სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.2 გიორგი I (998-1027) 1014 -1027 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

998-1027 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

3.2 გიორგი I (998-1027) 1014 -1027 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

გიორგი I (დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო. 1027) — საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე. გიორგი I-ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლიდა ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებდა მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურდა მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნებისათვის საუკეთესოდ იყენებდა დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და ათავისი ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“ შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ბიზანტიისათვის, რომელიც აქედან ავრცელებდა თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე , ისე საქართველოსათვის, რათა თავისი მიზნები განეხორციელებინა. ამიტომ გიორგი იწყებდა შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოს დასაბრუნებლად. გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაცილეს და იქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის; მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთი და ბასილი II (976-1025 წწ.) ოთხი წლის მანძილზე მათთან ომს აწარმოებდა. გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II -მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადაო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023 წლებში. გიორგი I-მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ იმიერტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთანაც, რომლის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გიორგი I-მა საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაკიმთან და ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა — გარდაიცვალა ალ-ჰაკიმი, ალბათ სწორედ ამან განაპირობა გიორგის წარუმატებლობა. 1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში. მოწინააღმდეგეები ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა, ქალაქი ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს „უკანმავალ“ ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი „ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“. უკანდახეულ ქართველებს ბიზანტიელები გამოედევნენ და თან ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ „ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი“. იმპერატორმა „ასწყუიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. თრიალეთით უკუმოიარა ჯავახეთი და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი“. გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა, სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ ცნობა მიიღო, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მათთან კავშირი ჰქონდა. მან აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა, თუმცა იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო გიორგის და დაამარცხა. 1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი კი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. გიორგი I ამ მდგომარეობას არ შეეგუა და რევანშისათვის მზადება დაიწყო. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის, ნიკიფორე კომნენოსის, იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა. გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. ქართული წყარო „მატიანე ქართლისა“ მას შემდეგნაირად ახასიათებს: „სავსე ყოვლითა სიკეთითა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვანებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა“ იყო იგი „უშიში ვითარცა უხორცო“. მისი მეფობისას ფართო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთაში. მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, 1027 წელს, დაკრძალულია ქუთაისში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0