სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1030-იანი წლები კვირიკე III (კახეთის მეფე) ოვსთა მეფის  ურდურეს დამარცხება
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

1030-იანი წლები კვირიკე III (კახეთის მეფე) ოვსთა მეფის ურდურეს დამარცხება

კახეთ-ჰერეთის მეფემ თავის მეორე

მოწინააღმდეგეს, ოსთა მეფესაც სძლია. XI საუკუნის

30-იანი წლების შუა ხანებში ოსთა მეფე ურდურემ

კავკასიონი გადმოლახა და თიანეთში შემოიჭრა,

კახეთის აოხრება დაიწყო. კვირიკემ ლაშქარი

შეკრიბა და სასტიკად დაამარცხა ოსთა ჯარი.

ბრძოლისას დაიღუპა თავად ურდურეც.

კვირიკეს დროს სამეფოს დედაქალაქი თელავი

გახდა. მეფე ყურადღებას არც თიანეთს აკლებდა,

რომელიც მანამდე კახეთის საქორეპისკოპოსოს

პოლიტიკური ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილი

აღნიშნავდა: „ჰყო სასახლე თიანეთისა ხელოვანი,

ამანვე ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა

და ჰერეთისა. განმდიდრდა კვირიკე და მოირჭმა

ყოვლითურთ“. სწორედ კვირიკეს მმართველობისას

აიგო ალავერდის საკათედრო ტაძარი, ერთერთი უდიდესი ქართული არქიტექტურული ძეგლი,

ნაცვლად იმავე ადგილას არსებული წმიდა გიორგის

ძველი და პატარა ეკლესიისა.

1037 წელს საქართველს მეფემ ბაგრატ IV-მ

ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით ალყა შემოარტყა

თბილისს. მალე მასთან გამოცხადდა კვირიკე დიდი

თავისი მხედრობით და დახმარება შესთავაზა. 

 ურდურე გონიერი კაცი იყო. ეს თურმე შეიშურეს არაბებმა. ამათ ისურვეს მისი დამცირება და დაუძლურება. ამის ოსტატობასაც შეუდგნენ. იგი გადაჰკიდეს ჯერეთ თვის მოსამზღვრე, მთის ერს, ჩერქეზთ, ჩეჩენთ და ლეკთაც, მაგრამ იქ ოსეთის სავნოდ არა იქმნა რა. ყველგან ურდორე იმარჯვებდა. არაბებმა მერე სხვა ხერხი მოიგონეს. ურდორე მეფე გადაჰკიდეს კახეთის მეფე კვირიკეს. ამას ითხოვდა არაბთა პოლიტიკა, რომ კახეთი გაერთიანებულის ძალით არ დაწინაურებულიყოს, არამედ ყოველთვის რყევაში ყოფილიყოს. ასე ყოფნა მათთვის საჭირო იყო. შემცდარმა ურდორე მეფემ დაიწყო კახეთზედ ნავარდობა, გალაშქრება, ხალხის ხოცვა, ურდორეს ჰკითხავნენ ამის მიზეზს, იგი არას ამბობდა, ხოლო არაბთაგან კი ოსებს შემდეგი ანბავი ეძლეოდათ. კახთა მეფე კვირიკე გვთხოვს, რომ ჩვენ მის საქმეებში არ ჩავერიოდ. იგი აპირებს, რომ ოსეთზედ გადავიდეს, დაიპყრას ოსნი, მერე კახეთიც და ოსეთიც ჩვენ შეგვერთოს რჯულით, შემდგომ ოსეთის ესევე კვირიკე დაიჭერს ქართლის ხალხს, თფილისსაც, ამ ხალხის გათათრებასაც გვპირდება. ესე ასმენდნენ ოსებს კვირიკეს შესახებ, კვირიკესაც რასაკვირველია ამ გვარად ატყუილებდნენ. საქმე ისე ოსტატურად ეჭირათ არაბებს, რომ ამას ვერც ოსნი მიხვდნენ და ვერც კახელნი. ჩვენდა სამწუხაროდ, ოსთა და კახელთა გაურკვევლობით, კახეთსა და ოსეთში ბევრი რამ უბედურებანი ხდებოდა არაბ- თა გავლენით და მოტყუილებით. მაგრამ ბოროტებას არსაიდამ შეტყობა არ ეძლეოდა. არაბთა მოხერხებამ იქამდის მიახწია, რომ ბოლოს კახთა და ოსთა მეფე ურდურე მსხვერპლნიც იქმნენ, – ერთმა მეორე მოკლა, მერე მკვლელი მეფე კიდევ მოკლულის მონამ მოკლა და ამით გაიმართა არაბებისათვის სანატრი კახთა და ოსთა ბრძოლა და სისხლის ღვრა. XI საუკ. არაბთაგან ბევრი რამ ხდებოდა კახეთსა და ოსეთში. მათ ნაქნართ საქმეების შესახებ ყველაზედ ვერ ვისაუბრებთ. მოვიყვანთ ზოგი რამ ცნობათა ახსნას და ნამეტურ ერთ გარემოებას, რაც კი ოსეთის XI საუკუნის ისტორიას შესახება. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0