სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
451 წელი ალანებმა კასპიდან მოიტაცეს 9 წლის ვახტანგ გორგასალის 3 წლის და
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

451 წელი ალანებმა კასპიდან მოიტაცეს 9 წლის ვახტანგ გორგასალის 3 წლის და

 ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი. 

ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.
 სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.

ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.

ალანები (ძვ-ბერძნ. Ἀλανοί, ლათ. Alani, Halani, ირან. Aryāna–დან - «არიული", "კეთილშობილური») — მომთაბარე ირანული ტომები სკვითო-სარმატული წარმოშობით, წერილობით წყაროებში მოიხსენიებიან ახ. წ. I საუკუნეში.

ალანების ნაწილმა IV საუკუნის ბოლოდან, მიიღო მონაწილეობა ხალხთა დიდ გადასახლებაში, როდესაც იმ დროს, როგორც დარჩენილები გადავიდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე, კავკასიის მთისწინეთში. რაც ალანთა ტომური კავშირის და ადგილობრივი კავკასიური ტომების გაერთიანების საფუძველი გახდა, ცნობილი როგორც ალანია, ცენტრალურ წინაკავკასიაში ადრეულ ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება თათარ–მონღოლთა შემოსევებამდე. IV საუკუნისთვის გოთებში ინტეგრირებული ევროპელ ალანთა გარდა, ცნობილია ალანთა 5 დამოუკიდებელი მსხვილი ჯგუფი: ბასილები (ბარსილები, მასკუტები), მასაგეტები, თერგის ალანები, ტანაიტები და ყირიმის ალანები (ტავროსკვითები). ჩრდილოკავკასიაში V საუკუნეში ცხოვრობდა 4 ალანური გაერთიანება. კავკასიური ალანების 4 მსხვილ ჯგუფად დაყოფა დაფიქსირებული აქვს იბნ-რუსტეს 5-6 საუკუნით გვიან.

ალანებს კავკასიაში ადგილობრივი ყობანური კულტურა დახვდათ. ალანებმა დაიპყრეს ისინი (დაპყრობილებს თავის სახელს არქმევდნენ და ენას ასწავლიდნენ). დამპყრობლები დაპრყობილებთან შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ – ამის შედეგია, რომ ოსებში კავკასიური გენეტიკა და კულტურა უფრო სჭარბობს, ვიდრე არიული, ხოლო ენაში ჩრდილოირანული და კავკასიური ელემენტები თანაბრადაა წარმოდგენილი. 378 წელს ჰუნებმა დაამარცხეს ალანები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში გაიყოლეს, სადაც მათ დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყეს. ისინი შევიდნენ ვესტ-გუთების გერმანულ კავშირში და სხვებთან ერთად 410 წელს აიღეს რომი, საიდანაც გადავიდნენ სამხრეთ გალიაში. აქ ისინი გამოეყვნენ ვესტგუთებს, დადეს ხელშეკრულება რომაელებთან და ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს 415 წლიდან 439 წლამდე. მათ მეფეს სამბიდი ერქვა. 457 წელს ახალი მეფე ბეორგორი რომაელებთან ერთად დამარცხდა ვანდალებთან ბრძოლაში ესპანეთში. ბეორგორი ლაშქრავდა ჩრდილო იტალიას, სანამ არ დაიღუპა ქ. ბერგამოსთან 464 წელს. ალანთა მეორე ნაწილი შეურთდა ვანდალებს 406 წელს, გადავიდნენ გალიაში და იქ გაიყვნენ. ნაწილი ისევ გადავიდა რომაელთა სამსახურში და გოარამის მეთაურობით დაფუძნდა მდინარეებს ლუარასა და სენას შორის. აქ უკვე იყო მრავალრიცხოვანი სარმატული კოლონიები და ალანების მოსვლის შემდეგ დაარსდა ჩრდილო-ალანური სამეფო 442 წელს, რომლის დედაქალაქი იყო ორლეანი. 450 წელს გოარამი მოკვდა და მეფე სანგიბანი გახდა, რომლის მეთაურობის ქვეშაც ალანები მონაწილეობდნენ რომაელების ჰუნებთან გადამწყვეტ ბრძოლში კატალაუნის ბრძოლაში 451 წლის 15 ივნისს. ალანთა ამ ნაწილის მეორე ნახევარი ვანდალებს შეურთდნენ და ჰაიზერიხის მეთაურობით ერთად გადავიდნენ ჩრდილო აფრიკაში. აქ ვანდალ-ალანების სახელწმიფომ იარსება 533 წლამდე და შემდეგ ბიზანტიამ გაანადგურა. ადგილზე დარჩენილი ალანების მთავარი საცხოვრებელი ადგილი კავკასია დარჩა მას შემდეგ, რაც ალანური სტეპები დაიპყრეს თურქებმა, შემდეგ კი ხაზარებმა VI საუკუნის შემდეგ. VI – XI საუკუნეებში ალანები გამუდმებით იბრძობდნენ ხაზარების და არაბების წინააღმდეგ. ალანიის მეფეებს ჰქონდათ ნათესაური კავშირები ბიზანტიელ, ქართველ, სომეხ და ხაზრ მეფეებთან, ალანიის დედაქალაქი იყო მაგასი. ქრისტიანობა ალანებმა X საუკუნის დასაწყისში მიიღეს. ჩრდილოეთით ჰქონდათ გუმბათოვანი ეკლესიები, ხოლო სამხრეთ მთიანეთში, ქართველების გავლენით, ბიზანტიურ-კანონიკური.

IX საუკუნეში სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინ-ფილოსოფოსი ალანებს იმ ხალხთა შორის მოიხსენიებს, რომელთაც "საკუთარი დამწერლობა აქვთ და ღმერთს საკუთარ ენაზე განადიდებენ". XIII საუკუნეში ფრანგი მისიონერი და მოგზაური ვილემ რუბრუკი ალანებთან ბერძნულად შესრულებულ წერილებს პოულობს. დღესდღეობით დამწერლობის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლია X საუკუნის ქვის ფილა ოსური წარწერით დიდი ზელენჩუკის ხეობიდან.

XII საუკუნიდან იწყება ალანთა დაქსაქსვა და დასუსტება. ჩრდილოეთით და დასავლეთით ისინი შეავიწროვეს თურქულმა ტომებმა – ყივჩაღებმა. 1225 წელს მონღოლეთის 30 ათსიანმა არმიამ ჩინგიზ ხანის მეთაურობით გაანდგურა ალანურ-ყივჩაღური არმია. ამ დროიდან ალანთა სტეპის ნაწილმა დაკარგა დამოუკიდებლობა, იგი მხოლოდ მთიან ნაწილში შემორჩა.

1394-1400 წ.წ-ში თემურ ლენგმა საბოლოოდ გაანადგურა ალანები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0