სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11171

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1918 წელი რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება სოფ. ლასურია ცაგერი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

359       ბეჭდვა

1918 წელი რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება სოფ. ლასურია ცაგერი

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება, აჯანყება 1918წელს რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა მენშევიკთა ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა სოფელ ლასურიაში მოწვეულ ყრილობაზე სამაზრო ერობის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცაგერის გამაგრების დაწყება. გლეხების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც ი. სვანიძე მეთაურობდა, ხელთ იგდო ცაგერი და სამაზრო ხელისუფლება გააუქმა. მენშევიკურმა მთავრობამ ლეჩხუმში გვარდიელთა ეაზმი გაგზავნა ჯავშნოსანი ავტომობილის თანხლებით, მაგრამ ეს რაზმი გლეხებმა განაიარაღეს, ხოლო მისი მეთაური დ. დადეშქელიანი მოკლეს.

14 მარტს მთავრობამ ლეჩხუმის მაზრა კანონგარეშე გამოაცხადა. მენშევიკურმა გვარდიამ ჩაკეტა ლეჩხუმისაკენ მიმავალი ყველა გზა. აკრძალა ლეჩხუმში სურსათის შეტანა. ისედაც დამშეული მაზრა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მთავრობის ამ ღონისძიებებმა გლეხობა ვერ გატეხა. 15 მარტს ლეჩხუმის მაზრის სოფლის საბჭოებმა საქართველოს მშრომელებს მოუწოდეს დახმარებოდნენ აჯანყებულებს საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც დაიწყო მოძრაობა. საყოველთაო გამოსვლის შიშით მთავრობამ ბოიკოტი კი მოხსნა ლეჩხუმს, მაგრამ გვარდიელთა ახალი რაზმები გაგზავნა იქ. უთანასწორო ბრძოლების შემდეგ მთავრობის ჯარის ნაწილებმა ცაგერი აიღეს. გლეხებს იარაღი არ დაუყრიათ და ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ. ახალი ძალით იფეთქა აჯანყებამ რაჭაში. გლეხობამ მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების გადასვლა საბჭოების ხელში. აჯანყებულთა დასახმარებლად მივიდნენ სამეგრელოს გლეხთა რაზმი ალექსი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეგრელო-რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციური შტაბი, რომელშიც 5 კაცი შედიოდა. შტაბის ბრძანებით ონელ ვაჭრებს ფული გადაახდევინეს და ეს თანხა მშრომელთა სურსათით მომარაგების საქმეს მოახმარეს. ამავე დროს ამბროლაურში რაიონულ ყრილობაზე აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი. ვითარება გართულდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ გაიგზავნა გვარდიის ნაწილები, რომლებიც აჯანყებულებმა სოფელ ტვიშთან გაანადგურეს. ასევე დამარცხდა აჯანყებულთა წინააღმდეგ გაგზავნილი მეორე რაზმიც. გორგაღალასთან ბრძოლაში გლეხებმა მთავრობის ჯარს 15 კმ-ით უკან დაახევინეს. 2 კვირის უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, 23 აგვისტოს, აჯანყებულები დამარცხდნენ.

ლევან (ლეონტი) ბექირბის (კონსტანტინეს) ძე დადეშქელიანი (დ. 19 თებერვალი, 1873 — გ. 26/28 თებერვალი, 1918) — ქართველი პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე; ცხუმარელ დადეშქელიანთა წარმომადგენელი.

დადეშქელიანი ძირითადად ქუთაისსა და ცაგერში ცხოვრობდა. 1890-იანი წლებიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სვანეთში განათლების პრობლემებზე, აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „დროება“, „მოგზაური“ და სხვ.). ზოგჯერ წერდა ლევან დადეშკელიანის სახელით, ასევე ფსევდონიმებითაც („ლე- და-“, „ლ. დ.“, „დაშდან-გელან“, „დაგდაშან-გელან-სვანი“, „ბუნებით სვანი“). იყო ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა საკრებულოს წევრი (1900-1905). ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მცდელობას სამეგრელო-სვანეთის დაწყებით სკოლებში ქართულენოვანი სწავლება ადგილობრივი ენებით ჩაენაცვლებინა. ახლოს იყო სოციალ-დემოკრატებთან. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისის გუბერნიაში, აგიტაცია-პროპაგანდას ეწოდა ლეჩხუმსა და სვანეთში. აჯანყების ჩახშობის დროს სადამსჯელო რაზმებმა გადაწყვეს მისი სახლ-კარი ლეჩხუმში. დაპატიმრებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მოახერხა გაქცევა და თურქეთს თუ სპარსეთს შეაფარა თავი. 1909 წელს იყო თბილისური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „იალქნის“ რედაქტორი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. არჩეული იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრად. 1918 წლის თებერვალში ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევვიკების მიერ ორგანიზებული ამბოხების დროს თან ახლდა სამთავრობო ჯარს. გლეხებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი მოკლეს ბოლშევიკებმა. დაკრძალეს ქუთაისის საკ­რებულო ტაძარში (1924 წელს ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავის ბედი უცნობია).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0