სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1349-50 სპარსების შემოსავა დიდი ხარკი დავით IX
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

1349-50 სპარსების შემოსავა დიდი ხარკი დავით IX

ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში ქვეყანას შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. ამავე დროს, ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემიაც.

ანუშირვან-ხანი (1344—1355ჩობანიდების მეურვეობის ქვეშ

დავით IX (გ. 1360) — საქართველოს მეფე 1346-1360 წლებში, გიორგი V ბრწყინვალის ძე.

ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში ქვეყანას შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. ამავე დროს, ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემიაც.

აღნიშნული მძიმე ვითარების მიუხედავად, დავით IX სახელმწიფოებრივ აღმშენებლობით მუშაობას ეწეოდა. თმოგვის ციხის 1350 წლის წარწერის თანახმად, დავით მეფის მითითებით, განაახლეს ციხის ზღუდე. მეფეს, აგრეთვე, ყურადღება მიუქცევია მონღოლთა ბატონობის დროს საერო ფეოდალების მიერ საეკლესიო მამულების მიტაცების ფაქტებისათვის. მან მცხეთის ეკლესიას დაუბრუნა დავით VII ულუს მიერ დიდებული აზნაურებისათვის, ორბოძლელებისათვის გადაცემული მცხეთის ეკლესიია გლეხები და მიწები ძამისა და ხვედურეთის ხეობიდან (დავით მეფეს ორბოძლელისათვის 1200 თეთრი გადაუხდია, რათა მას მას ეკლესიის მამულები დაეთმო).

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დავით მეფის მეუღლე იყო დედოფალი სინდუხტარი, რომელიც თითქოს სამცხის მთავრის, აღბუღას და ყოფილა. მეფის ერთი ქალიშვილი, გულშარი იოანე ქსნის ერისთავზე გაუთხოვებიათ, ხოლო მეორე, გულქან-ხათუნიტრაპიზონის იმპერატორის უმცროს ვაჟზე, მანუილზე დაუქორწინებიათ. ეს ქორწინება, რასაკვირველია, პოლიტიკური ქმედება იყო და მიზნად საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიის პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას გულისხმობდა.

დავითის მეფობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1357 წელს საქართველოში მზის დაბნელება ყოფილა.

დავით IX გარდაიცვალა 1360 წელს, გეგუთში. დაკრძალულია გელათის მონასტერში.

თმოგვის ციხე - ისტორიული ციხე - ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვში). წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ.წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-დან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828 - 1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ - ბურჯებით. სამხრეთ - აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ.მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი - გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე - ქალაქი რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0