სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
2.7 არჩილ მირდატის ძე  V ს-ის 20-30-იანი წლები ქართლის მეფე IV - VI საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

2.7 არჩილ მირდატის ძე V ს-ის 20-30-იანი წლები ქართლის მეფე IV - VI საუკუნე

არჩილ მეფე - ოცდამეთერთმეტე მეფე ფარნავაზიდან. მეფე არჩილი იყო მირდატ IV-ის შვილი. მან საქართველო შეაკოწიწა. ცოლად მოიყვანა ბიზანტიის მეფის ასული მარიამი. მისი თხოვნით მეფე არჩილმა პირველმა ათარგმნინა სახარება და სამოციქულო სტეფანოზსა და დავითს იერუსალიმში.

როგორც მოსე ჯანაშვილი წერს, მეფე არჩილმა განდევნა ცეცხლთთაყვანისმცემელნი, დაამხო კერპნი და ბომონნი და ხელახლა ააგო დანგრეული ტაძრები. მასვე აუშენებია წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი მცხეთაში.

არჩილ მეფემ გონივრულად ისარგებლა სპარსეთის მეფის სხვა ქვეყნებთან ომებით და რანიდან და მოვაკანიდან რამდემჯერმე განდევნა სპარსნი. ამ გამარჯვებას ყოველთვის უფალს და ჯვრისძალას მიაწერდა. „ქართლის ცხოვრება“ ამის შესახებ ასე წერს: არჩილ მეფემან რქუა ყოველთა: არა ძალითა ჩვენითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათა ვსძლიეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგვცა წინამძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი: აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება ღმერთი, დაუსაბამო დამბადებელი ყოველთა“ („ქ. ცხ.“ ტ. გვ. 108). ამ დროს ეპისკოპოსი იყო მობიდანი, იგი გარეგნულად ქრისტიანი იყო, ხოლო შინაგანად მწვალებელი, არიოზელი. არჩილ მეფემ მოიწვია მცხეთაში საეკლესიო კრება და მობიდანი განკვეთეს. ამ კრების შემდეგ მეფე არჩილი მალე აღესრულა და ტახტზე ავიდა მისი ძე მირდატ V.

არჩილ* მირდატის ძე

ქართლის მეფე V ს. 20-30-იან წლებში – ჯუანშერის ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა''-ს თანახმად. მემატიანე არჩილის მეფობის შესახებ ამბობს: ,,განაცხადა მტერობა სპარსთა, გამოაჩინა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი''. მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის, იობიანის (363-364), შთამომავალი – მარიამი.

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით მის დროს ,,მოგუნი მოგობდეს ცეცხლსა მსახურებასა ზედა''.

(არჩილის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 410-434 წ. ვ. გოილაძე 402-426 წ. გ. მელიქიშვილი V ს. მე-2 ნახ. ა. ბოგვერაძე V ს. 20-30 წ.).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0