სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10489

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1779-1780 წლებში ერევნის ხანი, დუშეთი, ქიზიყი, ცხინვალი.
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

1779-1780 წლებში ერევნის ხანი, დუშეთი, ქიზიყი, ცხინვალი.

1779-1780 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლები ერევნის ხანთან. ამავე წელს ლეკების დიდი ლაშქარი თავს დაესხა თუშეთს, თავდასხმები ასევე მიმდინარეობდა ქიზიყში და ცხინვალში.

ერევნის ხანი უსეინ ალი ხანი

ერევნის სახანო1604 წელს დააარსა აბას I-მა აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე, ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ. სახანოში მთელი ადმინისტრაციული და სამხედრო ხელისუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს (მხედაერთმთავარს) ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ხელმწიფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ერევნის სახანო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად — მაჰალებად იყოფოდა, XIX საუკუნის დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები ან ბეგები ეწოდებოდა. ნაიბებს ხშირად გამაჰმადიანებული სომხებისა და ქართველების წრიდან ნიშნავდნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც ყოფილან. მაგ., გარკვეულ დროს ერევნის ხანი იყო კონსტანტინე კახთა მეფე (იგივე მაჰმად ყული-ხანი). ერევნის სახანოს პირველი მმართველი (ბეგლარბეგი) იყო აბას I-ის სახელგანთქმული მხედართმთავარი ამირგუნა-ხანი (1604-1622), რომელმაც სახანოს გასაძლიერებლად უკან დააბრუნა XVII საუკუნის დასაწყისში ირანში გადასახლებულ სომეხთა ნაწილი.

ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ცალკეულმა სახანოებმა, მათ შორის ერევნის სახანომაც, ნახევრადდამოუკიდებლობა მოიპოვა. XVIII საუკუნის II ნახევარში გაძლიერებულმა ქართლ-კახეთმა ერევნის სახანო თავის ვასალად აქცია.

XVIII საუკუნის დასაწყისში ერევნის სახანოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში სომხებს მხარს უჭერდა ქართლის მეფე ვახტანგ VI და განჯის მოსახლეობა. რუსეთ-ირანის ომების დროს (1804-1813, 1826-1828) ერევნის სახანოში ფართოდ გაიშალა სახალხო მოძრაობა რუსეთთან შეერთებისათვის, რასაც თავის მხრივ ბიძგს აძლევდა უკვე რუსეთის ფარგლებში მყოფი საქართველოც.

1828 წლის 10 თებერვალს ერევანის და ნახიჩევანის სახანოები დაიშალა და 1828 წლის 21 მარტს მათი ტერიტორიების გაერთიანებით შეიქმნა სომხეთის ოლქი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0