სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1444წელი ახალციხის ბრძოლა ვახტანგ IV  ყარა-ყოიუნლუ
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

1444წელი ახალციხის ბრძოლა ვახტანგ IV ყარა-ყოიუნლუ

ვახტანგ IV - ერთიანი საქართველოს მეფე 1442(3)-1446 წლებში. ალექსანდრე I დიდის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ, ალექსანდრე I -მა სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ვახტანგ IV -მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ვახტანგ IV -ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.

ყარა-ყოიუნლუ (თურქ. — შავბატკნიანები, ყარა — შავი და ყოიუნ — ცხვარი, აქედან სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობდა ბაჰარლუს ტომი. თავდაპირველად სახლობდნენ ვანის ტბის სამხრეთით; ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში (1410-1468). ყარა-ყოიუნლუს ტომები ებრძოდნენ თემურლენგსა და მის მოკავშირე აყ-ყოიუნლუს, მხარს უჭერდნენ ჯალაირიდებსა და ოსმანებს თემურლენგის წინააღმდეგ. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ (1405) ყარა-ყოიუნლუს ბელადი ყარა-იუსუფი დაეხმარა ჯალაირიდებს თემურლენგის შვილის მირან-შაჰის დამარცხებაში, ხოლო შემდეგ თვითონ დაამარცხა ჯალაირიდები, დაიკავა აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და 1410 დააარსა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომლის გამგებელი ყარა-იუსუფი და ისქანდერი (1420-1436) ებრძოდნენ თემურიდებსა და შირვანშაჰებს. 1435 წელს თემურიდების სულთანმა შაჰრუხმა შირვანშაჰთან ერთად გაანადგურა ისქანდერის ლაშქარი. 1436 წელს გამეფებული ჯეჰან-შაჰი იძულებული გახდა ეცნო თემურიდების ვასალობა, ხოლო 1447 წელს, შაჰრუხის სიკვდილის შემდეგ, თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. 1453 და 1457 წლებს შორის ყარა-ყოიუნლუმ დაიპყრო დასავლეთი ირანი. 1467 წელს ჯეჰან-შაჰის ჯარები გაანადგურა უზუნ-ჰასანმა (განაგებდა 1453-1478 წლებში), ხოლო 1468 წელს ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ტერიტორია აყ-ყოიუნლუს შემადგენლობაში შევიდა.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0