სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა ბერიძე გარდ. 1993წ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ელგუჯა ბერიძე გარდ. 1993წ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

ელგუჯა ბერიძე გარდ. 1993წ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის

ელგუჯა ბერიძე 1993 წლის 16 მარტს მტრის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.   

  

ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა

ბერიძე ელგუჯა ოთარის ძე, ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს შემადგენლობაში ბატალიაონის მეთაურად 1992 წ. 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 16 მარტამდე. ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ატარებდა ასეული. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. 1993 წლის 16 მარტს მტრის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.

მარინა ნაჭყებია


ჭიდილი მხეცებთან ნოველა ნუგზარ ქებურია

ელგიჯა ბერიძე

16 მარტს გამთენიისას  მე-2 ბატალიონის პოზიციებზე მდგომარეობა ძლიერ გამძაფრდა, რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაქირავებული, აფხაზური მხარის ბოევიკები ყოველი მხრიდან უტევდნენ... მეომრებმა, რომლებსაც პოზიციები რკინიგზის ხიდთან ეკავათ კბილებამდე შეიარაღებული მტრის მოგერიება ვერ შეძლეს და გადამთიელთა გაველურებული მხეცები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხეცებისათვის დამახასიათებელი ველური ყმუილით შემოიჭრნენ...

         მაგრამ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეომრებმა, რომლებიც 23-ე ბრიგადის ბატალიონებს  სარეზერვო დახმარებას უწევდა, ქალაქში შემოსულ გადამთიელებს 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულთან ერთად  რუსული ფულით გათამამებულ მკვლელებს გზა გადაუღობა და უკან დაახევინა...

     მოგვიანებით სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეომრები სამ ჯგუფად განაწილდნენ...  ძირითადი ნაწილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბერიძის მეთაურობით რკინისგზის სადგურ „აჩადარის“ მიმართულებით გაემართა... მე-2 ჯგუფი კაფე „დელფინი-ს“ ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს გამაგრდა. მესამე ჯგუფი ცენტრალური გზის მიდამოებში დაბანაკდა...

მათი ძირითადი დანიშნულება იყო მე-2 ხაზის გამაგრება, ქალაქში შესასვლელი გზების ბლოკირება...

       აფხაზური მხარის ბოევიკებმა ქალაქში შესასვლელი გზა, რომ ვერ იპოვეს, სხვა გზას დაუწყეს ძებნა... ღამის ბინდი ნელ-ნელა იცრიცებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელოდა. აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ სიბნელით ისარგებლა და სამხედრო პოლიციის მეომრებს ვირთხებივით სოროებში ჩაუსაფრდნენ.

        კოსტა ტატიშვილის თქმით, ელგუჯა ბერიძე და ორი სამხედრო პოლიციის მებრძოლი, ცენტრალური გზით, აჩადარის პლატფორმის მიმართულებით ღამის ბინდ-ბუნდში ფრთხილად მიაბიჯებდნენ. წინ ელგუჯა ბერიძე მიდიოდა, უკან ორი მეომარი ბიჭი, ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული მიჰყვებოდა. ცოტა მოშორებით, პლატფორმის ქვედა მხარეს, კოსტა ტატიშვილი და სოხუმელი გენო ახალაია მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილე, რამდენიმე სამხედრო პოლიციის მებრძოლთან ერთად უხმაუროდ მიიკვლევდნენ გზას სიბნელეში...

        უეცრად, პლატფორმის ზედა მხარეს, სადაც ელგუჯა ბერიძე  ორ მებრძოლთან ერთად იმყოფებოდა, მარჯვნივ ორსართულიანი სახლის უკან რაღაც ახმაურდა. კოსტა ტატიშვილი და გენო ახალაია უხმოდ იდგნენ ერთმანეთს მიშტერებულნი.

      - გელა, ძმაო!.. - უთხრა ტატიშვილმა მეგობარს. - ეს სახლი მგონი მე-2 ბატალიონიდან შემოსული აფხაზური მხარის დაქირავებული მხეცების სამალავი უნდა იყოს... - ამის თქმა და ელგუჯა ბერიძისა და მისი ორი მებრძოლის მიმართულებით სამივე მხრიდან წამოვიდა ტყვიების წვიმა...

