სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1325 იანი წლები ცივის მთა ფეოდალების დასჯა, გიორგი ბრწყინვალე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

102       ბეჭდვა

1325 იანი წლები ცივის მთა ფეოდალების დასჯა, გიორგი ბრწყინვალე

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, გიორგი V იძულებული გახდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ ქართველ მეფეთა ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგანაც გიორგის ჩობან ნოინის კეთილგანწყობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და ჰულაგუიანთა სახელმწიფოშიც შინააშლილობა სუფევდა, მეფემ ხელსაყრელი დროით ისარგებლა და ის ერისთავები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, კახეთში, ცივის მთაზე დარბაზობაზე მიიწვია და ერთიანად გაჟლიტა. ამ რადიკალური ქმედებით გიორგი V-მ მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა.

ამბავი ცივის მთაზე დახოცილი ფეოდალებისა

ეს გამორჩეული არეულობის დროა - თავად განსაჯეთ - იმერეთის მეფის დავით ნარინის შვილები ერთმანეთს წაკიდებიან, დიდი ბუნტისთვის ემზადებიან ფეოდალები აღმოსავლეთ საქართველოში. ეს 1327-1329 წლებში ხდება. გიორგიმ დაასწრო ურჩებს.

ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც სულ სხვა გზით განავითარა პოლიტიკური პროცესები. არადა მოვლენები ტრადიციული სცენარით რომ წარმართულიყო, გიორგი ქ-ს პაპამისის დემეტრე თავდადებულის ბედისწერა უნდა გაეზიარებინა.

საგულისხმოა, რომ ამ ამბის შესახებ ჟამთააღმწერლის ტექსტში დაწვრილებით არაფერია ნათქვამი, უფრო მეტიც - მის თხზულებაში თხრობა ზუსტად გიორგი ბრწყინვალის გამეფებაზე წყდება. მიუხედავად ამისა, შემორჩენილია მატიანეში ერთი აბზაცი, სადაც ისტორიკოსი მიანიშნებს, რომ შემდგომში სწორედ იმის შესახებ დაწერს მონღოლების მხარეზე მყოფი ფეოდალები კახეთში ცივის მთაზე რომ ამოწყვიტეს.

ეს იყო ჟამი გამყიდველობისა და გაიძვერობისა. ფეოდალები თავიანთ უფლებების დამტკიცებას და პირველობის მიღწევას მონღოლთა კეთილგანწყობის მოპოვებით ცდილობდნენ. ამას ყველაფერს კარგად ხედავდა გიორგი, კარგად ხვდებოდა მეფე, რომ თუკი ამ ფეოდალებს არ მოიშორებდა, დიდი ალბათობით პაპამისის დემეტრე თავდადებულის ბედს გაიზიარებდა.

სწორედ ამიტომაც დაასწრო მეფემ ფეოდალებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ კახეთ-ჰერეთისა და სომხეთის დიდებულები. გიორგის მეფობის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია მოღალატე თავადთა დასჯა. ეს კახეთში ცივის მთაზე ხდება. სავარაუდოდ აქ სამეფო რეზიდენცია უნდა იყოს.

ცივზე დღესაც შემორჩენილია შენობის ნანგრევები, სადაც მარმარილოა მიმოფანტული. როგორც ჩანს, ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია გიორგის - მოღალატე ფეოდალებს ეჭვი არ უნდა აეღოთ ქართველი მეფის განზრახვაზე.

სწორედ აქ დატრიალდა ცოდვის კალო - მოღალატე ფეოდალები ერთიანად ამოწყვიტეს ცივზე. ეს ამბავი გამორჩეულად დააჩნდა საქართველოს ისტორიის განვითარებას - სულ მალე კოზირებგამოცლილი მონღოლები ფარ-ხმალს დაყრიან და საქართველოდან აიკრავენ გუდა-ნაბადს.

აქედან უკვე ჩანს საქართველოს ისტორიის ბოლო მწვერვალი, რომელიც კიდევ ერთხელ, ამჯერად ბოლოჯერ შეახსენებს მსოფლიოს იბერთა უძლეველობის მითს

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=31548
ცივი — მთა საქართველოშიკახეთის მხარეშითელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 1991 მ. აგებულია მიო-პლიოცენური (ცივის წყება) ფხვიერი ნალექებით — კოგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი — დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა — ფოთლოვანი ტყით.

