სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
829-830 წლები კახეთის დამორჩილება ხალიდის მიერ
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

829-830 წლები კახეთის დამორჩილება ხალიდის მიერ

ვაჩე ან დაჩი — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი827—839 წწ. ვაჩე უნდა იყოს „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის, რაჭველი აზნაურის შვილი). მისი მმართველობის დასრულების შემდეგ კახეთის სამთავროში გარკვეული უპირატესობა მოიპოვა გარდაბნელთა ტომმა.

827 წელს კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, მათ შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის ხელისუფლება და ვაჩე გაამთავრეს, თუმცა, უცნობია, რატომ აირჩიეს რაჭველი აზნაურის შვილი.

ვაჩე ქორეპისკოპოსის დროს კახეთში ადგილი ჰქონდა არაბთა შემოსევას ხალიდ იბნ-იაზიდის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, სახალიფო დიდად შეაშფოთა კავკასიაში განმათავისუფლებელი ტენდენციების გაძლიერებამ. არაბთა ეს შემოსევა მათი შერყეული მდგომარეობის განმტკიცებისა და კახეთის გაძლიერებისა და ტერიტორიული გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული.

829-830 წლებში ხალიდმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ხარკი 3 000 ფაშატისა და 20 000 ცხვრისაგან შედგებოდა.

861 წელს, აბასიანთა დინასტიის ხალიფა ალ-მუთავაქილის გარდაცვალების შემდეგ, ჰაისამ I გამოეყო აბასიანთა სახალიფოს, დააარსა მაზიადიდების დინასტია და გახდა დამოუკიდებელი მმართველი[1]. მან შექმნა ძლიერი არმია, რომელიც დაკომპლექტებული იყო 50 000 ქვეითი და 10 000 ცხენოსანი ჯარით. ჰაისამ I-ის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მუჰამედ I გახდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0