სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გეორბელიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

224       ბეჭდვა

ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი

ალექსანდერე გეორბელიძე გარდაიცვალა  05 იანვარი 1993წ სოხუმის I ბატალიონი)

ალექსანდრე (ალიკა) გეორბელიძე, 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონი.
დაიბადა ქალაქ სოხუმში, 1967 წლის 8 ოქტომბერს. 24 წლის ახალგაზრდა ომის დაწყებისთანავე პირველივე დღეებში ჩადგა საქართველოს მთლიანობის დამცველთა რიგებში.
დაიღუპა 1993 წლის 5 იანვრის სოფელ აჩადარაში, მტრის ნაღმის აფეთქებსას, ყოფილ მე-8 პოლიკის ტერიოტირაზე, მიიღო მრავლობითი ჭრილობა.
ალექსანდრე გეორბელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ)
დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს სასაფლაო წმ.ნინოს ეკლესიის მიმდებარედ 15 აგვისტოს

სოხუმზე პირველი ფართომაშტაბიანი იერიში, 1992 წლის 30 – 31 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ძლიერი თოვლიანობის გამო, ქალაქის შტურმი 1993 წლის იანვრის დასაწყისისთვის გადაიდო. ერთ–ერთი ბატალიონის ბაზაზე, რომელსაც ა. ბერზენია ხელმძღვანელობდა, ორი მოიერიშე ჯგუფი ჩამოყალიბდა. პირველ ჯგუფს – რ. ხალდაბი მეთაურობდა, მეორეს კი – ვ. ნაჩაჩოღლი. გეგმის თანახმად ამ ჯგუფებს მდინარე გუმისთა უნდა გადაელახათ და ძირითადი ძალების მოსვლამდე, ქალაქის განაპირა რაიონებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ.

4 იანვარს მტერმა სოხუმზე მასირებული საარტილერიო იერიში მიიტანა. დღის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად ახალი რაიონი დაზიანდა. საღამოს საათებში კი მთავარი დარტყმა შუქურას რაიონმა მიიღო. დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოსახლე.



5 იანვრის გამთენიისას მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა. გეგმის მიხედვით იერიშს მერვე პოლკის და ზემოგუმისთის ხიდის მიმართულებით ორი ქვედანაყოფი ავითარებდა. რ. ხალბადის ჯგუფიდან, რომლის შემადგენლობაშიც 130 მებრძოლი შედიოდა, მდინარეზე გადასვლა მხოლოდ 29 კაცმა მოახერხა. დანარჩენებმა, იმის გამო რომ ჩვენმა ძალებმა მასირებული საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, მდინარის ფორსირება ვეღარ შეძლეს. მეორე ჯგუფი რომელიც ზემოგუმისთის ხიდის მიმართულებით უტევდა, დანაღმულ ველზე აღმოჩნდა და მათი იერიში ამ მიმართულებითაც შეფერხდა. საბოლოოდ ორივე შენაერთმა უკან დაიხია. პირველი შენაერთის 29 კაციანი ჯგუფიდან, რომელმაც გუმისთის ფორსირება შეძლო, უკან მხოლოდ 10 კაცი დაბრუნდა. ამ ათკაციანმა ჯგუფმაც განიცადა დანაკარგები, როდესაც ისინი დაღუპულების გამოსაყვანად, ხელმეორედ შეეცადნენ მდინარეში შესვლას. ვ. ნაჩაჩოღლის ჯგუფმა 15–მდე მებრძოლი დაკარგა. მათ დასახმარებლად ბმპ გაიგზავნა, რომელმაც დაჭრილების და დაღუპულების გამოყვანაზე იზრუნა.

მოწინააღმდეგის საერთო დანაკარგმა 37 კაცი შეადგინა (100–ზე მეტი დაიჭრა). აქედან 23 კაცი გუმისთის მეორე მხარეს, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. 8 და 10 იანვარს ჩვენმა მხარემ მოწინააღმდეგეს ოცდასამივე დაღუპულის ცხედარი და ორი სამხედრო ტყვე (სხვა დროს აყვანილი) გადასცა. აფსუებმა საპასუხოდ რვა ქართველი ტყვე (ისინიც სხვა დროს იყვნენ დატყვევებულები) გაანთავისუფლეს.

გაცვლის პროცესის დროს, მოწინააღმდეგეს ჩვენი მხარის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ აფსუებმა მალევე გაუგონარი ბრალდება წამოგვიყენეს. მათი მტკიცებით, ოცდასამი გვამიდან თორმეტს, წამების კვალი აღენიშნებოდა. ხუთი ცხედარი კი სულაც თბილი იყო და ისინი გაცვლის დღეებში, 8 და 10 იანვარს არიან მოკლულებიო. ჩვენმა მხარემ ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. მართლაც უცნაურად ჟღერდა ეს ყველაფერი. აფსუებმა რვავე ქართველი ტყვე 10 რიცხვში გაანთავისუფლეს. მანამდე კი 8 რიცხვში, ჩვენმა მხარემ მოწინააღმდეგეს 18 დაღუპულის ცხედარი გადასცა. თუ ისინი სიმართლეს ამბობენ, მაშინ გამოდის რომ ამ 18 გვამიდან, სულ მცირე შვიდ კაცს მაინც აღენიშნებოდა წამების კვალი (ჯერ კიდევ თბილი ცხედრებიც უნდა ყოფილიყვნენ მათ შორის). მაშ რაღატომ გაანთავისუფლეს ორი დღის შემდეგ ჩვენი რვა ტყვე?! თუ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს ცხედრებზე არაადამოანური მოპყრობის კვალი?! მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ გონივრული ეჭვები, ბუნებრივად გიჩნდება კაცს. აქვე ისიც უნდა ითქვას რომ, გვამების შეგროვების დროს, მოწინააღმდეგის სნაიპერმა ჩვენი ერთი გვარდიელი იმსხვერპლა. ერთი გვარდიელიც გაუფრთხილებლობის გამო დაიღუპა.

ჩვენმა დანაკარგმა 4 დაღუპული და 8 დაჭრილი მეომარი შეადგინა.

ტექნიკა: ჩვენი მხარე მტრის 4 ტანკის განადგურება – დაზიანებაზე საუბრობდა. თავად აფსუები ტანკებს საერთოდ არ ახსენებენ. მხოლოდ ერთ ბმპ–ზე ამახვილებენ ყურადრებას, რომელსაც დაჭრილი და დაღუპული მეომრები გამოჰყავდა. ჩვენს დანაკარგებზე იგივე აფხაზური „წყაროები“ ზღაპრულ ციფრებს ასახელებენ. არც კი ღირს სასაუბროდ.

ალექსანდრე (ალიკა) გეორბელიძე, 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონი.

დაიბადა ქალაქ სოხუმში, 1967 წლის 8 ოქტომბერს. 24 წლის ახალგაზრდა ომის დაწყებისთანავე პირველივე დღეებში ჩადგა საქართველოს მთლიანობის დამცველთა რიგებში.

დაიღუპა 1993 წლის 5 იანვრის სოფელ აჩადარაში, მტრის ნაღმის აფეთქებსას, ყოფილ მე-8 პოლიკის ტერიოტირაზე, მიიღო მრავლობითი ჭრილობა.

ალექსანდრე გეორბელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ)

დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს სასაფლაო წმ.ნინოს ეკლესიის მიმდებარედ 15 აგვისტოს.


დაღუპული მებრძოლები:

ალექსანდერე გეორბელიძე (5.01 – სოხუმის I ბატალიონი)

ირაკლი თუთისანი (5.01 –???)

წყარო ლაშა სირანაშვილი


მამა ავთანდილ მელიტონის ძე გეორბელიძე, გარდაიცვალა 2015 წელს

წყარო მარინა ნაჭყებია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 31.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0