სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10631

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1260 ქვიშხეთის ბრძოლა მონღოლები, დავით VI ნარინი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

1260 ქვიშხეთის ბრძოლა მონღოლები, დავით VI ნარინი

ქვიშხეთის ბრძოლა — ბრძოლა ქართველებსა და მონღოლებს შორის ქვიშხეთისა და ახალდაბის მიდამოებში. გაიმართა 1260 წელს. ჰულაგუ-ყაენმა დავით VI ნარინის აჯანყების ჩასაქრობად 20000-იანი ლაშქარი გამოგზავნა არღუნ-აღას სარდლობით. მონღოლებს დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გახიზნული დაუხვდათ. მაგრამ ახლა აჯანყებულ დავით VII ულუს წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა.

ჰულაგუ-ხანი (დ. 1217 — გ. 8 თებერვალი1265მარაღაირანი) — ჰულაგუიანების დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი, მონღოლთა დიდი ყაენების, ყუბილაისა და მუნქეს უმცროსი ძმა.

მეფე სამცხეში იყო გამაგრებული თავის მომხრე დიდებულებთან ერთად და ბრძოლისათვის ემზადებოდა. აჯანყებულ ქართველთა ლაშქარი მხოლოდ 8000 მეომრისაგან შედგებოდა. არღუნ-აღამ კი თბილისში შეიერთა ის ქართველი მთავრებიც, რომლებიც დავითს არ გაჰყვნენ. ქართველთა ლაშქარს სარგის ჯაყელი სარდლობდა. მან ჯარი ტაშისკარის ვიწროებიდან გაიყვანა და მტერს გაშლილ ადგილზე შეეგება (რაც სტრატეგიული თვალსაზრისით შეცდომა იყო). აჯანყებულებმა თავდაპირველად სძლიეს მტერს, მაგრამ შემდეგ გაშლილ ველზე ბრძოლას ვერ გაუძლეს. ქართველები დამარცხდნენ. მაგრამ მონღოლებმა აჯანყებული მეფე ხელთ ვერ ჩაიგდეს.

სარგის I ჯაყელი (გ. 1285) — საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის (მესხეთის) მმართველი, სპასალარი1260 მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მონაწილე იყო.

დავით VII ულუმ დანიშნა მონღოლთა ლაშქრის (რომელიც აჯანყების ჩასაქრობად იყო შემოსული საქართველოში) წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა ჯარის მეთაურად. სარგის I-ს 8000 ცხენოსანი ჰყავდა, მონღოლთა ლაშქარში კი, რომელსაც არღუნი მეთაურობდა, 20000 მარტო მონღოლი და ერაყელი მოლაშქრე ირიცხებოდა, რამდენიმე ათასი კი ქართველი იყო. 1260 ტაშისკართან ბრძოლაში სარგის I-ის 1500 ცხენოსანმა დაამარცხა არღუნის 6000-იანი მეწინავე ლაშქარი. შემდეგ თვით სარგის I დაიძრა მტრის წინააღმდეგ. არღუნი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მის ლაშქარში მყოფმა ქართველებმა შეაკავეს. მთავარი ძალების გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ.

სარგის I-ის შეცდომა ის იყო, რომ ბორჯომის ხეობის ვიწროებიდან გამოვიდა და მონღოლებს გაშლილ ველზე შეებრძოლა, სადაც მტერს მანევრირების საშუალება მიეცა. 1261 წელს სარგის I წარმატებით იბრძოდა სამცხეში მეორედ შემოსული არღუნის ლაშქრის წინააღმდეგ. მტერი იძულებული გახდა 20 დღის შემდეგ უკან გაბრუნებულიყო. 1262 სარგის I დავით VII-ს ურდოში გაჰყვა ჰულაგუ-ყაენთან და გამოძიების დროს მეფის გადარჩენის მიზნით აჯენყების მოწყობა თვითონ დაიბრალა. გამოძიება არ იყო დამთავრებული, რომ ილხანთა წინააღმდეგ ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ გამოილაშქრა. სარგის I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლაში სიმამაცით თავი გამოიჩინა და ჰულაგუ-ყაენი სიკვდილს გადაარჩუნა. მადლიერმა ყაენმა მას კარნუ ქალაქი და მისი მომიჯნე ოლქი უბოძა. სარგის I-ის განდიდებით უკმაყოფილო ქართველმა დიდებულმა მეფესა და სარგის I-ს შორის მტრობა ჩამოაგდეს. მეფის მიერ დაპატიმრებული სარგის I ყაენმა გაათავისუფლა. სარგის I-ის თხოვნით 1266 წელს სამცხე საქართველოს ჩამოშორდა და უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. სარგის I-ის ეს ნაბიჯი საერთო ეროვნულ ინტერესების ღალატს ნიშნავდა: ფაქტობრივად პოლიტიკურად ორად გაყოფილ საქართველოს მესამე ნაწილიც გამოეყო - სამცხე, რომლის ტერიტორია ტაშისკარიდან არზრუმამდე ვრცელდებობა. მიუხედავად ამისა სარგის I-სა და საქართველოს მეფეს შორის პოლიტიკური ურთიერთობა მთლად არ შეწყვეტილა — სარგის I-მა სამცხის სპასალარის წოდება შეინარჩუნა და დემეტრე II-ის დროს მეჭურჭლეთუხუცესობაც მიიღო.

ჰულაგუმ სირიის ლაშქრობიდან დაბრუნებისას, ადგილზე, დაცვის მიზნით

ოცი ათასიანი ჯარი დატოვა. თუმცა, მამლუქთა სულთანი ქუთუზი (1259-1260 წწ.)

დიდძალი ჯარით დაესხა თავს ჰულაგუს მიერ დატოვებულ ჯარს. ამ ნაწილს ქით ბუღა

მეთაურობდა. 1260 წელს აინ–ჯალუთის ბრძოლაში დამარცხებულ მონღოლთა ლაშქარში უამრავი სომეხი და ქართველი ჯარისკაცი დაიხოცა (Subaşı, 2015:91). ჰეთუმის ისტორიის მიხედვით, სირიაში მონღოლთა ჯარზე ქუთუზის თავდასხმისას დროს, ჰულაგუ

ბერქე ხანს ებრძოდა. ამ ბრძოლის გამო მონღოლები სირიის შენარჩუნებას ვეღარ

ახერხებდნენ, ამიტომაც ჰულაგუმ სომხეთის, საქართველოსა და სხვა ქრისტიანული

ქვეყნების ჯარები სირიაში საბრძოლველად ისევ გააგზავნა, თუმცა 15 დღეში იგი ავად

გახდა და გარდაიცვალა (Het’um, 2004:52). სირიის ლაშქრობის დროს, მონღოლთა ლაშქარში მებრძოლმა დავითმა ჰულაგუსგან ქვეყანაში დაბრუნების ნება ითხოვეს. ჰულაგუმ

ნება დართო. ქართველები მოპოვებული ნადავლით, აზერბაიჯანის გავლით თბილისში

დაბრუნდნენ (K.TS., 2014:351).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0