სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1778 წელს განჯის მმართველი ფათ-ალი-ხანი.
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

1778 წელს განჯის მმართველი ფათ-ალი-ხანი.

1778 წელს ერეკლემ დაამარცხა განჯის მმართველი ფათ-ალი-ხანი.

განჯის სახანო — აზერბაიჯანული ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფო (1747-1805). წარმოიქმნა ირანელი და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლის პერიოდში. განჯის სახანოს პირველი გამგებელი შაჰვერდი-ხანი ზიად-ოღლუს დინასტიიდან იყო. ადრე ამ დინასტიის წარმომადგენლებს განჯის ბეგლარბეგის თანამდებობა ეკავათ. განჯის სახანო მდებარეობდა მდინარე მტკვრის ყელზე, მისი ცენტრი იყო ციხე-ქალაქი განჯა, რომელზედაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა თბილის-განჯა-თავრიზი. განჯის სახანო გამუდმებით ირან-ოსმალეთის ექსპანსიის ობიექტი იყო. სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა, ერთი მხრივ, ირან-ოსმალეთის ორიენტაციისა და, მეორე მხრივ, რუსეთთან შეერთების მომხრეთა შორის. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II ცდილობდა განჯის სახანო თავისი პოლიტიკური გავლენისათვის დაემორჩილებინა, რასაც მიაღწია კიდეც XVIII საუკუნის შუა ხანებში. 1795 წელს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე თავდასხმის დროს განჯის სახანოს მმართველი ჯავად-ხანი მომხვდურთ მიემხრო. 1796 წლის აპრილში ქართლ-კახეთის ლაშქარი ერეკლე II-ის სარდლობით გარს შემოერტყა განჯას. ხანი იძულებული გახდა ხარკი ეკისრა და ქართველი ტყვეები გაეთავისუფლებინა. 1796 წელს განჯა აიღო რუსეთის ჯარმა გენერალ ვ. ზუბოვის სარდლობით, ჯავად-ხანმა აღაიარა ქვეშევრდომობა, მაგრამ რუსეთის ჯარის წასვლის შემდეგ (1797) უარყო იგი. პავლე ციციანოვის სარდლობით იერიშით აიღო განჯა. ჯავად-ხანი ბრძოლაში დაიღუპა. განჯის სახანო გაუქმდა და მისი ტერიტორია რუსეთმა მიიერთა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0