სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11171

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ირმა ირემაძე  1975წ. წიგნი საქართველოსთვის რედაქტორი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ირემაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

314       ბეჭდვა

ირმა ირემაძე 1975წ. წიგნი საქართველოსთვის რედაქტორი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ბიოგრაფია

ირმა გელას ასული ირემაძე დაიბადა 1975 წლის 15 თებერვალს, სოხუმში.



1991 წელს წაჩინებით დაამთავრა სოხუმის ბ.შელიას სახელობის საშუალო სკოლა და ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1997 წელს მიენიჭა პრეზიდენტის სტიპენდია.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი „ეროვნული მოტივი მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებში“,  იმავე წელს ჩაერიცხა ასპირანტურაში, უახლესი ქართული ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც დაასრულა 2001 წელს.

1994-2001წწ. მუშაობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალ „რიწაში“, ლიტერატურულ მუშაკად, 2001-2008 წწ. ამავე ჟურნალში განყოფილების რედაქტორად, ხოლო 2008-2011წწ. პასუხისმგებელ მდივნად.

1998-2002 წლებში მუშაობდა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განყოფილებაში პროფ. დავით თევზაძესთან, თანაშემწედ.



1997-2008 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას).

2006 წელს, ირმა ირემაძე, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის დარგში ნაყოფიერი საქმიანობისათვის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

2014-2017 წწ. ირმა ირემაძე სსიპ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ დირექტორია. 2017-2019 წლებში კი სსიპ „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი. ამჟამად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტარციის ხელმძღვანელია.

ირმა ირემაძეს  ქართულ პერიოდულ გამოცემებში, წლების განმავლობაში, გამოქვეყნებული აქვს ათეულობით ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილი და ნარკვევი. არის არაერთი წიგნის შემდგენელ-რედაქტორი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0