სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1752 წელი თულქითეფეს ბრძოლა აზერბეიჯანთან ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე აზერბეიჯანი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

1752 წელი თულქითეფეს ბრძოლა აზერბეიჯანთან ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე აზერბეიჯანი

1752 წელს აჯი-ჩალაბმა განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.

ამავე წლის 5 სექტემბერს  სექტემბერში ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი - აღარ-ქიში სარდლობდა, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს.

აჯი-ჩალაბი ან ჰაჯი ჩელები ყურბან-ოღლუ (დ. 1703 — გ. 1755) — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, შაქის სახანოს დამაარსებელი და მისი პირველი დამოუკიდებელი ხანი (1747–1755). XVIII საუკუნის 40-იან წლებში ხელმძღვანელობდა ანტიირანულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. 50-იან წლებში დაიმორჩილა კაბალა და არეშის სასულთნო. იბრძოდა განჯისა და ყარაბახის სახანოებზე გასაბატონებლად. საქართველოსთან ურთიერთობაში თავდაპირველად ქართლ-კახეთის პოლიტიკურ უპირატესობას აღიარებდა. 1749-1750 წლებში მისი მოკავშირე იყო ყარაბახზე ლაშქრობაში. 1751 წელს მონაწილეობდა ქართლ-კახეთის ლაშქრობაში ჭარ-ბელაქნის უბატონო თემების დასამორჩილებლად, მაგრამ ჩათვალა, რომ ქართველთა გამარჯვება საფრთხეს შეუქმნიდა მისი სახანოს დამოუკიდებლობას და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა აგრის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ქართველთა დამარცხების შემდეგ აჯი ჩალაბმა დაიმორჩილა კაკის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ცდილობდა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მაჰმადიანური სახანოები და ფართო რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდა საქართველოს მაჰმადიანურ პროვინციების მისამხრობად.

1752 წელს განჯის ბრძოლაში აჯი ჩალაბმა დაამარცხა ქართლ-კახეთის ლაშქარი, დაიკავა განჯაყაზახი და ბორჩალო1755 წელს შირვანზე გაილაშქრა, მაგრამ შირვანისა და ყუბის გაერთიანებული ლაშქრის წინააღმდეგობას წააწყდა და დიდი დანაკარგით უკუიქცა. გარდაიცვალა იმავე წელს.

იასე მაჩაბელი, XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1752 ერეკლე II-მ ელჩად გაგზავნა ყაბარდოში სამხედრო დახმარების მიღების მიზნით. მაჩაბელის ელჩობის შედეგად ერეკლეს 1500 მებრძოლი გამოუგზავნეს. ამ რაზმთან ერთად ქართველებმა ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე განჯისა და შაქის სახანოთა ჯარი დაამარცხეს.

შაქ-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას ცდილობდა. მან შეძლო თეიმურაზ-ერეკლისთვის მაჰმადიანი ხანების დაპირისპირება. 1752 წელს აჯი-ჩალაბის ჯარმა განჯასთან მეფე თეიმურაზის და ერეკლეს ჯარი დაამარცხა. ამ წარმატებამ ხანი ძალზე გაათამამა. აჯი-ჩალაბი და მისი მოკავშირეები ქართლის და კახეთის წინააღმდეგ ერთიანად დაიძრნენ. კახეთში შემოიჭრა ლეკთა ბრბოები. ერეკლემ და თეიმურაზმა ენერგიული ღონისძიებები გაატარეს. მოსახლეობა ციხეებში და მიუვალ ადგილებში გახიზნეს, ომში ქუდზე კაცი გაიწვიეს. ჯარის დასაქირავებლად სახსრები არ კმაროდა, მაგრამ მოიძებნა გამოსავალი. მათ სამეფო საგანძურიდან გამოიტანეს ოქროს და ვერცხლის ნივთები, ეს ნივთები გადასცეს ზარაფხანას, რომლისგანაც მოჭრეს ფული, ეს გამოყენებული იქნა ჩრდილო კავკასიელების დასაქირავებლად. ამ საქმის შესრულება ერეკლემ იკისრა, ის გაემგზავრა დარიალისკენ სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩერქეზებთან, მათგან ერეკლემ სერიოზული დახმარება მიიღო. ქართლიდან რუსეთში გაიგზავნა ელჩობა, ელჩებმა საიმპერატორო კარს ამცნობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს. ამ ელჩობამ ვერც ამჯერად გამოიღო შედეგი. ქართველების ასეთმა ენერგიულმა მოქმედებებმა მტრები შეაშინა და საქართველოს დაპყრობაზე ხელი აიღეს. უკან გაბრუნებულ აჯი-ჩალაბის ჯარებს ერეკლე ყაზახ-შამშადილოს საზღვართან მიეწია და სასტიკად დაამარცხა, ეს მოხდა 1752 წლის 5 სექტემბერს. ამ გამარჯვებით ერეკლემ ქვეყანას ააცილა ის დიდი საფრთხე, რასაც აჯი-ჩალაბი უქადდა, ამ ბრძოლის შემდეგ დაიშალა მაჰმადიანთა კოალიცია, რომელიც ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ერევნის, განჯის და სხვა ქვეყნების ხანები კვლავ მორჩილების გზას დაადგნენ. სანამ ქართველები ამ ბრძოლას მოიგებდნენ, ქართველების წინააღმდეგ კვლავ დაიძრა აზატ-ხანი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან შეიტყო ქართველების გამარჯვება ქართლ-კახეთის მეფეებს ზავი შესთავაზა. ამ პერიოდში თეიმურაზისთვის და ერეკლესთვის ზავი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ხმა ერეკლეს სამხედრო ქველობის შესახებ საზღვარ გარეთაც გავრცელდა. ამ პერიოდში ევროპულ პრესაში იბეჭდებოდა ერეკლესა და თეიმურაზის შესახებ.

ლეკებისაგან თავის დასაცავად საჭირო იყო დაღესტნიდან მომავალი გზების და ბილიკების გამაგრება, აგრეთვე ქართული სანაპირო ციხეების ჯარის სისტემატიური დგომა და თავდასხმის შემთხვევაში მათი მოგერიება. ლეკებს ჰქონდათ სპეციალური ტაქტიკა შემუშავებული, ისინი დიდი ჯარით იშვიათად შემოდიოდნენ. ისინი მცირე ბრბოებით თავს ესხმოდნენ მშვიდობიან სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, მათ გათავისუფლებისთვის კი დიდ გადასახადებს ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მოტაცებულებს ვერ გამოისყიდნენ, მაშინ ლეკები ქართველებს ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე ჰყიდნენ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0