სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1282 ტრაპიზონის ალყა  დავით VI ნარინი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

1282 ტრაპიზონის ალყა დავით VI ნარინი

ტრაპიზონის ალყა — 1282 წლის აპრილშიიმერეთის მეფის, დავით VI ნარინის მეთაურობით, ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ გამართული ექსპედიციის ფარგლებში, ამავე სახელით ცნობილი, ტრაპიზონის დედაქალაქის ალყაში მოქცევის წარუმატებელი მცდელობა.

მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა დაირღვა და სახელმწიფო ორ სამეფოდ გაიყო, ქართული გავლენა ტრაპიზონის სამეფოში კლებას იწყებს და ტრაპიზონის მმართველი წრეების ცალკე ჯგუფებში თავს იჩენს პრო-ბიზანტიური ტენდენციები. ამას შედეგად მოჰყვა ბრძოლა პოლიტიკური ჰეგემონიისათვის ტრაპიზონის სამეფოში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის, რაც წლები გაგრძელდა. 1281 წელს ტრაპიზონში მოხდა გადატრიალება, ორგანიზებული ქართული პარტიის მიერ. მეფე იოანე II, რომელიც სიძე გახდა ბიზანტიელ პალეოლოგთა სამეფო სახლისა, მეფობიდანა გადააყენეს და დაატყვევეს კიდეც. შემდეგ იგი თუმცა განათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ ტრაპიზონში დარჩენის ნება აღარ მისცეს და გადაყენებული მეფე გაემგზავრა კონსტანტინოპოლში.

1284 წელს, იოანეს ტრაპიზონში არყოფნის პერიოდში, მისმა ნათესავმა, საქართველოს მეფე დავით VI ნარინმა სცადა აღედგინა საქართველოს გავლენა იმპერიაში და ალყა შემოარტყა დედაქალაქს. ალყის წარუმატებლობის შემდეგ ქართველთა არმიამ დაიკავა იმპერიის რამდენიმე პროვინცია, მათ შორის ისტორიული ჭანეთი და იოანეს დას თეოდორასმანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის რუსუდის შვილს, დაეხმარა ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, თუმცა მალევე 1285 წელს იოანე II დაბრუნნდა იმპერიაში და ხელისუფლება დაიბრუნა, ხოლო დედოფალმა თეოდორამ საქართველოს შეაფარა თავი.

იოანე II დიდი კომნენოსი (ბერძ. Ιωάννης Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1263ტრაპიზონიტრაპიზონის იმპერია — გ. 16 აგვისტო1297) — ტრაპიზონის იმპერიის მეშვიდე იმპერატორი 1266–1280 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ირინა სირიკაინას უფროსი შვილი. იმპერატორის ტახტზე ავიდა მას შემდეგ, რაც ტრაპიზონში მოვიდა ცნობა გიორგი I-ის ტყვედ ჩავარდნის შესახებ.

მანუელ I დიდი კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Α΄ Μέγας Κομνηνός;დ. 1218ტრაპიზონიტრაპიზონის იმპერია – გ. მარტი1263ტრაპიზონიტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის მეოთხე იმპერატორი 1238–1263 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. ალექსი I-ის უმცროსი შვილი.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0