           რამდენიმე წუთი და კოსტა ტატიშვილი  სახლთან ახლოს, ავაზაკთა ხროვასთან რამდენიმე მეტრში აღმოჩნდა, ორი გახსნილი ხელყუმბარით ხელში. სოხუმელმა გელა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის მეომრებთან ერთად სახლს მეორე მხრიდან მოუარეს და ყურადღების გადასატანად  ავტომატის ჯერი მიაყარეს... ამით ისარგებლა კოსტა ტატიშვილმა და გახსნილი ხელყუმბარები, ზუსტი ტყორცნით შეაგდო მკვლელების სამალავში. აფეთქების ტალღამ შეარყია მთელი აჩადარა...

          იდუმალი მკვლელები, რომლებიც რკინიგზის ხიდის მახლობლად, სიბნელის წყალობით მოხერხებულ სამალავებში იყვნენ ცოფიანი ვირთხებივით გატრუნული, უკანასკნელ წუთებს ითვლიდნენ...                             

      როგორც კი ინათა, ბმპ-1 მსროლელმა მექანიკოსმა, ავთო ბელთაძემ და მისმა მეწყვილემ, მექანიკოსმა ლეფტერ ქარდავამ, სწრაფად დაძრეს საბრძოლო მანქანა და ელვისებური სიჩქარით გააქანეს აჩადარის რკინიგზის ხიდის  მიმართულებით, სადაც, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ დაჭრილი ელგუჯა ბერიძის ცხედარი უნდა ყოფილიყო. იმავე წამს ბმპ-1 უკან მიჰყვა

 სამხედრო პოლიციის ბატალიონის,  გულრიფშის ასეულის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები.

           სარკინიგზო ხიდთან ახლოს გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა!.. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა დასაშინებლად, მათ თავს ზემოთ ციცინათელებივით დაფრინავდნენ რეაქტიული ცეცხლოვანი ჭურვები!..  რუსების მიერ შემოგზავნილი აფხაზური მხარის ბოევიკების სახელით მონათლული, იმპერიის გაწვრთნილი რეგულარული არმიის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენაერთები, ჩვენმა მეომრებმა ამოხოცეს, მაგრამ ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი  დაიღუპა და უამრავი დაიჭრა...

         დაღუპულთა შორის იყვნენ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბერიძე, - ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე, კაპიტანი მამუკა მიქავა, - სამხედრო პოლიციის ასმეთაური, კაპიტანი ლერი ქარდავა,- უფროსი ლეიტინანტი პაატა ვეკუა გულრიფშის ასმეთაურის მოადგილე, -  ამავე ასეულის ოცმეთაური მერაბ ჯიქია, - სამხედრო პოლიციის მებრძოლები: - თემურ გელანტია, -   რამაზ ცაავა, - ტოლიკ ლავრინენკო. - გოჩა ხარაიშვილი...

           მძიმედ დაიჭრა შეიარაღების უფროსი, კაპიტანი გელა ჩუთლაშვილი (კახელო), - მძიმედ იყო დაჭრილი ოცმეთაური რომან ძიძიგური, ასევე მძიმედ იყო დაჭრილი გია ბარკალაია, - გოგი ჯაფარიძე და ორი სოხუმელი  ლადო ვაშაკიძე და გოჩა ჯღარკავა...

ნუგზარ ქებურია ჭიდილი მხეცებთან

16 მარტს დილის 6 საათზე დაჭრილი ელგუჯა ბერიძის გამოსაყვანად შევიდნენ გულრიფშის სამხედრო პოლიციის ასმეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი პაატა ვეკუა, ოცმეთაური მერაბ ჯიქია, ოცმეთაური მიტუშა ახალაია, ოცმეთაური რომან ძიძიგური და გულრიფშის ასეულის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები...

          - წინასწარ ვგრძნობ დიდი ხნის სიცოცხლე არ გვიწერია... - ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა გულრიფშელმა ოცმეთაურმა მერაბ ჯიქიამ და თითი იქითკენ გაიშვირა, სადაც, მანდარინების პლანტაციებში, ოდნავ შესამჩნევად,  წაკუზულები მოდიოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები.

- ეჰ, მათე!.. მათე!.. - ძლივს გასაგონად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვა რომან ძიძიგურმა.

- ვინ მათე!.. რა მათე!.. თუ კაცი ხარ ამიხსენი, რას ბოდავ? - მიტუშა ახალაია სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა.

- ვინ მათე და... ჩვენი მათე, შამათავა... ხომ გვეუბნებოდა ყველაზე წინ თქვენ რას გარბიხართო!..- გაბრაზებული ხმით მიუგო ძიძიგურმა.

