ფრიდონ ტყემალაძე დაიბადა 1965 წლის 24 ნოემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის 45-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დასრულების მერე მუშაობდა M6
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთებთან და დაქირავებულ რუს ბოევიკებთან შეტაკების დროს ხელჩართულ ბრძოლაში დაჭრილმა მტერი ახლოს მუშვა, შემდგომ კი ყუმბარა ააფეთქა და მოახლოვებული მტერიც თან გაიყოლა.
საამშენებლო ტრესტში.1984-86 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწია ავღანეთში, ორჯერ დაიჭრა, ვაჟკაცურად მოიხადა „ინტერნაციონალური“ ვალი,რისთვისაც დაჯილდოვდა ქების სიგელითა და მედლებით.
თვალცრემლიანი დედა გვიამბობს: მაშინ სულ რაღაც 19 წლისა იყო. ისეთ თბილ წერილებს მწერდა, საოცარი სიყვარულით იხსენებდა თავის სამშობლოს, მეგობრებს, ახლობლებს, ბოლო წერილში პატიებას მთხოვდა: „მაპატიე, დედა, ორი წელი ლოდინით ჭაღარა რომ გაგირიე თმებში, ვბრუნდები ცოცხალი, მაგრამ მრავალტანჯული, რისთვის და რატომ?“ – ნაადრევად დავაჟკაცდა. მაშინ რას ვიფიქრებდით, თუ საკუთარ მიწაწყალსაც ვინმე შეგვეცილებოდა და ჩემი 28 წლის ვაჟკაცი ისევ ფრონტის ხაზზე მოხვდებოდა. მისი საყვარელი საქართველოს პირველ დაძმახილზევე ჩადგა 23-ე მოტომექანიზებული ბრიგადის II ბატალიონის ოცეულის მეთაურის მოადგილედ.
სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა სხვადასხვა პოზიციაზე. ავღანეთის ქარცეცხლში გამოწრთობილი ვაჟკაცი მუდამ წინა ხაზზე იყო. იმ საბედისწერო დღეს, 1993 წლის 16 მარტს, ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკებისას აფხაზებმა მოინდომეს მისი ტყვედ ჩაგდება, რადგან მას იცნობდნენ და იცოდნენ მისი ვაჟკაცობის ამბავი. თვითმხილველების თქმით: ფრიდონმა მტერი ახლოს მოუშვა, უკანასკნელად წამოიძახა: „გაუმარჯოს საქართველოს!“, ყუმბარა ააფეთქა და მიახლოებული მტერიც თან გაიყოლა.
მაიორი ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I! ხარისხის ორდენით.
ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის სნაიპერად 1992 წლის 1 დეკემბერს (ბრძ. N71 4.12.93 წ.), ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა ამავე ბატალიონის მე-2 ასეულის ოცმეთაურის მოადგილედ.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთებთან და დაქირავებულ რუს ბოევიკებთან შეტაკების დროს ხელჩართულ ბრძოლაში დაჭრილმა მტერი ახლოს მიუშვა, შემდგომ კი ყუმბარა ააფეთქა და მოახლოვებული მტერიც თან გაიყოლა.
სამშობლოს დაცვის და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23–ე მექანიზებული ბრიგადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ჯიხა გამოდიოდა 1993 წელს სოხუმში. რედაქტორი: იპოლიტე ხუბუა.
ჭიდილი მხეცებთან დოკუმენტური ნოველა ავტორი ნუგზარ ქებურია
16 მარტს, მეზობელი რუსი ქალის თქმით, შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა ფრიდონ ტყემალაძე სახლიდან გამოვიდა და კიბეებზე ჩამოირბინა, იგი შეიარაღებული იყო, ტყია-წამლით სავსე ყუთი მხარზე ედო, როგორც ყოველთვის, როცა საომრად მიდიოდა. ღამის ბინდ-ბუნდში სწრაფად და ფრთხილად მიაბიჯებდა გუმისტისკენ, მე-2 ბატალიონის პოზიციების მიმართულებით, სადაც თავისი ასეულის მეომრები ელოდებოდნენ...
ბუჩქებში თუ ჭურვების მიერ ამოთხრილ ორმოებში ჩამალული ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ირგვლივ ყოველი მეტრი იბომბებოდა, მთელი ფრონტის ხაზი ჭურვების გასკდომისაგან განათებული იყო, გუმისთა-აჩადარის ტერიტორია ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული. შეშინებული ხალხი შეიარაღებულ მეომარ ბიჭს მისდევდა უკან...
გამთენიისას მე-2 ბატალიონის გარღვეული პოზიციებიდან, რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთების ერთ-ერთმა 30 კაციანმა ჯგუფმა ქალაქის გარეუბანში შეაღწია. სწორედ იქ, სადაც, ავღანელი სნაიპერი ფრიდონ ტყემალაძე თავისი ასეულის მეომრებს უნდა შეხვედროდა.
როგორც კი რუსული ლაპარაკი მოესმა, ფრიდონმა ტყვია-წამლით სავსე ყუთი მიწაზე დადო, ავტომატი მოიმარჯვა, რომელზეც ოპტიკური სამიზნე ჰქონდა დამაგრებული. მის ირგვლივ მოგროვილი ადგილობრივი მაცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილა, მოსალოდნელი უბედურების შემთხვევაში, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ტყისკენ მიუთითა... თვითონ კი, ჭურვისგან თუ ღორებისგან გვარიანად ამოჩიჩქნულ ორმოში ჩაძვრა და თავდაცვის მიზნით ზურგით მიწას გაეკრა. ჯერ კიდევ საკმაოდ ბნელოდა და რამდენი იყვნენ ვერ გაარჩია.
23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის მზვერავთა ჯგუფის უშიშარი ავღანელი სნაიპერი, ფრიდონ ტყემალაძე მარტო იყო სანგრის გაყინულ მიწაზე გაწოლილი. ნაცრისფერ ბინდბუნდში სახე გასცრესცოდა, მაგრამ უხმოდ, უსიტყვოდ გასცქეროდა მისკენ მიმავალ მგლის ხროვას და საბრძოლველად შემართული ლომივით აცეცებდა ფართოდ გახელილ დიდრონ თვალებს!..
აფხაზური მხარის რუსული სპეცრაზმის მეომრები ლანძღვა-გინებით უახლოვდებოდნენ ფრიდონ ტყემალაძის პოზიციას. უცებ, ოცი-ოცდახუთი ნაბიჯის მოშორებით, ციცინათელას მსგავსად, რაღაცამ გაანათა... შემდეგ მეორე... მესამე... ალბათ გალეშილი იყვნენ რუსის მაშკა ღორები, თორემ გამოცდილი სპეცრაზმელები მოწინააღმდეგის სახიფათო ტერიტორიაზე სიგარეტს ასე, ღიად, სიბნელეში არ მოქაჩავდნენ, ან ქალაქი უკვე აღებული ეგონათ ღორიშვილებს... ასე იყო, თუ ისე... გუმისთის ფერდობებზე, ბუჩქებში ჩამალულ სამოცი-სამოცდაათი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, მე-2 ბატალიონის, ავღანელმა, სნაიპერმა, ფრიდონ ტყემალაძემ, რამდენიმე წამში, სპეცრაზმელების პირთან სიგარეტის ცეცხლის სამი გაელვებიდან, სამი გასროლით, სამი ბოევიკი გაშხლართა ქართულ მიწაზე და სწრაფადვე ჩაიკუნტა თავის გაყინულ, მაგრამ საიმედოდ დაცულ სანგარში...
მცირე პაუზის შემდეგ, მგლის ხროვა, გონს მოეგო, და... წამოვიდა ტყიების სეტყვა ქართველი სნაიპერის მიმართულებით, მაგრამ გამოცდილ ავღანელს, ისე კარგად ჰქონდა თავი დაცული, რომ რუსი ავტომატებით და ტყვიამფრქვევით ვერაფერს გახდა... საჭირო იყო ხელყუმბარის ზუსტი ტყორცნით ორმოში ჩაგდება, მაგრამ ოცი-ოცდახუთი მეტრის მანძილზე ამის გაკეთება, როცა გამოცდილ სნაიპერთან გაქვს საქმე, არც თუ ისე, ადვილი იყო, რადგან რუსი სპეცრაზმელები ღია მინდორზე იყვნენ გაწოლილი და მხოლოდ შეუჩერებელი სროლით იცავდნენ თავს. ადგილობრივი მოსახლეობა, ტყიდან თუ ბუჩქებიდან უყურებდა, რუსული აბაჟურებით განათებულ ბრძოლის ველს. მართალია, მტრის მეომრები ლანდებივით ჩანდნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა იმის დანახვა, რაც იქ ხდებოდა...
ხელყუმბარა, რამდენჯერაც კი, ისროლეს რუსებმა, ქართველი სნაიპერის მიმართულებით, იმდენი „ ტრუპი “ მიიღეს... ხელყუმბარის აფეთქების ტალღა პატარა ორმოს უშედეგოდ გადაიშხუილებდა და მორჩა... მაგრამ სანამ ხელყუმბარა ჰაერში მოფრინავდა, ფრიდონი ერთ ზუსტ გასროლას და ერთი რუსისი სპეცრაზმელის გაგორებას მაინც ასწრებდა...
ცოტა ხანში, ფრიდონმა მარჯვენა ფეხზე, მუხლს ქვემოთ საშინელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რამდენიმე წუთში ასეთივე ტკივილი, იმავე ადგილას, მარცხენა ფეხზეც იგრძნო... მიხვდა, რუსების სპეცრაზმელებს მიზანში, რომ ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ მისი მოკვლა, რომ ნდომებოდათ თავში ესროდნენ და არა ფეხებზე... ეტყობა მისი ცოცხლად აყვანა ჰქონდათ განზრახული... ლომივით ვაჟკაცი მოცელილივით მუხლებზე ჩაიკეცა და ხელჯოხის მაგიერ, როგორღაც ავტომატს დაეყრდნო...
- ვაიმე!.. შვილო!.. - გაისმა ფერდობიდან, ბუჩქებში ჩამალული ადგილობრივი მოსახლეობის ხმადაბალი ჩურჩული.. მიუხედავად მებრძოლი ბიჭის, მკაცრი, გაფრთხილებისა: „ - რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღოთ... თავი არ გასცეთ, თორემ არ დაგინდობენ!...“- მოხუცებმა ჩუმი ქვითინისგან თავი მაინც ვერ შეიკავეს...
სპეცრაზმელები, როგორც კი მისკენ სროლა-სროლით დაიძრნენ, ფრიდონმაც სრილითვე უპასუხა, რადგან წამოდგომა უკვე აღარ შეეძლო, მუხლებზე მდგარი წრეს უვლიდა სანგარს, გამწარებული ხმით იგინებოდა რუსულად და მჭიდს-ჭიდზე ცლიდა, მაგრამ რეაქტიული ჭურვების წივილ-კივილში ინთქმებოდა მისი სუსტი ხმა. როცა ტყვია-წამალი გაუთავდა ავტომატი გადააგდო, ხოხვა-ხოხვით მივიდა ორმოსთან, სადაც ყუთი ჰქონდა შენახული და როგორღაც ჩახოხდა, იგი სისხლში ცურავდა... ყუთში სამი ხელყუმბარა აღმოჩნდა მხოლოდ... სამივე გახსნა, ერთი პირში ჩაიდო და კგილებით გააქვავა პირის ღრუში, ლიმონკიანი ხელები მაგრად ჰქონდა მომუშტული. კარგა ხანს იყო ასე. როცა არავინ გამოეხმაურა, ეგონა ყველა დახოცილი იყო, ძალღონე მოიკრიბა და ორმოდან ძლივს ამოხოხდა. იგი, როგორღაც დაუხამხამებელი თვალებით სათითაოდ აცქერდებოდა რუს სპეცრაზმელთა დახოცილ ბოევიკებს. რაღაც ნახევარი საათის წინ ისინი ცოცხლები იყვნენ, ახლა კი, ტყვიით დაცხრილულნი იწვნენ მის წინ...
