ელგუჯა გივის ძე შარტავა 1992 წლის 1 დეკემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ პირადი შემადგენლობის პირადი დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსად, სამხედრო წოდებით _ კაპიტანი. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში სოფლებთან: თავისუფლება, შრომა, გუმისთა, ბესლახუბა. ელგუჯა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში საბრძოლო მოქმედებების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ელგუჯა შარტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით