სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო. სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო. სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო.

1898-1993 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯიქია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო.

სერგი ჯიქია (დ. 20 ოქტომბერი1898 — გ. 1993) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი


დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დასციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი, 1945–1953 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე.


სერგი ჯიქიას სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია.

სერგი ჯიქიას ფუნდამენტური ნაშრომებია: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, „იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“, „თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი“. სერგი ჯიქიამ დიდი ამაგი დასდო ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. ის არის ლენინგრადსა და საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი. ვიკიპედია


დაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი; 1945-1953წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მისი ფუნდამენტური ნაშრომია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის პუბლიკაცია. დიდი ამაგი დასდო მან ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. იგი თურქული ქრესტომათიების ავტორია.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.568


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1975 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჯიქია - გვარის 30 ღვთისმსახური

1 0

ჯიქია ზოილე 1955-2023წწ კორცხელის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის, დედათა მონასტრი დაბ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი

2 0

ჯიქია ლაზარე დაბ. 1984წ. დეკანოზი ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი დაბ. სოფ. ჭაქვინჯში, ზუგდიდი

2 0

ჯიქია გიორგი დავითის ძე (დ. 1950) საქართველოს გენერალი დაბ. ჩოხატაური გურია

1 0


ვალერი ჯიქია 1951-2023წწ ვეტერანი დაბ. სოფ აჩადარა სოხუმი

2 0

ვახტანგ ხუხუტის ძე ჯიქია 1952-1992წწ 14/11/92წწ გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ კინდღი ოჩამჩირე

2 0


ტარიელ ევგენის ძე ჯიქია 1955-93წწ გარდ. სოფ. ფოქვეში ოჩამჩირე დაბ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


რევაზ ჯიქია 1959-93წწ. გარდ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


მერაბ ჯიქია გარდ. 16/03/1993წ. აფხაზეთში დ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი

2 0


დავით ჯიქია დაზმერის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. რიყე ზუგდიდი სამეგრელო

2 0