უცებ ზურგს უკან რუსული გინება გაისმა...
ეტყობა კიდევ ბევრნი იყვნენ, ღორისშცილები... ფრიდონი არ განძრეულა. მას ლიმონკიანი ხელები მკერდზე ჰქონდა მიჭერილი. სახე მიწაში ჩარგული... მარტო ზურგი მოუჩანდა ორმოდან...
- ზდავაისია, ბრატ! - გაისმა ისევ იგივე რუსის ირონიული ბრძანება.
ფრიდონი გაუნძრევლად იწვა და ყრუდ გმინავდა. ეტყობოდა სისხლისგან იცლებოდა, რადგან თავის წამოწევა უჭირდა. ის იყო ფიზიკურად ძლიერი აგებულების, ენერგიული, უმაგრესი პატრიოტი და ნაღდი ქართველი. ამ წუთებში დედის უნახაობა უფრო უკლავდა გულს, ვიდრე მტრის ტყვია. დეკემბრის აქეთ არ გაუგია დედის ალერსიანი ხმა, ისიც ორიოდე დღით აირბინა სოფელში ახალწლამდე. მესამე დღეს წამოსასვლელად, რომ მოემზადა დედამ უთხრა:
- ფრიდონ, შვილო!.. - ( მან არ იცოდა, მისი შვილი თუ იბრძოდა... უმალავდნენ ოჯახის წევრები და მეზობლებიც.) სად მიდიხარ, მოხდა რამე?
- დედა! - ვაჟმა მშობელს თვალებში შეხედა. - ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!..
- შორიდან ნუ მივლი! პირდაპირ მითხარი, სად მიდიხარ?
- დედა, რა ვქნა, კალთაში ჩაგიჯდე?.. დავიმალო?.. ჩემი გვარი და სახელი შევარცხვინო?.. ჩემს მეგობრებს, რომლებიც ალბათ უკვე მელოდებიან, ჩემს ქალაქს, ჩემს კლასელებს ვუღალატო?... არა დედა, შენ შემოგევლე, ხომ იცი რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, მაგრამ შენი ცრემლები ვერ შემაჩერებს...
ფრიდონმა დედას ხელები მოხვია, რადგან შეატყო რომ სასოწარკვეთილებისაგან გონებას კარგავდა. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ, ხელები უკანკალებდა, გული ძალუმად უცემდა.
- კარგი, მაგრამ მე რა ვქნა შვილო, ცრემლები როგორ შევიკავო, რომელ დედას უნდა საყვარელი შვილი, ალყა შემორტყმულ, ცეცხლმოკიდებულ ქალაქში გაუშვას საომრად?... - თავშეუკავებლად ტიროდა ქალი. - ფრიდონ შვილო, შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიმდიდრე, მთელი ჩემი ღირსება. უშენოდ, ჩემთვის არაფერი აღარ არსებობს, უშენოდ როგორ გავძლო შვილოო...
სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში გამორჩეული ლომივით ვაჟკაცის შეჩერება დედამ ვერ შეძლო...
იგი უხმოდ, გაუნძრევლად იდგა, კარებთან მანამ, სანამ საომრად წასული შვილი სოფლის შარა-გზაზე არ გაუჩინარდა...
- რა ზდავაისია!.. ეს ბარბაროსი უკვე მკვდარია, ვერა ხედავთ?!. - ველური მხეცისთვის დამახასიათებელი ხმით წამოიღრიალა ერთ-ერთმა ხაკისფერ ფორმიანმა სპეცრაზმელმა და დაჭრილ ქართველ სნაიპერს გამწარებული მივარდა, მთელი ძალით გადმოაბრუნა თავისკენ და... სამი ხელყუმბარის ერთდროულმა აფეთქების ტალღამ წალეკა იქაურობა...
გულრიფშელი სნაიპერი სოფელ აზანთიდან, სამშობლოს დაცვის და გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით.