სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო თირის მონასტერი XIII საუკუნე  ცხინვალი სამაჩაბლო
ბმულის კოპირება



ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

თირის მონასტერი XIII საუკუნე ცხინვალი სამაჩაბლო

თირის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ზე, ისტორიულ შიდა ქართლში. კომპლექსის შენობათაგან ყველაზე ადრინდელია XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესია. თავდაპირველად გეგმით სწორკუთხა დარბაზული ტიპის ნაგებობა ყოფილა, სწორკუთხედშივე მოქცეული საკურთხეველის აფსიდით, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული კანკელი გამოყოფდა (კანკელმა ჩვენამდე პირველანდელი სახით ვერ მოაღწია, იგი ხელმეორედ უსისტემოდ არის აწყობილი ძველი ფრაგმენტებისაგან), საკურთხეველში შემორჩენილია XIV–XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. XV საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიას მიაშენეს კარიბჭე (ახლა დანგრეულია) და ეგეტერი. წარწერის მიხედვით, ჩრდილოეთ მინაშენი XV საუკუნის 80-იანი წლებისაა, ფასადები მდიდრულად არის გაფორმებული. აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადები დაგვირგვინებულია პროფილირებული, თავიდან ბოლომდე მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ასევე უხვად არის მოჩუქურთმებული კარ-სარკმელთა საპირეებიც. ეკლესიისავე თანადროულია სატრაპეზო, „საიკონომოსო“ (ნედლეულის საწყობი), კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და გალავნის ნაწილი. სამრეკლო XIV საუკუნის ბოლო მეოთხედს მიეკუთვნება. 1682 წელს ეკლესიას ჩრდილო-აღმოსავლეთით საძვალე მიაშენეს.

https://www.youtube.com/watch?v=MPcCPhPB7O8&t=323s&ab_channel=TVold



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0