სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
484 წელი სპარსელების შემოსევა
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

484 წელი სპარსელების შემოსევა

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდანჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.

პეროზი (სპარს. پیروز یکم - გამარჯვებული; გ. 484) — სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი 459—484 წლებში, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი.

მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სისტანის პროვინციაში. მისმა უმცროსმა ძმამ, ჰორმიზდ III-მ მიიტაცა ტახტი, რის გამოც პეროზის განცვიფრება გამოიწვია. მან მალევე შემოიკრიბა იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჰუნები. აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდ III და სიკვდილით დასაჯა. ძმის დატყვევებაში პეროზს ჰუნები დაეხმარნენ. იმავე ჰუნებთან ომში გაიარა მისმა მთელმა მეფობამ. დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, 484 წელს.

როგორც აღწერილია ჰაგიორგაფიულ ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ პეროზ მეფის მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც შემდგომ ატროშანი მიიღო და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად.

მას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე — ვახტანგ გორგასალი484 წელს აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა ირანში.

მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0