სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამამულო ომი 1941-45
იოაკიმე ჯანჯღავა გარდ. 1941-45 ომი კუნძულ ტექსელი დ. სოფ. ხიბულა ხობი სამეგრელო
ბმულის კოპირება

სამამულო ომი 1941-45

გვარი ჯანჯღავა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

156       ბეჭდვა

იოაკიმე ჯანჯღავა გარდ. 1941-45 ომი კუნძულ ტექსელი დ. სოფ. ხიბულა ხობი სამეგრელო

ტექსელი აჯანყება 1945 წლის 4 აპრ. -20 მაისი, მებრძოლები, გარდაცვლილთა სრული სია

იოაკიმე ჯანჯღავა, ხიბულელი პედაგოგი იოაკიმე ჯანჯღავა გარდ. 1944წ. 04 მაისი, რომელიც კუნძულ ტექსელზე აჯანყების დროს დაიღუპა


მეორე მსოფლიო ომმა დიდი დაღი დაასვა ახალი ხიბულის სკოლას. საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, როგორც სკოლის მოსწავლეთა მშობლები და ოჯახის სხვა წევრები, ასევე პედაგოგები. ომის დროს მკვეთრად გაუარესდა მასწავლებელთა მატერიალური პირობები. მოსწავლეთა დიდი ნაწილი დარჩა მამის მზრუნველობის გარეშე.

ახალი ხიბულა - მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი

მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს ახალი ხიბულის სკოლის დირექტორი გიორგი ლაშხია და სკოლის პედაგოგები: დომენტი ლაშხია, ბიქტორ ქუჩულორია, ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია, შალვა შამათავა, იოაკიმე ჯანჯღავა. ამათგან მშობლიურ კუთხეს და სკოლას ვერ დაუბრუნდნენ: გიორგი ლაშხია (მისი თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე ღირსეულ ვაჟკაცს), ბიქტორ ქუჩულორია (სასწავლო ნაწილის გამგე), ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია და იოაკიმე ჯანჯღავა.

განსაკუთრებით საინტერესოა იოაკიმე (იაკიმე) ჯანჯღავას ისტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ინფორმაციით იოაკიმე ჯანჯღავა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე აჯანყების დროს დაღუპულა. ახალ ხიბულელი პედაგოგი ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის წევრი და ტექსელზე შექმნილი ანტიფაშისტური კომიტეტის წევრი ყოფილა. კომიტეტს აჯანყების მომზადება ევალებოდა. ხიბულელი პედაგოგი აჯანყებულთა ასეულს ხელმძღვანელობდა.

ყოველი წლის 4 მაისს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ კუნძულ ტექსელზე აჯანყებულთა ხსოვნას და ყვავილებით ამკობენ მათ საფლავებს.

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა  ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ. ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.


ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი შონიამ მეგობარ ლევან ზვიადის ძე ღვინჯილიასთან ერთად.

ქართველთა აჯანყება ტექსელზე (ნიდერლ. Opstand der Georgiërs) — ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე (ნიდერლანდები1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე.


ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი — ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.

შალვა ლოლაძე (დ. 5 აპრილი1904თელავის რაიონი სოფ. ქვემო ხოდაშენი — გ. 24 აპრილი1945, კუნძული ტექსელი) — ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2021
ბოლო რედაქტირება 03.06.2023
სულ რედაქტირებულია 3




ჯანჯღავა - გვარის 12 ღვთისმსახური

1 0

ცანავა (ჯანჯღავა) ლავრენტი თომას ძე (1902-55) საბჭოთა უშიშროების გენერალი დაბ. სოფ.ნახუნაუ მარტვილი

1 0


ვლადიმერ ჯანჯღავა ნიკოლოზის ძე 1907-1982წ გენერალ ლეიტენატი, გმირი დაბ.გუბი ხონი იმერეთი

2 0


ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

4 0


თამაზ (რაულ) ჯანჯღავა გარდ.1993წ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. გულრიფში

4 0

ალექსანდრე ჯანჯღავა 1915-93 წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი

3 0

ზვიად (თემურ) ჯანჯღავა1960-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა დაბ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი

3 0


კონსტანტინე ჯანჯღავა 1970-92წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ. თბილისი

5 0


გივი ჯანჯღავა ივლიანეს ძე 1940-2021წწ ავიამეცნიერი დაბ. თბილისი წარმ. ხონი Гиви Ивлианович Джанджгава

2 0

ლაშა ჯანჯღავა დ.1970წ. სდუტ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი წარმ. სოფ. დიდი ჭყონი მარტვილი

1 0


თეონა ჯანჯღავა დ.1997წ. მსოფლიო ჩემპიონი ბატუტზე ხტომა წარმ. მარტვილი სამეგრელო

1 0

2 1 1


ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჯანჯღავა 1907-1982წწ შსს მინისტრი დაბ. სოფ. გუბი, ხონი, იმერეთი.

1 0


ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჯანჯღავა 1907-1982წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) ხონი, იმერეთი.

1 0