სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვუკოლ ბერიძე 1883-1963წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. დაბ. ხონი, იმერეთი.

1883-1963 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბერიძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

88       ბეჭდვა

ვუკოლ ბერიძე 1883-1963წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. დაბ. ხონი, იმერეთი.

ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე (დ. 15 თებერვალი1883ხონი — გ. 11 მაისი1963თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932).


1902 წელს დაამთავრა ხონის სემინარია და იქვე დაიწყო მასწავლებლობა. 1907 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და მიიღო სიმწიფის ატესტატი. 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1922–1932 წლებში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1912 წელს შეადგინა "სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა", რომელიც გამოირჩევა სანიმუშო განმარტებით, მდიდარი და კარგად შერჩეული საილუსტრაციო მასალით. ბერიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს იგი თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), სამედიცინო (1947), ნიადაგმცოდნეობისა (1950) და სხვა.


ბერიძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან; "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მასთან ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე — ელისაბედ (ლიზიკო) კონსტანტინეს ასული ჩხეიძე — (დ. 1895ხონი — გ. 11 მაისი1963თბილისი).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბერიძე - გვარის 49 ღვთისმსახური

1 0

წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა

2 0


მამა სერაფიმე შემდგ. სქემარქიმანდრიტი სისო (ჯემალ (ნოდარ)) ბერიძე 1938-2019წწ დაბ. სოფ. ზესოფელი, ქედა

2 0

გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845-1912წწ დეკანოზი 12 შვილი

2 0

ალექსანდრე ბერიძე მიხეილის ძე 1917-96წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.ერკეთი ჩოხატაური გურია

1 0


ელგუჯა ბერიძე გარდ. 1993წ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ზურაბი ბერიძე 1973-93წწ. დაკარგ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. კოთელია ახალქალაქი

2 0


ლევან რევაზის ძე ბერიძე 1961- 27 სექტემბერი 1993წწ დაკარგ. სოხუმი, აფხაზთი

2 0

ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე 1972-93 წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი წარმ. წყალტუბო იმერეთი

2 0


რეზო ბერიძე 1979-2011წწ. გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ზეინდარი ვანი იმერეთი

2 0


თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე 1974-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხულო

3 0


ალექსანდრე ბერიძე 1945-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0


დურმიშხან ბერიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი

3 0


თენგიზ ბერიძე 1939წ. აკადემიკოსი, ქიმია. დაბ. თბილისი.

1 0


ალექსანდრე ბერიძე 1858-1917წწ, მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


რევაზ ბერიძე 1943წ. არქიტექტორი, მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


იაკობ ბერიძე. მოღვაწეობდა 1867-1875 წლებში. მომღერალი, მსახიობი.

1 0


რუსუდან ბერიძე 1910წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ვახტანგ ბერიძე 1914-2000წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. წარმ. ხონი იმერეთი.

7 0


ნოდარ ბერიძე ევროპის ჩემპიონი კონტაქტური კარატე დაბ. ბათუმი

1 0

1 0 0


რომეო ბერიძე დ.2002წ. ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

1 0

2 2 2


ნუკრი ბერიძე დ.1998წ. ევროპის პრიზიორი კონტაქტური კარატე დაბ. ბათუმი

1 2

0 0 2


ვახტანგ ბერიძე დ.1992წ. ევროპის პრიზიორი მკლავჭიდი წარმ. სოფელი მამკოდა მცხეთა

1 2

0 0 2