სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.3 ბაგრატ IV (1018-1072)  1027 -1072 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

1018-1072 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

3.3 ბაგრატ IV (1018-1072) 1027 -1072 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

ბაგრატ IV (დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი. 1072) — საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. 1022-1025 მძევლად ბაგრატ IV(დაიბადა 1018 ან 1020 წელს) საქართველოს მეფე 1027 წლიდან. 1022–1025 წლებში მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 წელს დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა.


ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს: მათ საქართველოში გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული(გურგენ არტანჯულის ძე), რომელიც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა: მწარმოებელი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახალ მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა კლასობრივი ბრძოლით გართულდა. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე III გარდაიცვალა და ბიზანტიელებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს. ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმოსავლეთში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029–1030 წლებში ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატობის პატივი. ეს პოლიტიკური კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში, ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახალი შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული,  რომელიც ანაკოფიაში(აფხაზეთი) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დამთავრა. დედა-შვილმა 1032 წელს ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა. ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მოწვევით 1060–1065 წლებში საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სახელწოდებითაა ცნობილი. ბაგრატ IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაკრძალეს ჭყონდიდში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0