სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
ნესტორ ესებუა 1864-1931წწ  ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო ნესტორ ესებუა 1864-1931წწ  ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო ნესტორ ესებუა 1864-1931წწ  ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო ნესტორ ესებუა 1864-1931წწ  ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო ნესტორ ესებუა 1864-1931წწ  ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო

1864-1931 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი ესებუა სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

ნესტორ ესებუა 1864-1931წწ ფალავანი დაბ. სოფ. სორტა, სენაკი სამეგრელო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ნესტორ ესებუა (დ. 1864, სოფელი სორტა, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 აგვისტო, 1931, იქვე)


— ქართველი ფალავანი. 1882-1883 წლებში ბათუმში მუშაობდა მტვირთავად. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს.

განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. ისინი რამდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა ამ შეხვედრიდან გამარჯვება დარჩა ნესტორ ესებუას.


მათი ყველაზე გახმაურებული ჭიდაობა შედგა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში, „იტალიელების ბაღში“. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის (პარიზი, სტამბოლი) ქალაქებში. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის: კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივანე პოდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. წარმატებით გამოვიდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში.[2]



პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ. ქართული პრესა დიდ ადგილს უთმობდა ესებუას ჭიდაობას. აკაკი წერეთელმა ესებუას და კულა გლდანელს პოემა „ჭიდაობა“ (1888) უძღვნა. ესებუა ქართული ჭიდაობის ტრადიციული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო; დიდ ძალასთან ერთად სისწრაფე და რაინდული მანერაც ჰქონდა. იშვიათი ოსტატობით ასრულებდა კისრულს, ჩოქელას, შუა სარმას, გარეკაურსა და სხვა ილეთებს. წლების მანძილზე ეწეოდა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღრდაზე.[2]



მრავალი წარმატებული ჭიდაობის შემდეგ ნესტორ ესებუამ საჭიდაო არენაზე გასვლა შეწყვიტა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ის სხვადასხვა დროს ჭიდაობებს აწყობდა სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით; 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას

ერთხელ, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.ვიკიპედია





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16