სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1191-93 შიდა ომი  თამარ მეფე და პიველი მეუღლე იური
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

93       ბეჭდვა

1191-93 შიდა ომი თამარ მეფე და პიველი მეუღლე იური

1191 წელს თამარ მეფის (თამარითამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი) პირველმა მეუღლე იურიმ(იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკი, (გიორგი რუსი), საქართველოს მეფის თამარის პირველი ქმარი, ნოვგოროდის მთავარი 1172-1175, სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი.), რომელიც დარბაზით გადაწყვეტილებით გაძევებულ იქნა საქართველოდან ქორწინება 1186 წელს

1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას დამარცხდა.

იური ანდრიას ძის აჯანყება 1191 − აჯანყება, რომელიც ფორმალურად მიზნად ისახავდა იური ანდრიას ძის უფლებების აღდგენას საქართველოში, ფაქტობრივად კი ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს შერყევასა და მსხვილ ფეოდალთა გარკვეული ჯგუფის უფლებათა გაფართოებას, ამავე დროს იურის განდევნით დაზარებულ მოქალაქეთა ზედაფენის გავლენის აღდგენას სამეფო ხელისუფლებაზე.

აჯანყებაში, როგორც ჩანს, თითქმის მთელი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს საკმაო ნაწილი იყო ჩაბმული. აჯანყებულთა რიგებში იყვნენ: მსახურთუხუცესი ვარდან დადიანიკლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი და სხვა. აჯანყებულებმა მოიწვიეს იური ანდრიას ძე და გეგუთში მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფემ სცადა მოწინააღმდეგეებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, მაგრამ დაზავება ვერ მოახერხა. მეამბოხეთა ერთმა ნაწილმა გადალახა ლიხის მთა, ააოხრა ქართლი და ნაჭარმაგევამდე მივიდა. მეორე ნაწილმა გადაიარა რკინისჯვარი, აიღო ციხისჯვარი, დაწვა ქალაქი ოძრხე. საქართველოს სამეფო კარმა შეკრიბა ლაშქარი, რომელიც ამირსპასალარ გამრეკელ თორელის მეთაურობით აჯანყებულმა მეორე ნაწილს შეებრძოლა. მეამბოხეებმა უკან დაიხიეს. სამეფო ლაშქარი დაედევნა მტერს. თმოგვსა და ერუშეთს შუა გაიმართა დიდი ბრძოლა, რომელიც თამარის მოლაშქრეთა გამარჯვებით დამთავრდა. გაიგეს თუ არა ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა თანაზრახველთა დამარცხება ჯავახეთში, თვითონაც გაიქცნენ. დამარცხებულ მეამბოხეთა ხელმძღვანელები ლიხთიმერეთიდან მორჩილებით გადმოვიდნენ და თან უფლისწული იურიც გადმოიყვანეს. თამარის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ. არც ამბოხების სხვა თავკაცები დაუსჯიათ მკაცრად, თუმცა თანამდებობები კი ჩამოურთმევიათ. მეფის ერთგულები სათანადოდ იქნენ დაჯილდოებულნი და „შეწყალებულნი“. იური ანდრის ძემ ერთხელ კიდევ სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოიჭრა საქართველოში და დაარბია კამბეჩოვანი, მაგრამ მწარე დამარცხება იგემა საღირ მახატლისძის მიერ და სამუდამოდ გადაიხვეწა.

იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკი, (გიორგი რუსი), საქართველოს მეფის თამარის პირველი ქმარი, ნოვგოროდის მთავარი 1172-1175, სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი.

ბოიართაგან ანდრია ბოგოლიუბსკის მოკვლის (1174) შემდეგ იური ანდრიას ძე ნოვგოროდიდან გააძევეს (1175). ნოვგოროდის მატიანე 1175 მერე მას აღარ იხსენიებს. იპატის ნუსხის მიხედვით კი იური ანდრიას ძე ამის შემდეგ ქ. ვლადიმირშია, სადაც მონაწილეობდა სამთავროს ტახტის დაუფლებისათვის ატეხილ დავაში. 1176-1177 ანდრია ბოგოლიუბსკის ძმამ ვსევოლოდმა (ქართული წყაროებით სალავათი) მთლიანად დაიპყრო ანდრიას სამფლობელო და ძმისშვილიც გააძევა იქიდან. ამის შემდეგ უფლისწული ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩნდა და შემდგომში მისი ბედი რუსი ისტორიკოსებისათვის ქართული წყაროებიდან გახდა ცნობილი. 1186 იური ანდრიას ძე აბულასანის წინადადების საფუძველზე საქართველოს სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით საქართველოში მოიწვიეს თამარის თანამეცხედრედ. იური ანდრიას ძე საქართველოში ჩამოსვლის უმალ ფეოდალური შინაკლასობრივი ბრძოლების ქარცეცხლში მოექცა. ჩანს, იგი აბულასანის დასს უჭერდა მხარს. იური ანდრიას ძის, როგორც მეფე-ქმარს, ფუნქცია მკვეთრად იყო განსაზღვრული და ძირითადად ლაშქრის მეთაურობით ამოიწურებოდა. თამარის ისტორიკოსების მიხედვით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო იგი ჩამოაშორეს თამარს და საქართველოდან გააძევეს (1187-1188). იური ანდრიას ძემ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. როგორც ჩანს, მასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რომელთა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ (იური ანდრიას ძის აჯანყება 1191). თავისი უფლებების აღსადგენად მებრძოლი უფლისწული დაამარცხა თამარის ლაშქარმა.

საქართველოს მეფის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ. იგი, როგორც ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, კვლავ ბიზანტიაში უნდა წასულიყო. იური ანდრიას ძემ მეორედაც სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოვიდა საქართველოში, დაარბია კამბეჩიანის მხარე და ტყვე და ნადავლიც "აიღო". მას მცირე ლაშქრით დაედევნა ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლის ძე, შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც. იური ანდრიას ძე გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად გაიქცა და "გარდაიხუეწა".


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0