სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის ჩემპიონი
 სლავა მეტრეველი დ.1936წ. ევროპის ჩემპიონი ფეხბურთი წარმ.ონი რაჭა
ბმულის კოპირება

ევროპის ჩემპიონი

გვარი მეტრეველი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

სლავა მეტრეველი დ.1936წ. ევროპის ჩემპიონი ფეხბურთი წარმ.ონი რაჭა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
0
0

სლავა მეტრეველი (დ. 30 მაისი, 1936, სოჭი, აზოვ-შავიზღვისპირეთის მხარე — გ. 7 იანვარი, 1998, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. იცავდა მოსკოვის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[კომ. 1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976). საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის (1996) კავალერი


თავდამსხმელი

1953-1954 - სოჭის „სპარტაკი“

1955-1956 - გორკის „ტორპედო“

1956-1962 - მოსკოვის „ტორპედო“

1963-1971 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:

ევროპის ჩემპიონი: 1960

სსრკ ჩემპიონი: 1960, 1964

სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1957, 1961

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971

სსრკ თასი: 1960

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1964

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1960

სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 9-ჯერ მოხვდა: #1 - 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968; #2 - 1957

სსრკ ნაკრებში: 48 მატჩი, 10 გოლი (1958-1970)

სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1959)

სხვა ჯილდოები:

სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი - 1966

ღირსების ორდენი - 1996

*-ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების სიმბოლური ნაკრების წევრი ლევ იაშინთან (სსრკ), ვლადიმირ დურკოვიჩთან (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკთან (ჩეხოსლოვაკია), იოზეფ მასოპუსტთან (ჩეხოსლოვაკია), იგორ ნეტოსთან (სსრკ), დრაგოსლავ შეკულარაცთან (იუგოსლავია), მილან გალიჩთან (იუგოსლავია), ბორა კოსტიჩთან (იუგოსლავია), ვალენტინ ივანოვთან (სსრ) და ვიქტორ პონედელნიკთან (სსრკ) ერთად

*-1960 წლის 10 ივლისს, ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, 49-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. ფინალი სსრკ ნაკრებმა 2:1 მოიგო

*-1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში გამართულ „ოქროს მატჩში“, რომელშიც თბილისის „დინამომ“ 4:1 მოუგო მოსკოვის „ტორპედოს“, ერთი გოლი გაიტანა

*-პირველი ქართველია, რომელმაც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა. 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროს „მარაკანაზე“ ბრაზილიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მოგების 10 წლის იუბილე აღინიშნა. ბრაზილიამ 2:1 მოიგო, სლავა მეტრეველმა კი ესპანელი ამარო ამანსიო შეცვალა

*-ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს 3 ჩემპიონატში მონაწილეობდა: 1962 წელს ჩილეში, 1966 წელს ინგლისში და 1970 წელს მექსიკაში (განაცხადში იყო, არ უთამაშია)

*-1976-1977 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის თანაშემწე იყო, 1978-1979 წლებში კი გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი

*-1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებლი მწვრთნელის წოდება

*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, ასევე #3 ფეხბურთელად მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის შემდეგ

*-სოჭის სტადიონი (10200) მისი სახელობისაა. 2014 წლის დეკემბერში სტადიონის ტერიტორიაზე მისი ძეგლი დაიდგა

პირველი ადგილი()

ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16