნური ნაწარმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ცვილსტილოსღომს, ხე-ტყეს.

გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია ლიხაური იყო. შემორჩენილია იოანე ვარდანისძის, მარუშიან ვარდანისძის სახელები. სახელი გურიელი პირველად XIII საუკუნეში ჩნდება. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ერისთავთ-ერისთავების ტიტულს ფლობდნენ. ვარდანისძეებმა გურია საერისთაოდ მიიღეს 1361 წლის შემდეგ, როცა აჯანყებულ სვანთა ერისთავს ბაგრატ V-მ სვანეთი ჩამოართვა და გურია უბოძა. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავი იყო დაახლოებით XIV საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა შემოქმედის ეპარქია.სავარაუდოდ მათვე დააარსეს ჯუმათის საეპისკოპოსო და ხინოწმინდის საეპისკოპოსო. გურიელების საგვარეულოს ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი, რომელიც იწოდებოდა ერისთავთერისთავად და 1483 წელს გარდაიცვალა.

გურიის სამთავროერისთავები და მთავრები; 

 

ერისთავები

 

კახაბერ I ვარდანისძესვანეთის ყოფილი ერისთავი - 1361-1372წწ.

კახაბერ II დადიანიგიორგი II დადიანის ვაჟი - 1372-1410წწ.

გიორგი I კახაბერის ძე - 1410-1430წწმამია I გიორგის ძე - 1430-1450წწ .

მამია II მამიას ძე - 1450-1462წწ.

კახაბერ III - 1462-1483 ლიპარიტ I დადიანის ვაჟი, 1479 წლიდან მთავარი

 

მთავრები

 

გიორგი II კახაბერის ძე - 1483-1512წწ.

მამია III გიორგის ძე - 1512-1534წწ .

როსტომი მამიას ძე - 1534-1564წწ.

გიორგი III როსტომის ძე - 1564-1582; 1587-1600წწ.

ვახტანგ I როსტომის ძე - 1582-1587წწ.

მამია IV გიორგი III-ის ძე - 1600-1625 წწ.

სიმონ I მამია IV -ის ძე - 1625-1626; 1658 წწ.

მალაქია I გიორგი III-ის ძე - 1626-1639 წწ.

ვახტანგ II გიორგი III-ის ძე - 1639-1641 წწ .

ქაიხოსრო I ვახტანგის I-ის ძე - 1641-1658წწ.

დემეტრე სიმონის ძე - 1658-1662წწ (ნაშვილები ნათესავი).

გიორგი IV ქაიხოსრო I-ის ძე - 1662-1684წწ.

მალაქია II ქაიხოსრო I-ის ძე - 1684-1685; 1689წწ.

ქაიხოსრო II გიორგი IV-ის ძე - 1685-1689წწ.

მამია V გიორგი IV-ის ძე - 1689-1711წწ.

გიორგი V მამია V-ის ძე - 1711-1712; 1714-1716; 1717-1726წწ .

ლევან მამია V-ის ძე - 1712-1714წწ.

ქაიხოსრო III მამია V-ის ძე - 1716-1717 წწ.

მამია VI გიორგი V-ის ძე - 1726-1756; 1756-1758; 1771-1776 წწ .

გიორგი VI გიორგი V-ის ძე - 1756-1758; 1765-1771; 1776-1788წწ.

სიმონ II გიორგი VI-ის ძე - 1788-1792 წწ.

ვახტანგ III გიორგი VI-ის ძე - 1792-1797წწქაიხოსრო რეგენტი,

გიორგი VI-ის ძე - 1797-1809წწ.

მამია VII სიმონ II-ის ძე - 1809-1826წწ.

დავით I მამია VII-ის ძე - 1826-1828წწრეგენტი დედა სოფიო წულუკიძერომლის დროსაც

1829 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I ბრძანებით სამთავრო გაუქმდა.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.09.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0