სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელისო მირცხულავა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დ. სოფ. ფშავი გულრიფში აფხაზეთში ელისო მირცხულავა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დ. სოფ. ფშავი გულრიფში აფხაზეთში
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მირცხულავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ელისო მირცხულავა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დ. სოფ. ფშავი გულრიფში აფხაზეთში

„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია 

აფხაზეთის ომის გმირები, და- ძმა ელისო და თამაზ მირცხულავები... 

ლარისა დაიბადა 1963 წელს, თამაზი კი 1966 წელს ქ. სოხუმში.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს ორივენი ჩაირიცხნენ მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3

ბატალიონის პირად შემადგენლობაში 1992 წლის ნოემბრიდან. აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ბატალიონის მიერ

ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ლარისა მედდა გახლდათ, თამაზი კი – რიგითი მებრძოლი.

1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ აჩადარაში, ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა ლარისა, ასევე ნაღმსატყორცნი ჯურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა თამაზიც, რომელიც დასაფლავებულია ქ. სოხუმში, კაშტაკის სასაფლაოზე.


და-ძმას არც დაოჯახება და არც ერთად დამარხვა ეღირსათ.

 გოჩა ნაჭყებია გაშტერებით უმზერდა გზის მარჯვენა მხარეს, სადაც მოულოდნელად თვალი მოჰკრა თავის ეშერელ მეგობარს, თამაზ მირცხულავას, რომელიც თეთრი არწივის შემადგენლობაში გაგრის ბრძოლებში მონაწილეობდა, თანამებრძოლებს დაჭრილი გამოყავდათ, მკერდში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი...

- არა! არა! ეს შეუძლებელია! - გოჩა გულწრფელად შეწუხდა, როცა დაჭრილი მეგობარი ბიჭი ასეთ მდგომარეობაში ნახა.

უცებ ეშერელი ბიჭის გაფითრებული სახე გადმოიხარა მისკენ, აკანკალებული, სისხლიანი თითები მის სამხედრო ქურთუკზე შეეხო.

- გოჩა!..

- ჰო, მე ვარ!.. ნუ გეშინია თამაზ ეხლა უკვე სამშვიდობოს ხარ, ბიჭები გაგიყვანენ და ყველაფერი კარგად იქნება. - უთხრა გოჩამ, თან გაშტერებით აკვირდებოდა მეგობრის სახის ნაკვთებს. - სულ ერთ მილიმეტრზე მარცხნივ და, მორჩა პირდაპირ გულში გაგიჯენდა შეჩვენებული!

- მართლა?.. მე კი მეგონა შემთხვევით მომხვდა... - და სოხუმელ მეგობარს მიაპყრო ჩალურჯებული თვალები, რომელიც სიმწრისგან ავტომატს ატრიალებდა ხელში.. - ომმა შეცდომების პატიება არ იცის, ბრატ! მეომარს ასი თვალი და ასი ყური უნდა ჰქონდეს, ჩემო გოჩა, მაგრამ, როცა დაჭრილი თანამებრძოლი გამოგყავს ბრძოლის ველიდან... მერაბი სად წაიყვანეს? - წამოიძახა უეცრად, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანამ უხმაუროდ ჩაიქროლა მის თვალწინ.

- სასწრაფო დახმარების მანქანაშია, ნუ გეშინია, კარგად არის. - უთხრეს თანამებრძოლებმა. გოჩამ მისი ხელი აიღო, შემდეგ დაცხრილულ მკერდზე დახედა და მის უკან მდგარ ახალგაზრდა მებრძოლს გახედა. - რომელ მერაბზე ამბობს?

- თქვენი ბატალიონიდან, მაჭარკელი ოცმეთაური, პაატა ვეკუას ასეულიდან, მერაბ ჯიქია დაჭრეს... ამან გამოყვანა სცადა, მაგრამ სნაიპერმა...

დაჭრილი ბიჭი მძიმედ სუნთქავდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მან წყნარად წაიჩურჩულა: - მერაბი წაიყვანეს?

- კი, თამაზ.

იგი ერთ ხანს ჩუმად იყო, შემდეგ ისევ იკითხა, თითქოს რაღაცის გამორკვევა სურსო.

- ხომ კარგად არის?

- ჰო თამაზ, კარგად არის. - თანამებრძოლებს დაასწრო გოჩამ. - მერაბი ჯიქია ჩემი ბავშვობის მეგობარია, სოხუმის ბავშვთა და მოზარდ სპორტულ სკოლაში სავარჯიშოდ დავდიოდით ერთად. ყველაფერი კარგად იქნება ბიჭო, ნუ გეშინია.

- არა, არ მეშინია გოჩა... - ძლივს წაიჩურჩულა დაჭრილმა ბიჭმა, თამაზ მირცხულავამ. - უბრალოდ მცივა, მაგრად მცივაა... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები...                   

            იგი დაიღუპა 16 მარტს აჩადარაში. მისი დაღუპვის შემდეგ მისმა დამ, ელისო მირცხულავამ აიღო იარაღი ხელში და ბრძოლა განაგრძო რუსი დამყრობლების წინააღმდეგ...

        სექტემბრის ბოლო დღეები იყო... ეშბას ქუჩის მთელ მონაკვეთზე, გუმისთიდან რკინიგზის სადგურამდე,  შენობების სახურავებიდან თუ სარდაფებიდან წინასწარ ჩასაფრებული აფხაზური მხარის სნაიპერთა ტყვიის სეტყვა მოდიოდა, მაგრამ აფხაზებმა და ქართველთა სიძულვილით დაგეშილმა გადამთიელმა ავაზაკებმა ქალაქში შემოსვლა ვერ შეძლეს...

