სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9030

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მწრთვნელი/მსაჯი
ვაჟა ბალხამიშვილი. დ.1958წ. დამსახურებული მწრთვნელი ძიუდო წარმ. სოფ. ჭორჭოხი ახალგორი სამაჩაბლო
ახალგორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

71       ბეჭდვა

ვაჟა ბალხამიშვილი. დ.1958წ. დამსახურებული მწრთვნელი ძიუდო წარმ. სოფ. ჭორჭოხი ახალგორი სამაჩაბლო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ვაჟა ბალხამიშვილი ნიკოლოზის ძე  დავიბადე ქ. თბილისში 1958 წლის 11 ივლისს. 

ნიკოლოზ ბალხამიშვილი პეტრეს ძე (მამა) დ.1911წ. 23 ოქტომბერი სოფ. ჭორჭოხიდან (ახალგორი) თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად 1936 წელს

1975 წელს ჩავირიცხე საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში (უნივერსიტეტი), რომელიც 1979 წელს წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დავამთავრე. 1977 წელს შევასრულე საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი.

1997 წელს საქართველოს სპორტის დეპარტამენტმა (სამინისტრომ) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მომანიჭა ძიუდოში.

მწვრთნელობის პირველივე დღიდან ჩართული ვარ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მომუშავე  სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფში.

ჩემს მიერ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღზრდილები არიან ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები: შალვა ჩოჩელი, ზაზა დაბრუნდაშვილი,  თამაზი ცოფურაშვილი, ჯონდო დაბრუნდაშვილი, კობა გურეშიძე, საბა გავაშელიშვილი, დავით ასუმბანი - 2010 წლის პარიზის გრან სლემის გამარჯვებული, ლაშა ტვილდიანი, ვანო ხუბაშვილი, გოგა გოგაშვილი, გიორგი ძებისაშვილი,გიორგი ნადირაშვილი. ევროპის ჭაბუკთა ოლიმპიური ფესტივალის პირველი გამარჯვებული საქართველოდან დავით ჯავახიშვილი. მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი. ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი 90 კგ-ში ნიკოლოზ შერაზადიშვილი სანამ უცხოეთში გააგრძელებდა სპორტულ კარიერას, 14 წლის ასაკამდე ჩემთან ვარჯიშობდა. მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებში 100 კგ წონით კატეგორიაში ვანო გიგილაშვილი.

ზაზა დაბრუნდაშვილი დ.1970წ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო გორი

დავით ასუმბანი დ.1987წ ევროპის ჩემპიონი ძიუდო მესტია სვანეთი

საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები ძიუდოში: ზაქარია შერაზადიშვილი, (მსოფლიოს ჩემპიონის ნიკოლოზ შერაზადიშვილის მამა),  გია გინტური, თემური ტაბატაძე, ბაკურ თურქაძე, გიორგი აბაშიძე, გიორგი ალექსიძე, მამუკა მახათაძე, გიგლა ალიბეგაშვილი, ამური აბუაშვილი, შალვა მრევლიშვილი, ჯულხა მათიკაშვილი.

აგრეთვე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღზრდილი მყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში: გელა ბარათაშვილი, დავით სვიმონიშვილი, გიორგი მეტრეველი, დათა ტატიშვილი, იმედა იმედაშვილი, შალვა მოსიაშვილი.

1984 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შემადგენლობაში ვარ. 1988-1991 წლებში მიწვეული ვიყავი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან სამუშაოდ. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი გერმანიის და ავსტრიის ძიუდოს კლუბებში.

  დღეს სამსახურებრივად ვმუშაობ სსიპ ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში ძიუდოს მწვრთნელად. ვარ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის ლექტორი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის თანამშრომელი და თბილისის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი. საქართველოში კოდოკან ძიუდოს სწავლბის კომისიის წევრი. ძიუდოს საერთაშორისო ფედრაციის და ევროპის ძიუდოს კავშირის მიწვევით და რეკომენდაციით, ჩართული ვარ მათ პროგრამებსა და საქმიანობაში. 2020 წლის 21 თებრვალს ოსტატობის კლასიფიკაციით, მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციის IJF - ს მირ მონიჭებული მაქვს ოსატაობის მე-6 დანი (ამ პერიოდისთვის ერთადერთი მწვრთნელებს შორის საქართველოში).



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 28.12.2020





გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

29 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

24 6 9


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

21 12 16


ნინო სალუქვაძე დ.1969წ. ოლიმპიური ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა წარმ. ოზურგეთი გურია

1 0

15 8 8


მწრთვნელი/მსაჯი


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0