სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9001

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.4 გიორგი II (1030-112) 1072-1089 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

1072-1089 წწ. გარდ. 17 წლის

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

3.4 გიორგი II (1030-112) 1072-1089 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

გიორგი II (დ. 1030-იანი წლების მეორე ნახ. — გ. 1112) — საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში, ბაგრატ IV-ის ძე.გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ საქართველოს მეფე 1072-1089წწ., ბაგრატ IV-ის ძე; მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა; 1073 წელს მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი; ნინია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო(ეგრისი) დაარბია; მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა"; ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარიტს - ლოწობანი, ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდანს სვანთა ერისთავს - ასკალანა; 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს; გიორგი II-მ მესხთა ლაშქრითა და კახთა მეფის აღსართანის გამდგარი ფეოდალი დაამარცხა; ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს; მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ, მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფალდონს მიჰყიდა; 1073 ან 1074წწ. საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, დაარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან დაბრუნდა; იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი; გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი; ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალრიცხოვანი კლარჯეთისა, შავშეთისა ჯავახეთისა და არტანისა", აგრეთვე ციხე-ქალაქი, "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები; საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა; 1079 წელს ყველის ციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით; მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს; თურქებმა ააოხრეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით დაბრუნდნენ უკან; XI საუკუნის 80-იან წლების დამდეგიდან დაიწყო სელჩუკიან თურქთა ახალი შემოსევები; გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა(სავარაუდოდ 1081-1082წწ.) და მორჩილება გამოუცხადა; საქართველო სელჩუკიანი თურქების მოხარკე გახდა; კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარიც გამოაყოლა; მტრისა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა; ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა; ზამთარში მოულოდნელად გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რის გამოც მას კიცხავს დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი; ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური უბედურება მიწისძვრა(1088), რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება; 1089 წელს  გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი(შემდეგ აღმაშენებლად წოდებული) დასვეს; ისტორიკოსთა ერთი ნაწილი(ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევს 1089 წელს, ხოლო ზოგიერთი(ნ. ურბნელი, თ . ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) კი 1112 წელს. დაკრძალვის ადგილი უცნობია


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ტექსტი ვალენტინა დეკანოზიშვილი 08.12.2021





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0