სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა მაჩაიძე 1966-27/09/93წწ. გარდ. 27 წლის, სოხუმი, აფხაზეთი წარმ. ზემო სხვავა ამბროლაური გოჩა მაჩაიძე 1966-27/09/93წწ. გარდ. 27 წლის, სოხუმი, აფხაზეთი წარმ. ზემო სხვავა ამბროლაური გოჩა მაჩაიძე 1966-27/09/93წწ. გარდ. 27 წლის, სოხუმი, აფხაზეთი წარმ. ზემო სხვავა ამბროლაური

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მაჩაიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

გოჩა მაჩაიძე 1966-27/09/93წწ. გარდ. 27 წლის, სოხუმი, აფხაზეთი წარმ. ზემო სხვავა ამბროლაური

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

გოჩა მაჩაიძე იოსების ძე დაიბადა 1966 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში.



1972-1982 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში.


1982-1985 წლებში სწავლობდა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში.

1985-1987 წლებში მსახურობდა სამჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში.

1987 წლიდან მუშაობდა თავისი სპეციალობით, ელექტრო-მემონტაჟედ მცირე საწარმო ,,ელექტრონში"

1992 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის სამხედრო კომენდატურაში. იყო ,,ავღანელთა" ბატალიონის წევრი.

1993 წელს მუშაობა დაიწყო უშიშროების სამსახურში (სამხედრო წოდება - ზემდეგი).

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა ქ. სოხუმში მინისტრთა საბჭოს დაცვის დროს (საფლავი უცნობია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით.


გოჩა დაიბადა 1966 წლის 30 ოქტომბერს. 1972-1985 წლებში სქავლობდა ქ. თბილისის 48-ე საშუალო საკოლაში. 1982-1985 წლებში სწავლობდა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში.

    1985-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში. იგი იყო საოცრად ლაღი, კომუნიკაბელური, მხიარული, ლიდერული თვისებების მქონე ადამიანი. სამეზობლო-სანათესაო და სამეგობრო ყველა დადებითად და ღიმილით იხსენებს. ზუსტად მისმა კარგმა თვისებებმა მოიპოვა ჩემი კეთილი განწყობა და 1990 წელს სიყვარულით შევქმენით ოჯახი. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი თანაცხოვრება და ოჯახური იდილია. მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში შეგვეძინა ორი გოგონა – თეონა და მარიამი., რომელთა დაბადებასაც მოუთმენლად ელოდა. იგი ყოველმხრივ ცდილობდა ოჯახს არაფერი მოკლებოდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, როგორც მატერიალური, ასევე მისი სიყვარული და თბილი დამოკიდებულება.

    თეონა რომ შემეძინა მან მომილოცა ჩვენი პატარა გოგონა, ეს ერთადერთი მანუგეშებელი სიტყვებია, რომელიც მისგან დამრჩა.

1992 წლიდან გოჩამ მუშაობა დაიწყო უშიშროების სამსახურში, სამხედრო წოდება – ზემდეგი.

    მან ვერ შეძლო სახლში დარჩენილიყო მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მაშინ, როდესაც მისი მეგობრები მოწინავე ხაზზე იდგნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა ქალაქ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს დაცვის დროს. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის განკარგულებით დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

მეუღლე ნატო მაჩაიძე



12


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0