სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1760 წელი 50 ბრძოლა ყარაბახი, განჯა, ერევანი შინდისი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

1760 წელი 50 ბრძოლა ყარაბახი, განჯა, ერევანი შინდისი

1760 წელს ერეკლემ დაამარცხა ყარაბახის ხანი.

ამავე წელს ერეკლემ მოაწყო დიდი ლაშქრობა განჯაში, შემდგომ ლაშქრობა ერევანში, შემდგომ კი გადაიტანა დიდი ბრძოლა შინდისთან დაღესტნელების ლაშქრის წინააღმდეგ.

1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა. შედარებით მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი არ ისვენებდა. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს "აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა. 1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნებით რუსეთში წავიდა, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა. 

მთელი 1760 წლის განმავლობაში ჩრდილო კავკასიელი დაღესტნელები ძალიან გააქტიურდნენ და მეფე განუწყვეტელ, თითქმის არა უკვე ყოველთვიურ ან ყოველკვირეულ, არამედ ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდა. თავდასხმები ეწყობოდა ქართლში, ქიზიყში, კუმისის და ბოლნისის მიდამოებში. მტრის ძალების მოწოლა იმდენად დიდი იყო, რომ მთელი სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა ადგილობრივი მოსახლეობისგან. თბილისის გარშემო მდებარე უამრავ დასახლებასაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული უკან იხევდა. ერეკლეს მთელი ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი იარაღში ჰყავდა ჩასმული და ყოველწუთიერად მზად ქუდზე კაცის გამოსაყვანად. ამ პერიოდიდან მას კავკასიაში, მცირე აზიაში და ირანში "გურჯისტანის აშვებული ლომის" სახელით იხსენიებდნენ. მარტო ამ წელს მან გადაიტანა მინიმუმ 50 დიდი და მცირე ბრძოლა.


თეიმურაზ II (დ. 1700თბილისი — გ. 8 იანვარი 1762სანქტ-პეტერბურგი) — კახეთის გამგებელი 1709-1715, მეფე 1733-1744ქართლის მეფე 1744-1762. პოეტი.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0