სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1208-09  არჭეშის აღება თამარ მეფე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

1208-09 არჭეშის აღება თამარ მეფე

არჭეშის აღება — 1208-1209 წლებში ქართული ჯარის მიერ ქალაქ არჭეშზე მიტანილი იერიში. საქართველოს სამეფო და ანატოლიის თურქმანული ბეილიქები აიუბიდთა სასულთნოს ექსპანსიას ჩრდილოეთის მიმართულებით უარყოფითად შეხვდნენ. 1208 წელს ამირა ალ-აუჰად აიუბმა აიღო ხლათის სასულთნო, რომელიც საქართველოს მოხარკედ ითვლებოდა. ქართველებმა გადაწყვიტეს ხლათზე გაელაშქრათ. ასეთი სამხედრო ექსპანსიის შემდეგ საქართველოს ზურგი უმტკიცდებოდა რეგიონში და მზადყოფნაში ხვდებოდა თურქ-სელჩუკთა მოსალოდნელ შეტევებს. საქართველოს წაქეზებით აუჰადის წინააღმდეგ აჯანყდა არჭეშის და ვანის სომხური მოსახლეობა. მალე აჯანყებას ქალაქი ხლათიც შეუერთდა. ბრძოლების დაწყებიდან ქართულმა ჯარმა მალევე აიღო სასულთნოს დიდი ნაწილი. ქართველთა ლაშქარს ივანე მხარგრძელი მეთაურობდა. მუსულმანები ქალაქ არჭეშში და ხლათში ჩაიკეტნენ. არჭეში მაჰმადიანთა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი პუნქტი იყო. ქართველებმა იგი მიწასთან გაასწორეს, ხოლო არაქრისტიანული მოსახლეობა ტყვედ აიყვანეს. სულთანმა ვერაფრით გადაარჩინა არჭეში დარბევისგან, რადგან თვითონ ხლათში იყო ჩაკეტილი. იგი ქალაქის დატოვებას ვერ ბედავდა, რადგან ეშინოდა აჯანყებული ხლათის ქრისტიანული მოსახლების, რომელსაც შეეძლო იგი ქალაქში სულაც აღარ შემოეშვა.[1] ორი წლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა ალყა შემოარტყა ხლათს. ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად მცირე ამალით გამოსული ივანე ხლათელებმა ჩაიგდეს ხელში. გადმოცემების მიხედვით, ივანე მხარგრძელის ცხენს თხრილში ფეხი ჩაუვარდა და მხედარი ჩამოაგდო. სანამ თანმხლები მეომრები ივანეს და მის ცხენს წამოაყენებდნენ, ხლათელები ციხიდან გამოვიდნენ და ქართველები დაატყვევეს. ამ ამბავს ერთნაირად გადმოგვცემენ სომეხი ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდანი, აგრეთვე არაბი აბულ-ფიდა. ივანე იძულებული გახდა თავის დასახსნელად დიდი გამოსასყიდი გადაეხადა და თავისი ქალიშვილი თამთა ხლათის გამგებლის მალიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა. ამის შემდეგ საქართველოსა და აიუბიდებს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა.

ხლათის სასულთნო — დიდ სელჩუკთა იმპერიის დაშლის შემდეგ სამხრეთ სომხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ფეოდალური სახელმწიფო (XIII საუკუნის დამდეგი). დედაქალაქი - ცნობილი სავაჭრო ქალაქი ხლათივანის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. თავდაპირველად ხლათის მიდამოებს თურქმანული დინასტია სოქმენიდები მმართავდა, რომელებმაც „შაჰ-არმენთა“ (სომხეთა მეფე) ტიტული მიიღეს,[1] რის გამოც მას შაჰ-არმენების სახელმწიფოსაც უწოდებენ. ხლათის სასულთნო აზერბაიჯანის ილდეღიზიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. შაჰ-არმენებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან, თუმცა დროდადრო ხარკს უხდიდნენ ძლიერ მეზობელს. 1207 წლიდან ხლათის სასულთნოში აიუბიდების დინასტიის წარმომადგენლები გაბატონდნენ. 1208 წელს ქართველებმა ხლათის სასულთნოზე გაილაშქრეს, აიღეს ქალაქი არჭეში და დიდი ნადავლი წამოიღეს. ორი წლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ალყა შემოარტყეს ხლათს. ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად მცირე ამალით გამოსული ივანე ხლათელებმა ეშმაკობით ჩაიგდეს ხელში. ივანე იძულებული გახდა თავის დასახსნელად დიდი გამოსასყიდი გადაეხადა და თავისი ქალიშვილი თამთა ხლათის გამგებლის მალიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა. ამის შემდეგ საქართველოსა და ხლათის სასულთნოს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა. 1230 წლის 14 აპრილს ხვარაზმშაჰმა ჯალალედინმა ხანგრძლივი მძიმე ბრძოლების შემდეგ ხლათი დაიპყრო და სასტიკად ააოხრა. XIII საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს ხლათი მონღოლებმა აიღეს. მონღოლთა მიერ დიდი ყაენის კარზე გაგზავნილ ადგილობრივ გამგებელთა შორის XIV საუკუნის ქართველი ჟამთააღმწერელი ხლათის სულთანსაც იხსენიებს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0