დაკოდვას გარდა ქართულ სამართალში „გეში“ და „ნახშირი“-ც იყო

გასამართლების დროს მხედველობაში მიღებული. ორივე სიტყა, როგორც პრ. ნ. მ ა

რ რ მ ა დაამტკიცა , იმ დროითგან უნდა იყოს შერჩენილი, როცა ქართველებმა ჯერ

კიდევ მონადირეობას მისდევდენ: ,,გ ე რ შ ი“ თავდაპირველად ნადირის ჭრილობასა

და სისხლს ერქვა. ამ მნიშვნელობაზეა დამყარებული და იმ დროს ცნების

გამომხატველი ტერმინია ეხლანდელი ,,დაგეშვა“-ც. შემდეგ, ქართულ სამართალში

,,გერშად“ ადამიანის მსუბუქი და არადამაშავებელი ჭრილობა და მისი საზღაური

იწოდებოდა. გიორგი ბრწყინვალე ,,ძეგლის დადება“-ში, მაგალითად, სწერია: ,,გ

ე რ შ ი ს საქმე ასრე იქმნას: ვისაც პირსაზედა გ ე რ შ ი ა ჩ ნ დ ე ს ანუ ცხვირი

მოეკვეთნეს: .... თუ გ ე რ შ ი სად ს ა ჩ ი ნ ო იყოს ასრე, რომე არ დ ა შ ა ვ დ ე ბ ო დ ე

ს და ?“-ო (?) დაბადების ქართულ თარგმანში ,,გერში“ ბერძნული ή παδοφЂοια ის

შესატყვისად არის ნახმარი (ლევიტ. 24 19) ასევეა ასურულშიც, რაც აუგს, გინებას,

სამარცხვინო ლაქას ჰნიშნავს სომხურ დაბადებაში ზმნაა ნახმარი, რომელიც

დასახიჩრებას ჰნიშნავს.

,,ნ ა ხ შ ი რ ი “-ც თავდაპირველად ჭრილობასა ჰნიშნავდა სისხლს, ხოლო შემდეგ

ზარალსა და საზღაურსაც (იხ. ორივე სიტყვის შესახებ проф. М а р р просхождение

из охотничы быта груз.терминов уголовново права: З.В.О.Р.А. ОБ. მე-16 გვ. 168-171 ).

მკვლელობისა, გერშისა და ნახშირისათვის სასჯელი განსხვავდებოდა იმისდა

გვარად, თუ რა თვისებისა იყო ეს დანაშაულობანი. დაწვრილებითი ცნობები

განზრახვითი, ნებსით და უნებლიეთ და სხვანაირი ბოროტმოქმედების შესახებ

სისხლის სამართალში პირველ თავში იყო მოთავსებული და ყოველივე იქ ნათქვამი

აქაც გათვალიწინებული უნდა გვქონდეს. იქ მხოლოდ ,,ღალატით მოტყუებით,

სიფრთხით კაციკვლაზე არაფერია ნათქვამი. ღალატი კაცის კვლისთვის ტერმინად მე10-ს-მდე იხმარებოდა: ჩასაფრების აღსანიშნავად „მზირად წარსვლაი“ (ც´ჲ გგ´ ლ

ხ´ნძთლსა გვ. ჲვს ) „მზირად ყოფაი“ ?(მსაჯულთაჲ 2120) _ზურგითგან დაცემის

აღსანიშნავად- „კაცისკვლაი მიპარვითა“, ხოლო თვით მოქმედ პირს ეწოდებოდა „

კაციმკვლელი მიპარვითა“ (ჟამთააღ. *788, გვ. 624 ). დასასრულ ამ ბოროტი მიზნის

საწამლავით განმახორციელებელთ „მწამდველნი“ ჰრქმევია, თვით ასეთ

დანაშაულობას-კი „მწამლველობაჲ“ ( მცირე შჯულის კანონი 132, 133 ). ქართველი

ჯამთააღმწერლის სიტყვით მწამვლელი კაცისმკველობა მეტადრე სპარსეთში ყოფილა

გავრცელებული, სადაც ,,მრავალნი მწამლველნი:-ო ( *77 გვ. 606).

ამგვარად ,,კ ა ც ი ს კ ვ ლ ა ი “ უდრის რომაულს homicidnm-ს, ან parricidium-ს ან

parricidiul-ს,- ,,კ ა ც ი ს კ ვ ლ ა ჲ ს ა ფ რ ვ ი თ“ ,,მ ი პ ა რ ვ ი თ“- homicidium

proditorium-ს და ,, მ წ ა მ ლ ვ ე ლ ო ბ ა ჲ“-venificium-ს. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ

,,ღალატით კაცისკვლას“ ვითარცა ვერაგულსა და განზრახგანაგებულ

ბოროტმოქმედებას ქართული მემინდელი სამართალი მძიმედ დანაშაულობადა

სთვლიდა.( ბექა-აღბუღას წიგნის ბოლოს დართული კანონი § 117) და ასევე იყო

ძველადაც.

ბოროტმოქმედი ორნაირად ისჯებოდა, - ეკლესიისაგანაცა და სახელმწიფოსაგანაც.

