კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე დაბადებული 1954 წლის 23 მაისი, ეროვნებით ქართველი, განათლება – უმაღლესი.
1992 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის N42 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერი“. 1992 წლის 31 დეკემბერს სპეცრაზმი „იუპირეტი“-ს მეთაურის N1 ბრძანებით კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე დაინიშნა პირადი დაცვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ,
სამხედრო წოდებით – უფროსი ლეიტენანტი.
კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ ქ. სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ კვინიკაძემ დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად არ მიატოვა მინისტრთა საბჭოს შენობა. ბოლომდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. მერაბ კვინიკაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან.