სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10585

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი

1976-2021 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი შარტავა სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

დავით შარტავა 1976-2021წწ გარდ. უკრაინა წარმ. სენაკი

დავით შარტავა ნასროლ ჭურვს, აზოვის ზღვაზე ყოფილი კურორტის შიროკინოს ტერიტორიაზე 2021 წლის 18 აპრილს შეეწირა. შიროკინო ქალაქ მარიუპოლიდან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, 23 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. კურორტი 2016 წლიდან მთლიანად დანგრეულია, მოსახლეობა გამოსულია და აქ სასტიკი ფრონტის ხაზი გადის.


44 წლის დავით შარტავა უკრაინის არმიის 128-ე ცალკეული სამთო-საშტურმო იმიერკარპატების ბატალიონის მებრძოლი იყო. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს 2017 წლიდან შეუერთდა. მანამდე შარტავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა, გავლილი ჰქონდა სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონ კომანდოს კურსი, იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.


128-ე ცალკეული სამთო-საშტურმო იმიერკარპატების ბატალიონის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მათი პოზიციების დაბომბვა, რასაც ქართველი მებრძიოლი შეეწირა, ოკუპირებული დონეცკის ოლქის სოფლების სახანკას და ლენინსკოეს მხრიდან განხორციელდა. უკრაინულმა ბატალიონმა სამძიმრის წერილი გაავრცელა, სადაც კერძოდ ნათქვამია: „მტერმა კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა შეთანხმება. გულწრფელად ვუთანაგძნობთ, ჩვენი ერთგული მებრძოლის დავით შარტავას ოჯახს, ვიზიარებთ მისი დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს ყველა ახლობელთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოწინააღმდეგემ ინანოს რომ ეს დანაშაული ჩაიდინა“ - ვკითხულობთ იმიერკარპატების ბატალიონის სამძიმრის წერილში.

128-ე ცალკეული სამთო-საშტურმო ბატალიონი დისლოკაციის ადგილზე, დასავლეთ უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქის ქალაქ მუკაჩევოში, დავით შარტავას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა, ბატალიონის კაპელანმა, უკრაინის ეკლესიის უჟგოროდისა და იმიერკარპატების ეპისკოპოსმა ვარსონოფმა.


შარტავას მეუღლე და ორი შვილი დარჩა, ისინი საქართველოში ცხოვრობენ, უკრაინაში "ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.


წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/georgian-soldier-dies-in-eastern-ukraine-war/5858416.html?fbclid=IwAR3eM5tFPKzMGk4uiNYL9jniT9EbzaSyNNWd9O9iqMYa0QAjI1BNdnpI5CY

Боец 128-й ОГШБр Давид Шартава погиб 18 апреля на востоке УкраиныВ зоне ответственности отдельной тактической группировки "Восток" погиб военнослужащий 128-й отдельной горно-штурмовой бригады Давид Шартава.

Об этом говорится на официальной facebook-странице 128-й ОГШБр, сообщает Цензор.НЕТ.

"С грустью сообщаем, что в районе проведения операции объединенных сил, в результате коварных действий незаконных военных формирований, поддерживаемых Российской Федерацией, погиб боец ​​128 ОГШБр, старший солдат Шартава Давид Мурманович.

Враг в очередной раз нарушил все договоренности и не придерживался режима тишины. Такие действия привели к непоправимым последствиям.

1993 წელს, საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა, ძირითადად, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს (Українська Національна Асамблея) წევრები. აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი მეომარი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის სერგეი ობუხი იყო, რომელიც რუსებმა სოფელ კამანში მოკლეს.

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-21)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

ალბერტ ატოიანი, 22.01.2015 კონსტანტინოვკა, დონეცკი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი

დავით შარტავა 18.04.2021 შიროკინო, მარიუპოლი

ქართველთა მხარეს დაღუპული უკრაინელი მეომრები (1993)

სერგეი ობუხ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან გალაზიკა 19.07.1993 კამანი, სოხუმი

ლეონიდ ტკაჩუკ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან მუზიკა 21.07. 1993 იაშხუთა, სოხუმი

ვოლოდიმირ ბილ 30.07.1993 ცუგუროვკა, სოხუმი

ვოლოდიმირ კრუტიკ 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

ოლექსეი დოვგიი 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

Источник: https://censor.net/ru/n3260483


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0