სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1770 წელი 2 ივლისი ბაღდადის, ცუცხვათის, შორაპნის ციხეები ოსმალეთი საქართველო რუსეთი ერთობლივი ბაღდათი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ბაღდათი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

75       ბეჭდვა

1770 წელი 2 ივლისი ბაღდადის, ცუცხვათის, შორაპნის ციხეები ოსმალეთი საქართველო რუსეთი ერთობლივი ბაღდათი

1770 წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათისშორაპნისა და ბაღდათის (2 ივლისს) ციხეები აიღეს, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

ცუცხვათის ციხე — შუა საუკუნის ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთშიოკრიბაში, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების ცუცხვათისა და ოხომირის ახლოს, შემორჩენილია ნანგრევების სახით.

ცუცხვათის ციხე აკონტროლებდა ქუთაისიდან აღმოსავლეთ საქართველოსაკენ და ოკრიბის გავლით რაჭისაკენ მიმავალ გზებს. გვიანდელი შუა საუკუნეებში ცუცხვათის ციხე იმერეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო. 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს და იქ თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1770 წელს მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა. 1810 წელს იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ დაანგრიეს.

შორაპნის ციხე — ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

ბაღდათის ციხეთხმელის ციხე — ციხესიმაგრე ისტორიულ დასავლეთ საქართველოში, იმერეთში (ბაღდათის ტერიტორია), მდინარე ხანისწყლის ნაპირას. ვახუშტი ბატონიშვილის და თურქი ისტორიკოსის მეჰმედ რაშიდის ცნობით ბაღდათის ციხე ააგეს ოსმალებმა და შიგ თავიანთი მეციხოვნე ჩააყენეს (1703 წ.). ბაღდათის ციხე თავდაპირველად თხმელისაგან იყო აგებული და თხმელის ციხესაც ეძახდნენ. მოგვიანებით თურქებმა აქ ქვის ციხეც ააშენეს. 1703-1770 წლებში ბაღდათის ციხე იმერეთის ერთი იმ ოთხ ციხეთაგანი იყო, სადაც თურქთა გარნიზონი იდგა და ამოწმებდა იმერეთიდან მესხეთში მიმავალ გზას. დასავლეთ საქართველოს 1737 წლის რუკის მიხედვით, ბაღდათის ციხის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული, 1770 წლის 2 ივლისს ბაღდათის ციხეს ალყა შემოარტყა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ჯარმა და გენერალ ტოტლებენის ხელქვეით მყოფმა რუსთა ჯარმა. ციხის გარნიზონმა იმერეთის დედოფალ მარიამს მიმართა, მისგან უვნებლობის ფიცი მიიღო და ციხეც მას ჩააბარა. დღეისათვის ბაღდათის ციხის მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი.


გოტლიბ კურტ გენრიხ ფონ ტოტლებენი. Готтлоб Курт Генрих фон Тотлебен, Владетель Тоттлебена, Цайпау и Хаусдорфа в Заганшен — (также Тоттлебен, Тодлебен, также Готлиб-Генрихнем. Gottlob Curt Heinrich Graf von Tottleben, Herr auf Tottleben, Zeippau und Hausdorf im Saganschen21 декабря 1715, родовое имение Тотлебен неподалёку от Бад Лангензальца в Тюрингии — 20 марта 1773Варшава) — саксонский авантюрист и русский генерал, прославившийся занятием Берлина в октябре 1760 года; герой популярных в Западной Европе конца XVIII — начала XIX столетия литературных произведений, содержавших элементы авантюрного или плутовского романа, во многом типичный представитель своего времени, «золотого века авантюристов».




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.09.2020
ბოლო რედაქტირება 22.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0