სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
პაატა ვეკუა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი პაატა ვეკუა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვეკუა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

337       ბეჭდვა

პაატა ვეკუა გარდ. 1993წ. აფხაზეთში დაბ. სოფ. დაბა მაჭარა გულრიფში აფხაზეთი

პაატა ვეკუა. დაბა მაჭარა. სამხედრო პოლიციის გილრიფშის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის სიამაყე,

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გმირულად დაიღუპა 16 მარტს გუმისთაზე.

ჭიდილი მხეცებთან ნოველა ავტორი ნუგზარ ქებურია

პაატა ვეკუა. დაბა მაჭარა. სამხედრო პოლიციის გილრიფშის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის სიამაყე,

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გმირულად დაიღუპა 16 მარტს გუმისთაზე.

16 მარტს გამთენიისას  აფხაზური მხარის ბოევიკები შეტევაზე  წამოვიდნენ და მდინარე გუმისთაზე უკვე წინასწარ გაბმული თოკებით მეორე ნაპირზე გადმოვიდნენ...

მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა... ასეულებმა, რომლებსაც პოზიციები რკინიგზის ხიდთან ეკავათ ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ... 

მაგრამ, მალევე სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის ძირითადი ნაწილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბერიძის მეთაურობით რკინისგზის სადგურ „აჩადარის“ მიმართულებით გაემართა. ცოტა ხნის შემდეგ მათ უკან მიჰყვა სამხედრო პოლიციის გულრიმშის ასეული მაიორ მათე შამათავას მეთაურობით.

აფხაზური მხარის ბოევიკებმა, როგორც კი შენიშნეს სამხედრო პოლიციის მეომრების მიახლოვება მაშინვე რუსული ყუმბარმტყორცნები ააღრიალეს...

ცოტა მოშორებით, რკინიგზის ხიდთან, სადაც მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციები იყო განლაგებული, უეცრად გაისმა ავტომატებისა და ტყიამფრქვევის სროლის ხმა. შემდეგ ტყვიების სეტყვა წამოვიდა ერთბაშად ყველა მიმართულებით...

ხიდთან ახლოს ელგუჯა ბერიძე, ორ მებრძოლთან ერთად ცენტრალურ გზაზე მიდიოდა. ათი მეტრის მოშორებით უკან კოსტა ტატიშვილი და გენო ახალაია მოყვებოდა. უცებ სამი მხრიდან საშინელი ტყვიების წვიმა წამოვიდა ელგუჯას მიმართულებით...

სამხედრო პოლიციის გულრიფშის ასეულის  მეთაურის მოადგილემ, პაატა ვეკუამ სანგრებიდან დაინახა, როგორ მოწყვეტით დაეცა ძირს ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბერიძე.

- ბიჭებო! ბატალიონის მეთაური დაჭრეს! - შეჰყვირა მან მთელი ხმით და გულრიფშის სამხედრო ასეულის ოცმეთაურებს ხელით ანიშნა, შევდივართო...

        ელგუჯა ბერიძის გამოსაყვანად შევიდნენ გულრიფშის სამხედრო პოლიციის ასმეთაური მაიორი მათე შამათავა, მისი მოადგილე უფროსი ლეიტენანტი პაატა ვეკუა, ოცმეთაური მერაბ ჯიქია, ოცმეთაური მიტუშა ახალაია, ოცმეთაური რომან ძიძიგური და გულრიფშის ასეულის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები.

ტყვიების წვიმაში არაადამიანური ყვირილით მიიწევდნენ წინ გულრიფშის ასეულის უმაგრესი მეომრები. სულით ძლიერნი, სიცოცხლით სავსე, თვალებ ბრიალა ბიჭები, ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის მზად იყვნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ!..

სარკინიგზო ხიდთან ახლოს გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი  დაიღუპა და უამრავი დაიჭრა. მათ შორის იყო უფროსი ლეიტენანტი პაატა ვეკუა. იგი ხიდიდან მოშორებით, ბრძოლის ველზე იწვა მძიმედ დაჭრილი. ირგვლივ მტვრის ბუღი იდგა, ჰაერი ტყვია-წამლის სუნით იყო გაჟღენთილი. ხმაური კვლავ ჩაესმოდა, მაგრამ მასში აღარაფელი იყო შიშის აღმძვრელი, პირიქით მტრის, სამხედრო ტექნიკის ყრუ გრუხუნი სასიამოვნო თვლემას ჰგვრიდა მხოლოდ.

ნაშუადღევს, რკინიგზის ხიდის მისადგომებთან ტროპიკული ქარიშხალი მცირე ხნით როგორც კი  ჩადგა, ვახტანგ ლოჩოშვილის დახმარებით მე-6 ბატალიონის ბიჭებმა დაჭრილი პაატა ვეკუა მანქანაში ჩასვეს  და გეზი აგუძერისაკენ აიღეს.

- მიტრო!..

- ჰო, მე ვარ პაატა!.. - უთხრა სამხედრო პოლიციის გულრიშის ასეულის ოცმეთაურმა მიტუშა ახალაიამ.

- მერაბი სად წაიყვანეს? - ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა.

- დაწყნარდი პაატა, ძმაო!..- უთხრეს ბიჭებმა. - მერაბს იმდენი არაფელი სჭირს, შენ რომ ფიქრობ, მკერდის არეშია დაჭრილი მსუბუქად. მე-6-ე ბატალიონის ბიჭებმა აგუძერაში წაიყვანეს, ჰოსპიტალში, რომან ძიძიგურთან და სხვა დაჭრილებთან ერთად.  მაჭარკელი ელგუჯა ჩემია და კაშტაკელი თემურ ხალიანიც მიჰყვებოდნენ თან, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. - დამშვიდება სცადეს ბიჭებმა, მაგრამ მაჭარკის ხიდს, რომ მიუახლოვდნენ, ისევ იკითხა, თითქოს რაღაც გაახსენდაო:    - სად მივდივართ?

-ჰოსპიტალში...

- ჰოსპიტალში რა მინდა?

- აბა სად წაგიყვანოთ?- გაკვირვებით ჰკითხა მიტუშა ახალაიამ დაჭრილ მეგობარს.

- სახლში, ჩემებთან... ახლა ისეთი სუსტი გული მაქვს მიტრო, რომ იქ დაჭრილ ბიჭებს, არ შემიძლია ვუყურო.

- ჰოსპიტალში მიგიყვან, პაატა, ძმაო. მერე ჩვენს ბიჭებს ვნახავ და გავიგებ როგორ არიან, კარგი? - და პასუხს არ დაუცადა, მძღოლს ხელით ანიშნა, გზა განაგრძეო, მაგრამ მაჭარკის ხიდი, რომ გადაიარეს თავისი სახლისაკენ გახედვა მოიწადინა, მაგრამ არ დასცალდა. სწორედ იმ ადგილას უწია სიკვდილმა...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0