სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
დავით ლორთქიფანიძე 1905-1992წწ პედაგოგი, აკადემიკოსი. სალხინო, ვანი,  იმერეთი.

1905-1992 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ლორთქიფანიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

432       ბეჭდვა

დავით ლორთქიფანიძე 1905-1992წწ პედაგოგი, აკადემიკოსი. სალხინო, ვანი, იმერეთი.

დავით ონისიმეს ძე ლორთქიფანიძე 1905 წლის 18 მარტს დაიბადა სოფელ სალხინოში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი).


9 წლის იყო როცა მამა გარდაეცვალა და იზრდებოდა ობლობასა და სიღარიბეში. 1912 წელს ის შეიყვანეს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, 1918–1921 წლებში სწავლობდა ვანის ახლადგახსნილ გიმნაზიაში, ხოლო 1923 წელს დაამთავრა თბილისის მე-3 ჰუმანიტარულ-ტექნიკური (ყოფილი ქართული) გიმნაზია. 1923 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.

1924 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სოფელ თოხლიაურის დაწყებით სკოლაში.

1925 წელს გამოაქვეყნდა პირველი ბროშურა თემაზე — „გოგია უიშვილი, ლიტერატურული გასამართლება“. 1929–1936 წლებში ლუკა ციხისთავთან, შალვა სიხარულიძესთან და ვ. ბახტაძესთან თანაავტორობით ორ წიგნად გამოსცა „კლასთან ბრძოლის ისტორია“, სახელმძღვანელო ათწლედებისა და ტექნიკუმების უფროსი კლასებისათვის.


1937 წელს დავით ლორთქიფანიძემ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ის გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა ხარისხით: დოცენტად (1937–1948), პროფესორად (1943–1963), პედაგოგიკის კათედრის გამგედ (1963–1985), პროფესორ კონსულტანტად (1985 წლიდან).

1944 წელს რუსეთის სფსრ პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1947 წელს დავით ლორთქიფანიძე დაინიშნა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სადაც 1960 წლამდე იმუშავა.

1957 წლის 13 სექტემბერს დავით ლორთქიფანიძე აირჩიეს რუსეთის სფსრ პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად.

1968 წლის 2 თებერვალს ლორთქიფანიძე გახდა პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც არჩეულ იქნა პედაგოგიკის სპეციალობაში საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად, ხოლო 1974 წლის 4 მარტს ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.


1969-1970 წლებში დავით ლორთქიფანიძე, როგორც კომენიოლოგი, ბრატისლავის კომენსკის და პრაღის კარლოსის სახელობის უნივერსიტეტების სენატების მიერ არჩეულ იქნა ამავე უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად.

1975 წლიდან დავით ლორთქიფანიძე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წევრი და სახალხო განათლების სექციის თავმჯდომარე.

1988 წლის 20 სექტემბრის ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დავით ლორთქიფანიძეს მიენიჭა ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 1992 წლის 11 თებერვალს თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


დავით ლორთქიფანიძე 65 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. მან განვლო გზა დაწყებითი სკოლის მასწავლებლობიდან აკადემიკოსობამდე. დავით ლორთქიფანიძე ავტორია 200-ზე მეტი ნაშრომის, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ცნობილი პედაგოგების იაკობ გოგებაშვილისიან ამოს კომენსკის და კონსტანტინ უშენსკის ცხოვრების და ნაშრომების შესწავლას. 1952–1965 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, პედაგოგიკის კურსის ორიგინალური სახელმძღვანელო. მას ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული დიდაქტიკის სფეროში. მისი ნაშრომი „სწავლების პრინციპები, ორგანიზაცია და მეთოდები“ გამოცემულია მოსკოვსა და პრაღაში. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნასა და გამოცემაში.

დავით ლორთქიფანიძემ, პირველმა ქართველმა, დაიცვა პედაგოგიკის დარგში საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები თემებზე — „იან ამოს კომენსკის დიდაქტიკა“ (1941) და „კ. დ. უშინსკის პედაგოგიური მოძღვრება“. ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია და საერთოდ პირველი დისერტაცია საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.

აღსანიშნავია, რომ დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1933 წელს როცა ის ვანის რაიონის განათლების განყოფილების გამგე იყო რაიონის ცენტრში — ვანში რაიონის ყველა სოფლის მშობელთა მიერ გაღებული სახსრებით და შრომითი მონაწილეობით აგებული იქნა სკოლის ორსართულიანი კაპიტალური შენობა. მისივე ხელმძღვანელობით სოფელ სალხინოში დაწყებითი ოთხწლიანი სკოლა 1933 წელს გადაკეთდა შვიდწლედად.

დავით ლორთქიფანიძემ საკუთარი სახსრებითა და თავისი უბნის მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით სოფელ სალხინოში მდინარე სულორზე 1956 წელს ააგო სამთვლიანი წისქვილი „სიკეთე“.

მას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები: 2 „შრომის წითელი დროშის ორდერი“, „ხალხთა მეგობრობის ორდერი“, „საპატიო ნიშნის ორდერი“, აგრეთვე მრავალი მედალი, სიგელი და სხვა როგორც რესპუბლიკური ასევე საკავშირო. არის ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქე.

შრომები

  • გოგია უიშვილი: ლიტერატურული გასამართლება (თბილისი, 1925)
  • იან ამოს კომენსკის დიდაქტიკა (თბილისი, 1939)
  • იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა (თბილისი, 1940)
  • Дидактика Яна Амоса Коменского (მოსკოვი, 1941)
  • Педагогическое учение К. Д. Ушинского (თბილისი, 1950)
  • დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი (თბილისი, 1948)
  • კ.დ. უშინსკის პედაგოგიკური მოძღვრება (თბილისი, 1955)
  • Классик русской педагогики К. Д. Ушинский (მოსკოვი, 1954)
  • Принципы организации и методы обучения (მოსკოვი, 1957; პრაღა 1958)
  • ქართული პედაგოგიკის კლასიკოსი იაკობ გოგებაშვილი (თბილისი, 1965)
  • Ян Амос Коменский (თბილისი, 1970)
  • ქართული კულტურის მარგალიტი — ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ (თბილისი, 1976)
  • პედაგოგიკა სკოლის სასახურში (თბილისი, 1978)
  • დიდაქტიკა (უმაღლ. სასწ. დამხმარე კურსი) (თბილისი, 1981; მოსკოვი, 1982)


წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0