        ლომოური თავის ჯგუფთან ერთად „კინოპრაკატის“ წინ იდგა, როდესაც, მოულოდნელად მისი ყურადღება მიიპყრო გუმისთიდან დევნილმა მოსახლეობის მოზრდილმა ჯგუფმა, რომლებსაც დაჭრილები და ბავშვები მოჰყავდათ.

    - ბატონო კაპიტანო მე თქვენ გიცნობთ! - მიმართა ლომოურს შუახნის ქალმა, რომელსაც ხაკისფერ ამერიკულფორმიან მებრძოლ გოგონასთან ერთად საკაცურით მიჰყავდა დაჭრილი, გვარიანად შეჭაღარავებული მამაკაცი.

 - საიდან?

 - მეცადინეობის დაწყების წინ მაგიდის ქვეშ ჩემს ფეხებთან გმალავდა ერთი სტუდენტი გოგონა.

“დედაჩემის თანაკურსელია, ალბათ,“- გაიფიქრა დათომ და სახეში შეაცქერდა დედამისის ტოლა ქალს.

 - კარგი მეხსიერება გქონიათ, ქალბატონო, ერთი ნახვით ბავშვი ამდენ ხანს დაგხსომებიათ. - ღიმილით უთხრა დათომ.

 - ერთი ნახვით კი არა, ზოგჯერ ყოველდღე მოჰყავდი დედაშენს უნივერსიტეტში, როცა მისი კგბეჩნიკი მეუღლე მივლინებით იყო სადმე წასული.

 - მართლა?

 - ჰო, ჩემო პატარავ. სანამ სკოლის ასაკს მიაღწევდი, სოხუმის უნივერსიტეტის ოთახებში ან უშიშროების კომიტეტის კაბინეტებში იზრდებოდი.

     - ჭაღარა წვერულვაშიანი მამაკაცი საკაცურზე გაუნძრევლად იწვა, სახე გაფითრებოდა და მძიმედ სუნთქავდა. სამხედროფორმიანი გოგონა გვერდით დაუჯდა, ჩუმად შეჰყურებდა დაჭრილს,  თან შეიარაღებულ ბიჭებს დახმარების მოლოდინში სახეში შესცქეროდა, რომლებიც თვალებს მონადირეთაგან დევნილი ნადირივით აქეთ-იქეთ აცეცებდნენ.

      ბიჭებმა, რა თქმა უნდა, იცნეს 16 მარტის გმირის, თამაზ მირცხულავას მებრძოლი და ელისო მირცხულავა.

 - ძალიან ხომ არ გტკივათ? - ჰკითხა გოგონამ დაჭრილ მამაკაცს. 

 - არა, შვილო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება... - დაჭრილმა წამოწევა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო, ქალი ზურგიდან დაუჯდა თავის ქმარს, ფრთხილად წამოსწია და მისი თავი მუხლებზე დაიდო.

 - ლომოურმა საშკას და ანდრესს თხოვა დედამისის მეგობარი ქალისთვის დახმარება გაეწიათ, დაჭრილი კაცი სამშვიდობოს გაეყვანათ და თვითონაც წასულიყვნენ ამ სახიფათო ზონიდან. მას არ უნდოდა, რომ ამ ტყვიების წვიმაში უცხო ქვეყნის ბიჭები, გვერდით ჰყოლოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე უმისოდ ნაბიჯს არ დგამდა.


 გაბრაზებულმა ლომოურმა ძმადნაფიცებს ზურგი შეაქცია და ვაჟკაცური აღნაგობის  სვანს, გენო კვიციანს, რომელიც გაგრის ბატალიონიდან იყო გასძახა, მოდი აქო, გაგრელი  სვანი მებრძოლი, რომელიც ამ ბოლო დროს დათოს ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა, მისკენ სწრაფად გამოემართა, თან საშკა და ანდრესის თვალების საეჭვო პაჭუნს გაკვირვებით აკვირდებოდა... მერე ფრთხილად აიყვანეს დაჭრილი მამაკაცი და გაჭირვებით დაიწყეს უკან დახევა... მაგრამ ეშბას ქუჩა რამდენიმე წუთში ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა...

       კინოპრაკათთან ეშბას ქუჩაში მიმავალი შეიარაღებული, საქართველოს ერთიანობისთვის  მებრძოლი გოგონა, ეშერელი ელისო მირცხულავა გმირულად დაიღუპა... ეს მაშინ, როცა გენერლების ნახევარზე მეტი უკვე გაქცეული იყო ბრძოლის ველიდან...

    ელისოსთან ერთად მოკლეს გუდაუთელი მებრძოლი, რომელსაც ბიჭები „ბაბუს“ ეძახდნენ... მათი დახმარება სცადეს მაიაკელმა ბუთხუზ ჩიჩუამ და რობერტ კვარაცხელიამ, რომლებიც ათიოდე ნაბიჯის მოშორებით მიჰყვებოდნენ უკან, მაგრამ ტყვიების წვიმა თავის წამოწევის საშუალებას არ აძლევდათ...

     მოგვიანებით საოცრად გაბედულმა მებრძოლმა, რამაზ ნანავამ რისკის ფასად შეძლო თავისი მამიდაშვილის, ელისო მირცხულავას გამოყვანა ბრძოლის ველიდან და ქვემო-ფშაფში, თავისი ძმის გვერდით დასაფლავება...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 24.12.2021
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0