სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
 გივი ახვლედიანი 1918-2003წწ მსოფლიო ჩემპიონი ფრენბურთი  დაბ. ქუთაისი

1918-2003 წწ. გარდ. 85 წლის

მაქს.წარმატება 34 წლის

ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი ახვლედიანი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

230       ბეჭდვა

გივი ახვლედიანი 1918-2003წწ მსოფლიო ჩემპიონი ფრენბურთი დაბ. ქუთაისი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
2
0
0

გივი ახვლედიანი (დ. 17 ივლისი, 1918, ქუთაისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 29 აგვისტო, 2003, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი ფრენბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის „ნაუკასა“ და „ლოკომოტივში“, მოსკოვის ცსკა-ში (1952–1955) და სსრკ ნაკრებში (1951–1952). 1960–70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის „დინამოს“ ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.


სამხედრო კარიერა 1941-1945 წლის ომის მონაწილე

თამაშობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში (1946–1948), თბილისის "მეცნიერებასა" (1949–1950), თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სპორტულ კლუბში(1951, 1953–1955), სამხედრო–საჰაერო ძალების კლუბში (1952), "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52).  იყო სსრკ ვაჟთა (1957–1966) და ქალთა (1967–1976) ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 62) და "დინამომ"(1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში(აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ფრენბურთელი, მწვრთნელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    1952 - მსოფლიოს ჩემპიონი

    1951 - ევროპის ჩემპიონი

    სსრკ დამსახურებული მწვრთნელი

    სსრკ ოთხგზის ჩემპიონი(1952-55)

    სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი


    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.10.2020
    ბოლო რედაქტირება 29.01.2022
    სულ რედაქტირებულია 1





    საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

    2 0

    გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

    1 0


    დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

    1 0


    ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

    3 0

    41 0 1


    გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

    5 0

    27 10 10


    ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

    6 0

    22 15 16