სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ზვიად გოგოჭური  დ.1986წ.  პარაოლიმპიური ჩემპიონი ძიუდო ახმეტა კახეთი

მაქს.წარმატება 30 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი გოგოჭური სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ზვიად გოგოჭური დ.1986წ. პარაოლიმპიური ჩემპიონი ძიუდო ახმეტა კახეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
11
0
3

ზვიად გოგოჭური (დ. 30 ოქტომბერი1986ახმეტასაქართველოს სსრსსრკ) — ქართველი პარაოლიმპიელი სპორტსმენი, ძიუდოისტი.

ევროპის ჩემპიონატისა და IBSA-ს მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული 90 კგ. წონით კატეგორიაში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი. მოგებული აქვს სხვა საერთაშორისო ტურნირები. ორგზის ვერცხლისა (20122015) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2008, 2013, 2014). მსოფლიოს თასის გამარჯვებული 2011 წელსა და ვერცხლის პრიზიორი 2009 წელს. მსოფლიოს ჩემპიონი პარაძიუდოისტთა შორის 2018 წელს. საქართველოს ჩემპიონი (2012, -90კგ). ტრენერი ზეზვა შათირიშვილი


საქართველოს ჩემპიონი (2012 (ზაფხ)-90კგ),  ორგზის ვერცხლისა (2012,2015-90კგ) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2008.2013,2014-90კგ)

მსოფლიოს თასის გამარჯვებული (2011-90კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2009-90კგ)

ევროპის თასის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2010,2016-90კგ)

მსოფლიოს ჩემპიონი  პარაძიუდოისტთა შორის (2018-100 კგ)



მესამე ადგილი(90კგ)

ძიუდო - გრანდ სლემი ბაქო 2013, ბაქო, აზერბაიჯანი

მესამე ადგილი(90კგ)

ძიუდო - გრან პრი დიუსელდორფი 2013, დიუსელდორფი, გერმანია

პირველი ადგილი(90კგ)

ძიუდო - გრან პრი თბილისი 2014, თბილისი, საქართველო

მესამე ადგილი(90კგ)

ძიუდო - გრან პრი დიუსელდორფი 2014, დიუსელდორფი, გერმანია

პირველი ადგილი(90კგ)

ძიუდო- ევროპის თასი 2014, ობერვარტი, ავსტრია

პირველი ადგილი(90კგ)

პარაძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2015, პორტუგალია

პირველი ადგილი(90კგ)

პარასპორტი - მსოფლიო თამაშები 2015, კორეა

პირველი ადგილი(100კგ)

პარა ძიუდო - მსოფლიო თასი 2018, ატარაუ, ყაზახეთი

პირველი ადგილი(100კგ)

პარა ძიუდო - მსოფლიო თასი 2018, ანტალია, თურქეთი

პირველი ადგილი(100კგ)

პარა ძიუდო - გრან პრი ინდიანა 2019, ფორტ ვეინი, ა.შ.შ.

პირველი ადგილი(100კგ)

პარა ძიუდო - მსოფლიო თასი 2019, ყაზახეთი

პირველი ადგილი(-90 კგ)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2014, მონპელიე, საფრანგეთი

პირველი ადგილი(-90 კგ)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2013, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი(-90 კგ)

პარალიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიადაზე საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარადგინა. მათ შორის იყო ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და საქართველოს ოქროს მედალი ჩამოუტანა.

https://sputnik-georgia.com/interview/20161005/233386792/zviad-gogchuri-adamianis-usazgvro-shesazleblobebi-da-pirveli-qartveli-paralimpiuri-chempioni.html


ნოდარ მაისურაძე


როდესაც სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებში იმარჯვებს, მყის ერის გმირი ხდება, იმიტომ რომ საკუთარ სამშობლოს უთქვამს სახელს, მის დროშასა და ჰიმნს მსოფლიოს აცნობს. მერე მათზე მომავალი თაობები სწორდებიან, მაგალითს იღებენ, ბაძავენ…


ხოლო თუ სპორტსმენი პარალიმპიელია, ის ისედაც გმირია — მედლებისა და რეგალიების გარეშეც. მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობს — სულ ერთია, რა დონისა და მასშტაბისა — უკვე კმარა საიმისოდ, რომ უკიდეგანო პატივისცემა დაიმსახუროს. ასეთების სულიერი ძალა თუ ნებისყოფა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება.


„Sputnik-საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე პარალიმპიადის ქართველ ჩემპიონთან ზვიად გოგოჭურთან ინტერვიუს გთავაზობთ.


– ეს ჯილდო თქვენთვის მხოლოდ ოქროს მედალი არ არის, არა?


— რა თქმა უნდა. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მედალი. გარდა იმისა, რომ პარალიმპიადა ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში, როცა შენი ქვეყნის დროშა ყველა სხვა დროშაზე მაღლა ფრიალებს და ეროვნული ჰიმნი ისმის, უკვე ვერ იქნება უბრალოდ ოქროს მედალი.


– რიოს პარალიმპიადა თქვენთვის პირველი იყო?

— კი, პირველი იყო.


– რა იყო ყველაზე რთული თქვენთვის: ფსიქოლოგიური, ემოციური თუ სპორტული შემადგენელი?


— ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი, მით უმეტეს, რომ ოქროსთვის უნდა მებრძოლა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი დავძლიე და ჩემპიონი გავხდი.


