სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10549

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1334 წელი სამცხის შემოერთება გიორგი ბრწყინვალე
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

66       ბეჭდვა

1334 წელი სამცხის შემოერთება გიორგი ბრწყინვალე

გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. 1334 წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.

სარგის II ჯაყელი — სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-1334 წლებში, სამცხის სპასალარიბექა I-ის ძე. მამის მმართველობის დროს თავი გამოიჩინა რუმის თურქების შემოსევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველთა ლაშქარმა მისი მეთაურობით ვაშლოვანთან დაამარცხა თურქები, რომელთაც აზატ მოსე მეთაურობდა. მის დროს სამცხე აღმოსავლეთ საქართველოს მეფის მეშვეობით ემორჩილებოდა ილხანთა სახელმწიფოს.

ვახუშტის ცნობით, სარგის II-ს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა.

ყვარყვარე I ჯაყელი — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1334-1361. მამის სარგის II-ის გარდაცვალების (1334) შემდეგ ყვარყვარე I ათაბაგად დასვა საქართველოს მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ. ამ აქტით სამცხე-საათაბაგო, რომელიც პოლიტიკურად 1266-იდან გამოყოფილი იყო საქართველოს სამეფოსთან და უშუალოდ ემორჩილებოდა ილხანების მონღოლთა სახელმწიფოს, კვლავ საქართველოს შეუერთდა და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა აღდგა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0