სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1314 წელი გიორგი ბრწყინვალე მეორედ ტახტზე მეგობრობა უზბეკ ხანი მიერ ოლჯაითუ ხანთან
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

1314 წელი გიორგი ბრწყინვალე მეორედ ტახტზე მეგობრობა უზბეკ ხანი მიერ ოლჯაითუ ხანთან

1314 - გიორგი ბრწყინვალის ტახტზე მეორედ ასვლა.

*უზბეკ ხანი მიერ ოლჯაითუ ხანთან მეგობრობისა და შერიგების მიზნით ელჩების გაგზვანა. 

1314 წლიდან გიორგი V (ბრწყინვალე) ტახტზე მეორედ ავიდა (Lang, 1955:75). ამ

დროს ანატოლიაში ყარამანოღლუთა აჯანყებამ იჩინა თავი. ილხანთა სახელმწიფო

არღუნ ხანის შემდეგ ნელ–ნელა სუსტდებოდა და პირვანდელ ძალას კარგავდა.

ყარამანოღულები კონიაში მოვიდნენ და დაპყრეს კიდეც. ოლჯაითუ ხანმა ამირა ჩობანი

და გიორგი V ქართულ ლაშქართან ერთად ანატოლიაში გაგზავნა. ამ დროს ქართველებს

შორის ილხანთა რიგებში ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება ჩამოვარდა.

ანატოლიაში აჯანყებების ჩასახშობად მისულ ქართველთა ლაშქარში არ მონაწილეობდ-

137

ნენ ისეთი მნიშვნელოვანი მეთაურები, როგორებიც არიან შაჰინშაჰი და ზაქარია. ისინი

თბილისში დარჩნენ. გიორგის მეთაურობით ქართველთა ძალებმა და ამირა ჩობანმა

აჯანყება ჩაახშვეს და ერთი წლის შემდეგ ანატოლიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

(K.TS., 2014:394).

ქაშანი თავის ,,ოლჯაითუს ისტორიაში“ უზბეკ ხანის ტახტზე ასვლას სხვაგვარად

გადმოგვცემს. მისი თქმით, თოხთა ხანის ვაჟი ცოცხალი იყო და უზბეკ ხანს ტახტი არ

ეკუთვნოდა. ყუთლუქ თემური კი, უზბეკ ხანს კი არა თოხთას ვაჟს ეხმარებოდა. მაგრამ,

უზბეკმა რომ გაიგო თოხთა ხანის გარდაცვალების შესახებ, სარაიში მივიდა. ოქროს

ურდოს სახელმწიფოს წარჩინებულები უზბეკის ტახტზე ასვლის წინააღმდეგი იყვნენ,

რადგან უზბეკს მათი გამუსლიმება ჰქონდა განზრახული. 1312 წელს უზბეკ ხანი ტახტზე

ავიდა და ამბის შესატყობინებლად ქვეყნებში ელჩები გააგზავნა. ამ დროს ჩაღათაის

სახანოში ესენ-ბუკასა და ოლჯაითუ ხანს შორის მტრობა ჩამოვარდა. ესენ ბუკამ უზბეკ

ხანთან მოლაპარაკებას ცდილობდა და მას ოლჯაითუ ხანის წინააღმდეგ აქეზებდა.

მაგრამ უზბეკ ხანს მასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ამირამ ურჩია, რომ ოლჯაითუ

ხანთან ბრძოლა მცდარი გადაწყვეტილება იქნებოდა და ესენ ბუკასგან თავი შორს უნდა

დაეჭირა. უზბეკ ხანმა ეს რჩევა მოიწონა და ოლჯაითუ ხანთან ელჩები გაგზავნა.

ელჩობა, რომელსაც ამირა ყივჩაღიაი მეთაურობდა, 55 ჯორით დარუბანდიდან

საქართველოს გავლით 1312 წლის 13 ოქტომბერს სულთანიეში ჩავიდა და ოლჯაითუ

ხანს ეახლა. ყივჩაღიაიმ უზბეკის დანაბარები გადასცა: „ჩვენს შორის მეგობრობის

პირობები არსებობს. ჯარი თუ დაგჭირდება, გამოგიგზავნი რამდენსაც მეტყვი. მაგრამ,

ირანის ქვეყანაში, ქალაქებსა და მხარეებში მენგუ ყაენის ბრძანებით ჩვენი კუთვნილი

მიწები ჩვენს ხალხს მიეცით ჩაკეტილი გზები რომ გაიხსნას. საჭირო ქსოვილები და

საქონელი გავუგზავნოთ ერთმანეთს. ვაჭრებმა და მოგზაურებმა თავისუფლად იარონ და

სარგებელი ნახონ.“ ოლჯაითუ ხანმა ელჩები პატივით მიიღო, მოუსმინა და მოგვიანებით

უკან დაბრუნების ნება მისცა (Kâşâni, 1992:178-180). როგორც ჩანს, საქართველოს გავლით

ელჩების გაგზავნით, უზბეკ ხანმა მის ავტორიტეტს გაუსვა ხაზი და მიანიშნა, რომ

ოქროს ურდოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი იყო შეცვლილი. მართალია, ოლჯაითუ

ხანმა ელჩები პატივით მიიღო, მაგრამ უზბეკ ხანის გულწრფელობაში რომ დარწმუნებულიყო, ახალგაზრდა უფლისწული ამირა ჰუსეინი არანის მმართველად და შირვანზე

დაქვემდებარებული დარუბანდის დასაცავად გაგზავნა (Khelejani, 2013: 80). ეს ფაქტი ორ

ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებასა და განვითარებაზე

მიანიშნებდა.

1313 წლის 8 აპრილს, უზბეკ ხანმა ოლჯაითუ ხანის დაარსებულ ქალაქ სულთანიეში, კავკასიაზე საკუთარი პრეტენზიების განხილვის მიზნით ახალი ელჩობა გაიგზავნა. ელჩებმა ოლჯაითუსგან უარი მიიღეს (Spuler, 1957:126-127). სავარაუდოა, რომ

ოლჯაითუ ხანმა ელჩები პირადად მიიღო, რადგან 28 მარტს მან ბაღდადი დატოვა და

სულთანიეში დაბრუნდა. 15 აპრილს კი სულთანიეც დატოვა (Melville, 1990:65). 1314

წლის 11 მაისს უზბეკ ხანმა სულთანიეში კვლავ გაგზავნა ელჩობა. ,,ოლჯაითუს

ისტორიის“ მიხედვით, ელჩობას უიღურის ტომიდან ქეიხათუ ხელმძღვანელობდა. მას

ახლდა ოთხი ამირა, რომლებიც ას ორმოცდაათი დატვირთული ჯორით მივიდნენ 

138

ილხანთა სახელმწიფოში. ქაშანი წერს, ელჩები სამშვიდობო მისიით იყვნენ მისულნი

(Kâşâni, 1992:197).

უზბეკ ხანი ჩვეულებრივ პირობებში ტახტზე ვერ ავიდოდა. ტახტზე ასვლის

შემდეგ კი ყველა მისი მოწინააღმდეგე სათითაოდ გაანადგურა (Kafalı, 2007:107). უზბეკ

ხანის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა უფლისწულ ქაიდუზე დაქვემდებარებული

ამირა ბაბაჩი, რომელმაც თავის 15 ათასიანი ჯარით ყუთლუქ-თემურს შეუტია და უკან

დაახევინა. ამის შემდეგ ბაბაჩმა საკუთარ ამალასთან ერთად ოქროს ურდოს მტერ

ილხანებს შეაფარა თავი. ამის გამო ჯუჩის ულუსსა და ილხანებს შორის კვლავ უთანხმოება ჩამოვარდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ ორივე მხარეს ელჩობა

გაიგზავნა. ჩაღათაის ულუსიდან ესენ-ბუკა ხანმა (1309-1318 წწ.) ეს ამბავი რომ გაიგო,

უზბეკ ხანის ილხანების წინააღმდეგ წაქეზება დაიწყო (Kâşâni, 1992:204-205; Howorth II,

1880:149; Kafalı, 1976:75-76). 1315 წლის 16 სექტემბერს უზბეკ ხანმა თავრიზში ელჩი აქბუღა გაგზავნა. ელჩები ჯერ არანში, ამირა ჰუსეინ გურქანმა მიიღო, შემდეგ კი სულთანიეში ოლჯაითუსთან წინეშე მიიყვანეს. აქ-ბუღა საუბარი ასე დაიწყო: „თუკი ბაბაჩი

მარტო იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, ჩვენ მას ჭკუას ვასწავლით. მაგრამ, თუ თქვენი

ბრძანებით მოქმედებს, ურიცხვი ჯარით თქვენს წინააღმდეგ ვილაშქრებთ და არანსა და

მუღანში დავსახლდებით.“ ამის შემდეგ ოლჯაითუ ხანმა, ბაბაჩი მოიყვანა და აქ-ბუღასა

და მისი ხალხის წინაშე დაახრჩობინა. მეგობრული ურთიერთობით ოქროს ურდოს

ელჩები უკან გაისტუმრა (Kâşâni, 1992:205-206; Kafalı, 1976:76). ფაქტია, რომ ოლჯაითუმ

ბაბაჩი უფრო თვითნებური ქმედებების გამო მოკლა, ვიდრე უზბეკ ხანის თხოვნით.

ოლჯაითუსა და უზბეკ ხანს შორის ურთიერთობა შემდეგნაირად წარიმართა. 1316

წელს ოლჯაითუ ხანთან მავერანაჰრიდან ორი კაცი მოვიდა და აცნობა, რომ ჩაღათაის

სახანოდან ესენ-ბუკა, უზბეკ ხანი და ეგვიპტის სულთანი ენ-ნასრი ილხანებზე თავდასხმას აპირებდნენ. ოლჯაითუ ხანმა შეამჩნია, რომ ისინი ცნობებს განსხვავებულად აწვდიდნენ და მიხვდა რომ ჯაშუშები იყვნენ. ამიტომ თავრიზში მათი დაკავების ბრძანება

გასცა (Kâşâni, 1992:239). უზბეკ ხანსა და ოლჯაითუს შორის ურთიერთობა პრობლემების

გარეშე დასრულდა.

თოხთა ხანის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 1316 წელს ოლჯაითუ ხანი

გარდაიცვალა და ტახტი უმცროს ვაჟს აბუ საიდს დაუტოვა. აბუ საიდის შემდეგ

ილხანთა სახელმწიფომ დაშლა დაიწყო, ამიტომაც იგი ილხანთა ბოლო მმართველად

ითვლება. მეფე გიორგიმ გაიგო თუ არა ოლჯაითუს სიკვდილის შესახებ, 1316 წელს

პატივისცემის ნიშნად ილხანთა დედაქალაქში აბუ საიდის წინაშე წარსდგა. იქ მყოფმა

ამირა ჩობანმა გიორგი პატივით მიიღო. ამირა ჩობანსა და გიორგი კარგი ურთიერთობა

ჰქონდათ. ამ დროს აბუ საიდი მცირეწლოვანი იყო, ამირა ჩობანმა კი მმართველობაში

გავლენა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ელ-ომერი ამბობს, რომ ამირა ჩობანი „ბეგლარბეგის“ ტიტულს ატარებდა (Ömeri, 1941:407). ყაზვინი გადმოცემით, აბუ საიდი ტახტზე

ასვლისას თორმეტი წლის იყო, რის გამოც სახელმწიფო საკითხების მოგვარება ძლიერმა

და გამოცდილმა ამირა ჩობანმა თავის თავზე აიღო (Kazvinî, 2018:496).

ამირა ჩობანს კეთილმეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სამეფოსთან. ამირა ჩობანმა არღუნ ყაენის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული საქართველოს 

139

სამხრეთ-დასავლეთით ბექას შვილების მფლობელობაში მყოფი მესხეთი და სამცხესაათაბაგო, დავით ნარინის შვილების მფლობელობაში მყოფი ტერიტორიები და

ქართული სამთავროები, ანუ მთელი საქართველო გიორგის გადასცა (K.TS, 2014:395;

Lang, 1955:75-76). მთელი საქართველოს სადავეები გიორგი V-მ ჩაიბარა, რომელიც

სომხეთის, კახეთ-ჰერეთის, ქართლი, მესხეთის, ტაოს, შავშეთის, კლარჯეთისა და

სპერიდან ზღვამდე გადაჭიმულ მთელ ტერიტორიებს მართავდა (Brosset, 1849:644-645;

Subaşı, 2015:173).

ამირა ჩობანი Чобан (около 1262 — ноябрь 1327) — влиятельный эмир государства Хулагуидов, управлявший им вместе с сыновьями до совершеннолетия ильхана Абу Саида (1316—1327). Занимал пост эмира улуса (1307—1327). Основатель династии Чобанидов.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0