საეკლესიო სამართალი ბრძანებდა, რომ ვინც ნებსით თვისით და განზრახვით კაცი

მოკლას და მერმე მოვიდეს სინანულად და აღსარებად, ოც წელ უზიარებელ იყოს....

ხოლო ოცი იგი წელი სინანულისა მისისა ესრეთ განეწესოს: ოთხ წელ შინა-იძს

შეტირება- ესე იგი არს, რათა სდგეს გარეშე კართა ეკლესიისათა და შემავალთა

ეკლესიად მოძრწუნეთა ევედრებოდის ლოცვად მისთვის და აღიარებდეს ცოდვასა მას

თვისსა. ხოლო შემდგომად ოთხისა მის წლისა მსმენელთა თანა დაეწესოს, რომელნი

იგი სდგანან ეზოსა შინა ეკლესიისასა წინაშე სამეუფოთა ბჭეთა და ისმენენ წმიდათა

წერილთა საკითხვასა... და ხუთ წელ მათ თანა იდგეს. და შვიდ წელ ქუე-დავრდომილთ

- 198 -

მვედრებელთა თანა განვიდოდის, რომელნი იგი სდგანან შინაგან ბჭეთა ეკლესიისათა და

ოდეს დიაკონმან ხმა ჰყოს-,,კათაკმეველნო განვედით“, განვიდენ ეკლესიითა. და ოთხ წელ

დადგეს მორწმუნეთა თანა, ვიდრე აღსრულებამდე ჟამისა წირვისა, გარნაარა ეზიარებოდის.

ხოლო ოდეს ესი ესე კანონი და აღასრულოს, მერმე ღის იქმნას ზიარებისა“-ო. ( მე-6

მსოფლიო კრების ძეგლის წერა გვ. 129, §პვ) უნდა გათვალისწინებული გვქონდეს, რომ ასეთ

შეჩვენებულს ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით (იხ. აქვა მე-2, მე-2, თავი მეოთხე

§12 გვ. 22) მოქალაქეობრივი უფლებებიც ჩამორთმეული ჰქონდა ხოლმე.

უნებლიეთი კაცის მკვლელობისათვის მე-6 მსოფლიო კრებამ დაადგინა: ათ წელ

უზიარებელ იყოს..., ხოო ათი იგი წელი სინანულისა მისისა ესრეთ განეწესოს : ორ წელ

შესტიროდეს, სამ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხი წელი ქუე-დავრდომით

აღასრულოს, ერთა წელიწადსა მორწმუნეთა თანა დადგეს აღსასრულადმდე ჟამის წირვისა

და მერმეცა შეიწყნარების ზიარებად_ო( იქვე 129, §პვ ).

მკვლელობისათვის განკუთვნილი მერმინდელი საერო, სამეფო სამართლის სასჯელის

რაოდენობა, რომელიც საეკლესიოს ზედერთვოდა, დამოკიდებული იყო: 1) მოკლულისა, ან

დაკოდილის წოდებრივ, საგვარეულო და სამოხელეო ღირსებებზე, მეტ-ნაკლებობაზე:

დიდებული აზნაურის ,,სისხლი“ მაგ. უფრო მეტადა ღირდა, ვიდრე მცირე აზნაურისა,

გვარიანისა უფრო მეტად, ვიდრე უგვაროსი, ხელისუფლისა უფრო მეტად ვიდრე შინაკაცისა,

2) აგრეთვე დანაშაულის მეტ ნაკლებობაზეც,-ამისდა მიხედვით დამნაშავე ორკეცი

,,სისხლით“ , ან სრული ,,სისხლით“, ან არადა სისხლის გარკვეული ნაწილით ისჯებოდა

ხოლმე. სისხლის ზღვევით გარდა ბოროტმოქმედს სამართალი მკვლელობისათვის

დროებით მამულითგან გაშვებასაც უნიშნავდა სასჯელად (ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი ?

დართული კანონი § 150) როგორი სისტემა იყო ქართულ სისხლის სამართალში მე-10 – მე-11

ს.ს-ში მიღებული, სახელდობრ წოდებრივ და გვაროვნულ განსხავებას ჰქონდა თუ არა

მაშინაც სასჯელის რაოდენობაზე რაიმე გავლენა, ამის გამოსარკვევად იმდროინდელ

ძეგლებში ჯერ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. მხოლოდ ბ. ზარზმელის ერთი ცნობითგან

ჩანს, რომ მკლველისაგან მამულის განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა მე-9 - მე-10 ს-შიც

ყოფილა სასჯელად მიღებული( ც´ჲ სრ ´პნ ზრზ´ ზმლისა გვ. 41 )

http://www.library.court.ge/upload/Book2Part2.pdf




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0