– ანუ, ოლიმპიადის ოქრო სხვა დონის გამარჯვებაა? იმიტომ რომ მანამდე სხვა მსხვილ სპორტულ ტურნირებშიც მიგიღიათ მონაწილეობა და გამარჯვებებიც მოგიპოვებიათ.


— კი, ევროპის ჩემპიონატშიც მომიპოვებია გამარჯვება და მსოფლიოსაშიც. მაგრამ ოლიმპიადა განსაკუთრებული რამაა, ამაზე დიდი მიღწევა არ არსებობს. ეს ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა, ძნელია სიტყვით გადმოსცე ის შეგრძნებები, რომლებიც თამაშებში გამარჯვების შემდეგ გეუფლება.


– როგორც ვიცი, ჩვეულებრივ შეჯიბრებებშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული…


— დიახ, ასეთ შეჯიბრებებშიც მიმიღია მონაწილეობა და თბილისის გრან-პრიც მაქვს აღებული და ევროპის თასიც ავსტრიაში. თუმცა მხედველობის პრობლემა უკვე მქონდა. როდესაც  პარალიმპიადაში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. თუმცა ძველებურად საქართველოს ძირითად ნაკრებში ვირიცხები. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ აქაც ვარ და იქაც.


– საერთოდ, რამდენადაა განვითარებული პარალიმპიური სპორტი საქართველოში?


— ახლა მკვდარი წერტილიდან ცოტ-ცოტა ძვრები უკვე არის. საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. ძიუდოში საქართველოს მხოლოდ მე წარმოვადგენ და ეს ასე არ უნდა იყოს. რიოში მხოლოდ ხუთი პარასპორტსმენი გამოვდიოდით საქართველოს სახელით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი სპორტსმენი გვყავდეს და მეტი ლიცენზიაც გვქონდეს.


– განსხვავდება თუ არა პარალიმპიელის მოტივაცია სხვა სპორტსმენების მოტივაციისგან?


— ჩემი აზრით, არანაირი სხვაობა მოტივაციებში არ არის. ყველას ერთნაირად სურს გამარჯვება და ეს სავსებით ბუნებრივია.


– შეიძლება თუ არა ერთმანეთს შევადაროთ სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების ფიზიკური დატვირთვა?


— უფრო არა. იმიტომ რომ ჯანმრთელი სპორტსმენების მომზადების პროცესი, პრაქტიკულად, ერთნაირია, მხოლოდ მცირე ნიუანსებით თუ განსხვავდება. პარასპორტსმენებში კი ყველაფერი ბევრად მეტად ინდივიდუალური ხასიათისაა.


– სად და რა სიხშირით ვარჯიშობთ?


— თბილისში, როგორც წესი, ყოველდღე, როგორც ძირითად ნაკრებთან ერთად, ისე ცალკე — პარალიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.


– რამე გაქვთ უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი, თუ ჯერ ისვენებთ?


— ჯერ ვისვენებ, მერე კი ჩვეულ კალაპოტში ჩავდგები. მალე საქართველოს ჩემპიონატი იქნება, მერე კლუბური შეჯიბრებები დაიწყება, მოგვიანებით კი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები.


– რიოში მყოფებს არ ვგულისხმობ, ვინ მოგილოცათ პირველმა პარალიმპიური ოქრო? ვინ დაგირეკათ პირველმა?


— სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ მაკა ჩიჩუამ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც კი გავიმარჯვე მაშინვე დამირეკეს და მომილოცეს.


– როცა თქვენი ფინალური ორთაბრძოლის კადრებს ვუყურე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს პირველ წამებში ვერც კი მიხვდით, რომ ჩემპიონი გახდით.


— იცით, არ მჩვევია ემოციების ფრქვევა — მშვიდად შევხვდი წარმატებას.


– რატომ მაინცდამაინც ძიუდო?


— ძიუდოზე პირველად ახმეტაში დავიწყე სიარული. ბიძაჩემს უყვარდა ძალიან და იმან მიმიყვანა. თანაც მაშინ ახმეტაში ძიუდოს მეტი არც არაფერი იყო და მეც სხვა ახმეტელებივით ამ სახეობაში დავიწყე ვარჯიში. მწვრთნელები ძალიან მეხმარებოდნენ და ცოტა ხანში თბილისში გადმოვედი. მერე საქართველოს ნაკრებში მოვხვდი, მერე კი იქ, სადაც ახლა ვარ.


– პირადი მწვრთნელი გყავთ?


— კი, ტარიელ შათირიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ახმეტიდან მწვრთნის, და თემურ ყურაშვილი.


– სამი სიტყვით დაახასიათეთ ზვიად გოგოჭური.


— არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მოდი, ეს სხვებმა გააკეთონ (იცინის).


– ტოკიოს ოლიმპიადისთვის ხომ არ ემზადებით?


— თუ იმ დროსათვის ხელს არაფერი შემიშლის, რატომაც არა, იაპონიისთვისაც მოვემზადები.


– წეღან თქვით, რომ საქართველოში პარალიმპიური სპორტის განვითარებისთვის უნდა ვიზრუნოთ. აქტიურ კარიერას რომ დაასრულებთ, ამ კუთხით ხომ არ აპირებთ ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას?


— ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, დიდი შანსია, ასეც მოვიქცე. ახლა 30 წლისა ვარ და ჯერ მთლიანად აქტიურ სპორტზე ვარ კონცენტრირებული. აი მომავალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.09.2020
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16