- სანამ მათე მოგვაგნებს, ჩვენ ალბათ, ერთიანად ამოგვჟლეტენ. - ხმადაბლა წამოიძახა მიტუშა ახალაიამ და მეგობრებს ურჩია, სანგრებში ჩავძვრეთო, მაგრამ მოულოდნელად რუსებმა რაღაც აბაჟურის მაგვარი მანათობელი ააფრინეს ცაში. ირგვლივ ყველაფერი განათდა. ორი სამი წუთიც და... საშინელი წივილით წამოვიდა ნაღმები და ჭურვები და ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ. ირგვლივ ყველაფერი ზუზუნებდა...

         სარკინიგზო ხიდთან ახლოს გამართულ საშინელ ხელჩართულ ბრძოლაში, რუსების მიერ შემოგზავნილი აფხაზური მხარის ბოევიკების სახელით მონათლული, რუსეთის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენაერთები, ჩვენმა მეომრებმა ამოხოცეს, მაგრამ ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი  დაიღუპა და უამრავი დაიჭრა...

       სამხედრო პოლიციის გულრიფშის ასმეთაურ მაიორ მათე შამათავას თქმით, ოცმეთაურ მერაბ ჯიქიას ცოცხალს ვერ მიუსწრო, ხოლო თავის მოადგილეს გულრიფშელ პაატა ვეკუას, ასეულის ექიმი ბარიშნიკოვა მუხლებზე ჩაჩოქილი უწევდა პირველად დახმარებას...

    - გადარჩება?!.. - ჰკითხა გამწარებულმა შამათავამ მოუთმენლად. ბარიშნიკოვამ უიმედოდ გააქნია თავი და მეთაურს მხრების აჩეჩვით უპასუხა, მთავარი არტერია აქვს დაზიანებულიო...

              მაიორი შამათავა მიწაზე დაემხო და სიმწრისგან მუშტები თავზე წაიშინა...

ავტორი ნუგზარ ქებურია

16 მარტი. დილის 4-5 საათი იქნებოდა, ვახო რიგვავა და ლეფტერ ქარდავა ბმპ-ში ისხდნენ ავთო ბელთაძესთან ერთად. ისინი  ემზადებოდნენ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეთაურის ელგუჯა ბერიძის ცხედრის გამოსატანად, რომელიც დაიღუპა გამთენიისას გუმისთის სარკინიგზო ხიდთან ახლოს.... 

           სარკინიგზო ხიდის ქვემოთ იდგნენ რამდენიმე მებრძოლი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დახმარებოდათ ბმპ-ს ეკიპაჟის წევრებს ცხედრის გამოტანაში.  ხელის მოძრაობით უჩვენეს ბიჭებს დაღუპული მეთაურის სავარაუდო ადგილსამყოფელი... თვითონ კი სარკინიგზო ხიდზე ავიდნენ და იქიდან ყუმბარმტყორცნის ჭურვები დაუშინეს მოტყუებულ ქართველების ბმპ-ს. ბიჭებმა სროლა-სროლით ძლივს გამოაღწიეს სახიფათო ზონიდან, მაგრამ ეკიპაჟის ყველა წევრი დაიჭრა...

       უცხო მებრძოლები ქართული გვარის და ქართულის კარგი მცოდნე აფხაზი ბოევიკები აღმოჩნდნენ...  სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ბევრი იყო...

             ვახო რიგვავა დაბ. ქ. სოხუმი, მე-15 საშუალო სკოლელი. ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ თავის ოჯახთან ერთად.

                              Akhvlediani Joni

კი საუბრობდნენ, ქართულადაც და მეგრულადაც, ზუსტად ასე შეგვიტყუეს შობის დილას, უკვე განადგურებულ პოზიციაზე, ამის მომსწრე ბევრნი ვართ...

                               თინა თინულია

ბედნიერებას და დღეგრძელობას ვუსურვებ ვახოს თავის ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ამ ღირსეულ და პატივცემულ ომის ვეტერანებს.

                             Maia Kupunia

დღეგრძელობა და გახარება გმირებს, უფალმა დაგლოცოთ!

                         Shuqri Tsurtsumia

ომის ვეტერანებს დიდიხნის სიცოცხლე...  გვეშველება რამე?..  22 ლარს მათხოვარსაც მისცემს კაცი... თუ მოგვხედავენ ურიგო არ იქნება...

                     ВАХО РИГВАВА

      დიდი მადლობა ყველას, იმიტომ რომ გახსოვართ...


ვახო რიგვავა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.03.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0