სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10495

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
853 წელი თბილისი აღება  ბუღა თურქის მიერ
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

225       ბეჭდვა

853 წელი თბილისი აღება ბუღა თურქის მიერ

სამოელ დონაური (გ. 861) — კახეთის მთავარი, ქორეპისკოპოსი (839-861 წწ.), გარდაბნელ დიდებულთა, დონაურთა გვარის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მის დროს კახეთი კვლავ აგრძელებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, რამაც არაბთა ახალი შემოსევები გამოიწვია.

840–842 წლებში ხალიდ იბნ-იაზიდი ორჯერ შემოესია საქართველოს. არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების კოალიცია, რომელშიც შევიდნენ: კახეთის ქორეპისკოპოსი სამოელი, თბილისის ამირაგუარამ მამფალი და არმენიის სპარაპეტი სმბატ აშოტის ძე ბაგრატუნი.

პირველად არაბებმა ჰერეთის გავლით შეაღწიეს კახეთში, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს კახეთის ლაშქართან ბრძოლაში, რომელიც სოფ. გავაზთან გაიმართა. შემდეგ ხალიდ იბნ-იაზიდმა ჯავახეთში ილაშქრა, სადაც დაიღუპა კიდეც.

ბაღდადის ხალიფამ, რომელსაც არ სურდა მარცხთან შერიგება, ამიერკავკასიის ურჩი პოლიტიკური ერთეულების დასჯის მიზნით ახალი ლაშქრობა მოაწყო. 853 წელს საქართველოში შემოიჭრა უზარმაზარი არმია ბუღა თურქის ხელმძღვანელობით.

არაბებმა პირველი დარტყმა თბილისის საამიროს წინააღმდეგ მიმართეს. ბუღა თურქმა სასტიკად დაარბია თბილისი — მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 50 ათასი თბილისელი დაიღუპა.

ბუღა თურქი ან ბუღა ალ-ქაბირ ალ-შარაბი[1] (?-862/868 წ.) — IX საუკუნის თურქული წარმომავლობის აბასიანთა მთავარსარდალი ალ-ვასიკისა და ალ-მუთავაქილის დროს.

ხალიფა მუთავაქილმა (847-861თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის არწრუნის ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა საქართველოს შემოესია. ბუღა თურქის ბოლო შემოსევა საქართველოში იყო 854 წელს, სარდალმა საქართველოს სამხრეთი ნაწილი ააოხრა.

თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში"

853 წლის აგვისტოს დამდეგი იყო. თბილისის სანახებს მიუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი ხალიფა მუთავაქილის (847-861) თურქული გვარდიის სარდლის, ბუღა უფროსის, იმავე ბუღა თურქის მეთაურობით. სამიზნე იყო თბილისის ამირა, ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაელის ძედ უხმობდნენ.


X საუკუნის არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი ალ-მასუდი წერდა: "და იყო თბილისში კაცი, სახელად ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელიც მასთან მყოფი მუსლიმების დახმარებით ბატონობდა მეზობელ ხალხებზე. ისინი ემორჩილებოდნენ მას და უხდიდნენ სულად გადასახადს - ჯიზიას".

35
წლით ად­რე ის­ჰაკ­მა, ხა­ლი­ფას ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე, მი­ი­ტა­ცა თბი­ლი­სი და გახ­და უზურ­პა­ტო­რი, არა­ბუ­ლად - მუ­თა­ღა­ლი­ბი. ნი­ჭი­ე­რი და ენერ­გი­უ­ლი იყო ამი­რა. კა­ხეთ­ში წა­ნა­რე­ბი ერ­თ­გულ მო­კავ­ში­რე­ე­ბად ჰყავ­და, ხო­ლო ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, და­ღეს­ტან­ში ზურგს უმაგ­რებ­და სა­რირ­თა სა­მე­ფოს მბრძა­ნე­ბე­ლი, რომ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც ცო­ლად შე­ირ­თო. მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც ვა­ნან­დ­ში - ყარ­სის 
რა­ი­ონ­ში, სო­ფელ კან­ჭ­კა­ქარ­თან და­ა­მარ­ცხა და უკუ­აგ­დო ბი­ზან­ტი­ელ­თა ლაშ­ქა­რი.


ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორი აქბარი (მხატვარი მანოსარი, მოგოლთა სკოლის წარმომადგენელი)
ფოტო: ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორი აქბარი (მხატვარი მანოსარი, მოგოლთა სკოლის წარმომადგენელი)
fb


ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში ის­ჰა­კი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და 842 წლი­დან, რო­ცა თბი­ლი­სი გა­ი­ა­რა და იქ შე­ჩერ­და სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნი. ხა­ლი­ფა ვა­სიკს (842-847) ესიზ­მ­რა, რომ სადღაც შორს, ჩრდი­ლო­ეთ­ში, ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის მი­ერ აშე­ნე­ბუ­ლი მძლავ­რი ზღუ­დე გა­ან­გ­რი­ეს ზღაპ­რულ­მა არ­სე­ბებ­მა გოგ­მა და მა­გოგ­მა, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ დი­დი უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. ეს ზღუ­დე, რო­გორც მკვლევ­რებ­მა გა­არ­კ­ვი­ეს, ჩი­ნე­თის დი­დი კე­დე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვა­სიკ­მა ამ ამ­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად ზაფხულ­ში წარ­გ­ზავ­ნა ექ­ს­პე­დი­ცია სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნის (თარ­ჯიმ­ნის, მთარ­გ­მ­ნე­ლის) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ის პო­ლიგ­ლო­ტი იყო და 30 ენა მა­ინც იცო­და.


ხა­ლი­ფამ სა­ლამს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­გ­ზავ­რი გა­ა­ყო­ლა და სამ­გ­ზავ­როდ საკ­მაო ფუ­ლიც გა­დას­ცა. სა­ლა­მი სა­მა­რა­დან - სა­ხა­ლი­ფოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი დე­და­ქა­ლა­ქი­დან - და­ად­გა გზას და რო­ცა 410 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა, თბი­ლის­ში შე­ვი­და. მან ის­ჰაკს გა­დას­ცა ვა­სი­კის სა­რე­კო­მენ­და­ციო ბა­რა­თი, რო­მელ­შიც ხა­ლი­ფა ამი­რას­გან ითხოვ­და, დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა მის­თ­ვის. ის­ჰაკ­მა, თა­ვის მხრივ, ასე­თი­ვე ბა­რა­თე­ბით მო­ა­მა­რა­გა სა­ლა­მი, რო­მე­ლიც და­ღეს­ტ­ნი­დან ხა­ზა­რეთ­ში გა­და­ვი­და. 16 თვის შემ­დეგ მან მი­აღ­წია ჩი­ნე­თის დიდ კე­დელს და რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ გო­გი­სა და მა­გო­გის სა­შიშ­რო­ე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას არ ემუქ­რე­ბო­და, მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუნ­და სა­მა­რა­ში. ამის შე­სა­ხებ, თა­ვად სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნის­გან მოგ­ვითხ­რო ცნო­ბილ­მა არაბ­მა გე­ოგ­რაფ­მა იბნ ხორ­დად­ბეჰ­მა. ამ ამ­ბავს შემ­დეგ სხვა არა­ბი ავ­ტო­რე­ბიც იმე­ო­რებ­დ­ნენ.


წარ­მა­ტე­ბებ­მა გა­ა­თა­მა­მეს ის­ჰა­კი. მან არაბ­თა დი­დი პრო­ვინ­ცი­ის, არ­მი­ნი­ის მფლო­ბე­ლის (სა­ჰიბ) ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო (ან მი­ით­ვი­სა). მე­ზო­ბელ ხალ­ხებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბა გა­უტ­კ­ბა, მათ­გან შე­მო­სუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მი­ტა­ცე­ბაც და­იწყო და სა­ხა­ლი­ფო ხა­ზი­ნა­ში აღა­რა­ფერს გზავ­ნი­და. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლი, რის პა­ტი­ე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამი­ტომ ხა­ლი­ფე­ბი მის წი­ნა­აღ­მ­დეგ დამ­ს­ჯელ ექ­ს­პე­დი­ცი­ებს გზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ შე­უ­პო­ვა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­ით ის­ჰა­კი ახერ­ხებ­და ამი­რას ტახ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.


აბულ-ლ ფაზლი ფადიშაჰ აქბარს გადასცემს წიგნს
ფოტო: აბულ-ლ ფაზლი ფადიშაჰ აქბარს გადასცემს წიგნს
fb


ასე გაგ­რ­ძელ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილ­მა მის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ გაგ­ზავ­ნა ბუ­ღა თურ­ქი. 80 წელს იყო მი­ტა­ნე­ბული სა­ხა­ლი­ფოს მთა­ვარ­სარ­და­ლი. დი­დი ცოდ­ნი­თა და გა­ნათ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ჰქონ­და სამ­ხედ­რო ნი­ჭი, ომებ­ში თა­ვი გა­მო­ე­ჩი­ნა და სი­მა­მა­ცით იყო გან­თ­ქ­მუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და არა­ერთ სამ­ხედ­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში, ებ­რ­ძო­და აჯან­ყე­ბულ ხუ­რა­მი­ტებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ხა­ლი­ფას და­უ­მორ­ჩი­ლა ჰი­ჯა­ზი და გან­მ­დ­გა­რი წმინ­და ქა­ლა­ქე­ბი - მე­ქა და მე­დი­ნა, ებ­რ­ძო­და ბი­ზან­ტი­ე­ლებს. ცნო­ბი­ლი არა­ბი ის­ტო­რი­კო­სი ას-სა­ფა­დი წერ­და, რომ "ბუ­ღა მო­ნა­წი­ლე­ობ­და მრა­ვალ შე­ტა­კე­ბა­სა და ომ­ში, თა­ვა­დაც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ბრძო­ლებს. მაგ­რამ ერ­თხე­ლაც არ აუს­ხამს აბ­ჯა­რი და ერ­თი ჭრი­ლო­ბაც კი არ მი­უ­ღია ბრძო­ლებ­ში". მა­ნამ­დე, 852 წელს ბუ­ღამ სი­სას­ტი­კით ჩა­ახ­შო ხა­ლი­ფას წი­ნა­აღ­მ­დეგ სომ­ხე­ბის აჯან­ყე­ბა, მო­ა­ოხ­რა სა­სუ­ნი, ხუ­თი, ვა­ნის ტბის სა­ნა­პი­რო­ე­ბი, სომ­ხე­თის სხვა მხა­რე­ე­ბი და თბი­ლი­სის­კენ და­იძ­რა. მის ლაშ­ქარ­ში, თურ­ქი გვარ­დი­ე­ლე­ბის გარ­და, იყ­ვ­ნენ სამ­ხ­რეთ ეგ­ვიპ­ტე­ში მცხოვ­რე­ბი მაღ­რი­ბე­ლე­ბი, შთა­მო­მავ­ლე­ბი არა­ბი ემიგ­რან­ტე­ბი­სა. ბუ­ღას თან ახ­ლ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი სარ­და­ლი ზი­რაქ ათა-თურ­ქი და სო­მე­ხი მთა­ვა­რი სმბატ ბაგ­რა­ტუ­ნი.


ბუ­ღა მი­უ­ახ­ლოვ­და თბი­ლისს, რო­მე­ლიც ის­ჰაკს სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სოღ­დე­ბი­ლი - მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მი­ად­გა ქა­ლაქს. მან ის­ჰაკს შე­უთ­ვა­ლა, დამ­ნებ­დი და მე­ახ­ლეო. - მე ყო­ველ­თ­ვის ხა­ლი­ფას მორ­ჩი­ლი ვი­ყა­ვი. თუ ფუ­ლი და ხარ­კი გინ­და, გა­მო­გიგ­ზავ­ნი, მაგ­რამ პი­რა­დად არ მო­ვა­ლო. ამი­რამ იცო­და, რას ნიშ­ნავ­და ბუ­ღას­თან მის­ვ­ლა. და­პა­ტიმ­რე­ბა და სა­მა­რა­ში გაგ­ზავ­ნა არ ას­ც­დე­ბო­და. იქ კი უეჭ­ვე­ლად სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯიდ­ნენ. ამი­ტო­მაც უარ­ზე დად­გა და ომის­თ­ვის მო­ემ­ზა­და. მან სა­გან­გე­ბოდ გა­ა­მაგ­რა თა­ვი­სი რე­ზი­დენ­ცია სოღ­დე­ბილ­ში - დღე­ვან­დე­ლი მე­ტე­ხის ად­გი­ლას, ჯა­რიც საკ­მა­რი­სად ჰყავ­და და იმის იმე­დიც ჰქონ­და, რომ ქარ­თ­ვე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ალ­ყა არ აში­ნებ­და, რად­გა­ნაც სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე უხ­ვად მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ხი­ფათს თა­ვი­დან აიცი­ლებ­და. მაგ­რამ ამ­ჯე­რად აღარ გა­უ­მარ­თ­ლა.


853 წლის 5 აგ­ვის­ტოს, ბუ­ღას ბრძა­ნე­ბით, მის­მა მე­ომ­რებ­მა ნავ­თობ­მ­ტყორ­ც­ნელ­თა სა­გან­გე­ბო ერ­თე­უ­ლი­დან (ნაფ­ფა­ტუნ) თი­ხის ქოთ­ნე­ბი ნავ­თით გა­ავ­სეს, ცეცხ­ლი წა­უ­კი­დეს და მან­ჯა­ნი­კე­ბით თბი­ლისს და­უ­ში­ნეს. ფიჭ­ვის ხით ნა­გებ სახ­ლებს ცეცხ­ლი სწრა­ფად მო­ე­დო. ამო­ვარ­დ­ნილ­მა ქარ­მა ხან­ძა­რი მთე­ლი ძა­ლით გა­ა­ჩა­ღა. ამის შემ­ხედ­ვა­რე ის­ჰაკ­მა ბუ­ღას სარ­დალ­თან - თურქ ზი­რაქ­თან ბრძო­ლა შეწყ­ვი­ტა და ქა­ლაქს მი­ა­შუ­რა. სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი წარ­მო­უდ­გა. მი­სი სა­სახ­ლე და შე­მო­გა­რე­ნი ცეცხ­ლის ალ­ში გახ­ვე­უ­ლი­ყო. ხან­ძარ­მა და­ზაფ­რა ქა­ლა­ქის დამ­ც­ვე­ლე­ბი და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის უნა­რი და­უ­კარ­გა მათ. შედ­რ­კა ამი­რაც.


ერ­თი პი­რო­ბა უნ­დო­და, სამ­შ­ვილ­დე­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო, მაგ­რამ მე­რე გა­და­ი­ფიქ­რა. ზი­რაქს შე­უთ­ვა­ლა, - მო­დი და შე­მიპყა­რიო. ზი­რაქ­მა არ და­ი­ჯე­რა და მხო­ლოდ მა­შინ გა­ე­შუ­რა მის­კენ, რო­ცა მე­სა­მედ ეახ­ლა ამი­რას მო­ცი­ქუ­ლი. ის­ჰა­კი და მი­სი ვა­ჟი ამ­რი გა­ბაწ­რუ­ლი მიჰ­გ­ვარს ბუ­ღას. ახ­ლა ბუ­ღას გა­ო­ცე­ბის ჯე­რი დად­გა. თო­მა არ­წ­რუ­ნის ცნო­ბით, მას ის­ჰა­კის აჯან­ყე­ბა ისე არ გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, რო­გორც მი­სი უაზ­რო და­ნე­ბე­ბა. მან ბრძა­ნა, სას­წ­რა­ფოდ და­ე­სა­ჯათ სიკ­ვ­დი­ლით დიდ­თა­ვა, შავ­გ­რე­მა­ნი, ბას­მით შე­ღე­ბი­ლი წვერ-ულ­ვა­ში­ა­ნი, მე­ლო­ტი და ელა­მი, ზონ­ზ­რო­ხა მო­ხუ­ცი. სას­ჯე­ლი აღას­რუ­ლა ბუ­ღას მო­ად­გი­ლე ღა­მუშ­მა. ის­ჰა­კის უსუ­ლო სხე­უ­ლი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, ხო­ლო თა­ვი მარ­გილ­ზე ჩა­მო­აც­ვეს და შემ­დეგ ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილს გა­უგ­ზავ­ნეს, მის ქვრივ­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად. რო­დე­საც ამი­რას თა­ვი ნა­დი­მი­სას მი­არ­თ­ვეს ხა­ლი­ფას, წა­მოდ­გა ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი ალი იბნ ალ-ჯაჰ­მი და ექ­ს­პ­რომ­ტად წარ­მოთ­ქ­ვა ვრცე­ლი კა­სი­და (აქ მო­ტა­ნი­ლია პირ­ვე­ლი ხუ­თი სტრი­ქო­ნი):

კე­თი­ლი იყოს შე­ნი მოს­ვ­ლა,
ვი­თარ­ცა დეს­პ­ნის,
ის მო­ი­ტა­ნე, შუ­რის­გე­ბის რომ
მოკ­ლავს წყურ­ვილს,
და გან­მარ­ტე­ბას რომ არ ითხოვს
სა­ერ­თოდ იგი,
თა­ვი ის­ჰა­კის, ის­მა­ი­ლის ძის,
ძლე­ვა თბი­ლი­სის და სუღ­და­ბი­ლის...
ამ კა­სი­დის­თ­ვის ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილ­მა პო­ეტს 30 ათა­სი დირ­ჰე­მი უბო­ძა.

* * *
ამი­რა ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ბუ­ღა თურ­ქის მი­ერ თბი­ლი­სის აღე­ბა, ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მა იყო არა მხო­ლოდ არა­ბულ მწერ­ლო­ბა­ში. მის შე­სა­ხებ წერ­დ­ნენ არა­ბი გე­ოგ­რა­ფე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ბი­ოგ­რა­ფე­ბი და კოს­მო­ლო­გე­ბი, პო­ე­ტუ­რი და სხვა ტი­პის ან­თო­ლო­გი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ უნ­და იყოს, რომ თე­მა ის­ლა­მურ მხატ­ვ­რო­ბა­შიც გაგ­რ­ძელ­და. მაგ­რამ ეს მოხ­და ის­ჰა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან დი­დი ხნის შემ­დეგ.

1585 წლებ­ში ინ­დო­ე­თის დიდ მო­გოლ­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს იმ­პე­რა­ტორ­მა აქ­ბარ­მა (1542-1605) ბრძა­ნა, შე­ედ­გი­ნათ მთე­ლი ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს ის­ტო­რია მო­ცი­ქულ მუ­ჰა­მა­დის სიკ­ვ­დი­ლი­დან - ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რის გა­მოც მას ეწო­და "ა­თას­წ­ლე­უ­ლის ის­ტო­რი­ა" (თა"რიხ-ი-ალ­ფი). ამ თხზუ­ლე­ბას, რომ­ლის არას­რუ­ლი ნუს­ხე­ბი და­ცუ­ლია ინ­დო­ე­თი­სა და ევ­რო­პის არ­ქი­ვებ­ში, ყვე­ლა სხვა ის­ტო­რია უნ­და შე­ეც­ვა­ლა.


ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა. ილუსტრაცია დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორის, აქბარის ბრძანებით შედგენილი ისლამური სამყაროს
ფოტო: ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა. ილუსტრაცია დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორის, აქბარის ბრძანებით შედგენილი ისლამური სამყაროს
fb


იმ­პე­რა­ტო­რი აქ­ბა­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მხატ­ვ­რო­ბით. მის კარ­ზე მუ­შა­ობ­და ასო­ბით ინ­დო­ე­ლი და მუს­ლი­მი მხატ­ვა­რი, რომ­ლე­ბიც ამ­ზა­დებ­დ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზი­სა და ხა­რის­ხის ხელ­ნა­წე­რებს. ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლია "ა­თას­წ­ლე­უ­ლის ის­ტო­რი­აც". მის პირ­ველ ტო­მებ­ში, რომ­ლე­ბიც და­წე­რა მუ­ლა აჰ­მად ათ-თა­თა­ვიმ, შე­ვი­და ბუ­ღა თურ­ქის მი­ერ თბი­ლი­სის აღე­ბა და ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯაც, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ამ­ბა­ვი ის­ლა­მის ის­ტო­რი­ა­ში, სა­თა­ნა­დო ფე­რა­დი ილუს­ტ­რა­ცი­ით. ეს მი­ნი­ა­ტუ­რა, ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მი­დან, 2008 წელს მო­ვი­პო­ვეთ პრო­ფე­სორ ზა­ზა სხირ­ტ­ლა­ძის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით, იმ დრო­ის­თ­ვის მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის - ელე­ო­ნო­რა სიმ­სი­სა და ვა­ლენ­ტი­ნა ტა­ლი­ა­ნის თა­ვა­ზი­ა­ნი დახ­მა­რე­ბით. მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ და მი­ნი­ა­ტუ­რა ყო­ველ­გ­ვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე მოგ­ვა­წო­დეს.


მი­ნი­ა­ტუ­რა სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. მე­ო­რე, შუა ნა­წილ­ში, ის­ჰა­კის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯას ასე­თი კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს (პრო­ფე­სორ ჯემ­შიდ გი­უ­ნაშ­ვი­ლის თარ­გ­მან­ში):
"ბუ­ღამ ალ­ყა შე­მო­არ­ტყა ქა­ლაქ თიფ­ლისს. მი­სი ლაშ­ქ­რის მე­თა­უ­რი იყო ზი­რაქ თა­რი (სიც. თურ­ქი). იმ ქა­ლა­ქის ვა­ლი ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლი ქა­ლა­ქი­დან გა­მო­ვი­და და დი­დი ბრძო­ლა გა­მარ­თა. ბო­ლოს იგი ბუ­ღას ჩა­უ­ვარ­და ხელთ, რო­მელ­მაც მყის­ვე მოჰ­კ­ვე­თა მას თა­ვი და ქა­ლა­ქი გა­დაწ­ვა".
მი­ნი­ა­ტუ­რა­ზე ჩანს თბი­ლი­სის ამი­რა, ფეხ­შიშ­ვე­ლი, და­ჩო­ქი­ლი და ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი, იმ პო­ზა­ში, რო­მე­ლიც დღემ­დეა მი­ღე­ბუ­ლი სიკ­ვ­დილ­მის­ჯილ­თათ­ვის ზო­გი­ერთ არა­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ, სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ის­ჰა­კის უკან ღა­მუ­შია, გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი ხმლით, მზად­ყოფ­ნა­ში - თა­ვი მოჰ­კ­ვე­თოს ამი­რას.

ასე შე­ვი­და თბი­ლი­სის ამი­რას ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლი ის­ლა­მურ მხატ­ვ­რო­ბა­ში.


გო­ჩა ჯა­ფა­რი­ძე

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#48




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0