სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1373 წელი ალასტანის  ბრძოლა თურქები გიორგი ალასტანელი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

1373 წელი ალასტანის ბრძოლა თურქები გიორგი ალასტანელი

1373 - თურქების შეჭრა ჯავახეთში. ალასტანთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.

ალასტანელი — ქართველ უფლისწულთა ზედწოდება XIII-XIV საუკუნეებში. წარმომდგარია საუფლისწულოს ცენტრის ალასტანის (ჯავახეთი) სახელწოდებიდან. ალასტანელად წოდებული უფლისწულები ფლობდნენ ჯავახეთისა და მის მოსაზღვრე ზოგიერთ მხარეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები „გახელმწიფებას“ ცდილობდნენ და „პროვინციის მეფეებად“ იქცნენ. ქართულ წყაროებში დასახელებულთაგან პირველი ალასტანელი იყო ლაშა გიორგი, უკანასკნელი კი — 1373 წ. 6 ივლისს თურქებთან ბრძოლაში მოკლული გიორგი ალასტანელი, ანდრონიკეს ძე.

გიორგი ალასტანელი (დ. უცნობია — გ. 6 ივლისი1373) — „პროვინციის მეფე“, ალასტანელების შტოს წარმომადგენელი, ძე ანდრონიკესი. მიიჩნევა დავით VIII-ის შვილიშვილად. ჰყავდა ძმა — დავითი.

მონღოლთა ბატონობის პირობებში საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები „გახელმწიფებას“ ცდილობდნენ და „პროვინციის მეფეებად“ იქცნენ, თუმცა გიორგის, როგორც ჩანს, სამეფო კართან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი დაიღუპა თურქებთან ბრძოლაში 1373 წელს. მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოველისთვის 1433 წელს გადაცემული შეწირულების წიგნის მიხედვით, კათოლიკოს თეოდორეს გიორგი ალასტანელის სიკვდილის მაგალითით ლაშქარი გაუმხნევებია.

დავით ანდრონიკეს ძე — XIV საუკუნის ქართველი დიდგვაროვანი, „პროვინციის მეფე“ (1354-1382). მიჩნეულია დავით VIII-ის შვილიშვილად.

დავითმა 1382 წლის სიგელით მამულები უბოძა ოქროს საყდარს, მასში აღნიშნულია დავითის ზეობის 28-ე ინდიქტიონი, რომლის მიხედვითაც დავითის „მეფობა“ 1354 წლიდან უნდა იწყებოდეს. ამავე სიგელში დასახელებული არიან მისი შვილები — გიორგი და ალექსანდრე. ანდრონიკე „მეფეს“ ორი ვაჟი ჰყავდა: დავითი და გიორგი ალასტანელი, ორივეს „პროვინციის მეფობაზე“ ჰქონდა პრეტენზია, ამიტომ სამფლობელო მამულები განაწილდა. გიორგის, როგორც უფროსს, მიუღია სამფლობელოების ძირითადი ტერიტორიები — ალასტანი და მისი რეგიონი. აქედან გამომდინარე, მიიღო მან ზედწოდება „ალასტანელი“, დავითი თავისი მამის სამფლობელოებსაც დაეუფლა შიდა ქართლში. 1382 წლის შემდეგ მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0